• რატომ ესაუბრებიან დედები ბავშვებს ხმის განსაკუთრებული ინტონაციით როგორც ცნობილია, დედები გაუცნობიერებლად უწევენ ხმას ბავშვებთან საუბრისას. დასავლეთ სიდნეის უნივერსიტეტის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ეს ევოლუციური მექანიზმია, რომელიც დედებს ბავშვების დამშვიდებისა და კეთილგანწყობის გამოვლენის საშუალებას აძლევს.
  • მოწევა მხედველობასაც ძალიან ვნებს მწეველებმა ალბათ არც კი იციან, რომ მოწევა სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემების გარდა მხედველობასაც ძალიან ვნებს. თამბაქოსა და მის ნაწარმში იდენტიფიცირებულია 4 ათასზე მეტი სხვადასხვა შენაერთი. მათგან სამასი ბიოლოგიური შხამია და განსაკუთრებულად საზიანოა ადამიანის ორგანიზმისთვის.
  • 5 მარტივი მეთოდი, რომელიც სტრესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ სტრესული სიტუაციები ყოვედღიურად თან გვდევს. არის შემთხვევები, როდესაც დამშვიდება პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს არ არის მხოლოდ აღელვება, აღშფოთება, "ნერვების მოშლა", გაბრაზება, განრისხება თუ სხვა მრავალი. ადამიანი უბრალოდ ვეღარ მშვიდდება, თავი ხელში ვეღარ აჰყავს ან თუ აჰყავს და "ქვებს არ ისვრის", როგორც ფსიქოლოგები ხუმრობენ ხოლმე, შინაგანად ვეღარ მშვიდდება.
  • მშრალი თვალის სინდრომი მშრალი თვალის სინდრომი კომპიუტერის მომხმარებლებს შორის ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული პრობლემაა. მის მიზეზად სპეციალისტები რამდენიმე ფაქტორს ასახელებენ, მათ შორის მთავარია:
  • რატომ ღალატობენ ადამიანები სექსუალურ პარტნიორებს ტენესისის უნივერსიტეტმა ჩაატარა კვლევა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 104 "მოღალატე" ადამიანმა. მოხალისეების საშუალო ასაკი 22 წელი იყო. მონაწილეებს თავი კომფორტულად რომ ეგრძნოთ, გამოკითხვამდე დაურიგდათ ცოლქმრული ღალატის გავრცელების შესახებ ინფორმაციის შემცველი ბროშურები.
  • რატომ არიან თანამედროვე მოზარდები ნაკლებად ბედნიერები, ვიდრე წინა თაობის მათი თანატოლები თანამედროვე მოზარდები ნაკლებს მუშაობენ, კითხულობენ და ნაკლებად ბედნიერები არიან, ვიდრე წინა თაობის მათი თანატოლები. ამერიკელი სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ ამაში დამნაშავე სმარტფონებია.
რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
კომპანია Medisys თანამშრომლების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ რეგულარულმა უძილობამ (6 საათზე ნაკლები ძილი) შეიძლება ისეთივე შედეგები გამოიწვიოს, როგორიც ალკოჰოლის ჭარბმა მოხმარებამ. ძილის ნაკლებობა ზრდის სიმსუქნის, დეპრესიის, ინფარქტისა და ინსულტის რისკს.
ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დღის განმავლობაში ბავშვებთან მშობლების საუბარი ჩაიწერეს და კომპიუტერული პროგრამით შეადარეს, როგორ საუბრობდნენ დედა და მამა ბავშვებთან და მოზრდილებთან. სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ დედები ბავშვებთან ბავშვის ხმით საუბრობდნენ.
თურმე ქალების ერთ მესამედს საშინლად არ მოსწონს საკუთარი თავი. სხეულის ყველაზე "მოძულებული ნაწილია" მუცელი - მისით უკმაყოფილოა ქალთა 71 %, 61 % მიიჩნევს, რომ მოკლე ან მსხვილი ბარძაყები აქვს, 66 %-ს თავი მეტისმეტად მსუქანი ჰგონია, მოდუნებული კუნთები კი 57 %-ს ურღვევს სიმშვიდეს.
10 აგვისტო 2017
ბევრი სტრესის მოხსნას ალკოჰოლით ცდილობს. ეს არა თუ უსარგებლო, არამედ სახიფათოცაა. სტრესის ფონზე სპირტიანი სასმელების მიღება ალკოჰოლური დამოკიდებულების ფორმირებას უწყობს ხელს, რასაც შეიძლება შფოთვაც ახლდეს თან.
27 ივლისი 2017
სტრესული გამოცდილება, როგორიცაა საყვარელი ადამიანის დაკარგვა, განქორწინება, სამსახურიდან დათხოვნა იწვევს ტვინის ბიოლოგიური ასაკის 4 წლით მატებას.
რაციონი არა მარტო ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტვინის ეფქტური მუშაობისთვისაც! მსოფლიოში ცნობილი ფსიქიატრი დენიელ ამენი, ტვინის ფუნქციების შენარჩუნებისა და ასაკობრივი ცვლილებების თავიდან ასაცილებლად, გვირჩევს რაციონში შევიტანოთ შემდეგი სანელებლები:
მარტოობა და სოციალური იზოლაცია ადამიანისთვის სიმსუქნეზე უფრო საშიშია. ამერიკელი ფსიქოლოგების აზრით, მოსახლეობაზე ამ ფაქტორების ზემოქმედება ყოველწლიურად იზრდება და ნაციონალურ პრობლემად შეიძლება იქცეს.
როგორც კვლევამ აჩვენა, ქარიზმატული ლიდერები უფრო ცუდად ერკვევიან ხელმძღვანელობის დეტალებში, რესურსების მართვასა და დისციპლინაში. ადამიანები საშუალო დონის ქარიზმის ლიდერებს უფრო ეფექტურ ხელმძღვანელებად მიიჩნევენ.