რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
დიეტოლოგები სმუზის მიღებას არ გვირჩევენ
დიეტოლოგები სმუზის მიღებას არ გვირჩევენ
ხილისა და ბოსტნეულის სმუზი სასარგებლო საკვებად ითვლება. კერძოდ, სპეციალისტების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ სმუზი ზრდის ორგანიზმში ანტიოქსიდანტების დონეს , რითაც თავისუფალი რადიკალების უარყოფით ეფექტს ანეიტრალებს. თუმცა, კვლევის მიხედვით, სმუზი სასარგებლო სულაც არ აღმოჩნდა.

ნორმაში, ორგანიზმი თავად გამოიმუშავებს ანტიოქსიდანტებს. თუ მას
დიდი რაოდენობით მივიღებთ, ბალანსი დაირღვევა. ამ უკანასკნელის აღსადგენად კი, ორგანიზმი ბუნებრივ ანტიოქსიდანტებს აღარ გამოყოფს.

გარდა ამისა, სმუზში საკმაოდ ბევრი შაქარია, რაც საშიშია როგორც სისხლში მისი დონის მომატების თვალსაზრისით, ისე სხეულის ფორმებისთვის.

ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ 360 მლ სმუზის მიღებით, ორგანიზმში ანტიოქსიდანტების დონე ქვეითდება 24 საათის მანძილზე. მთელი ამ დროის განმავლობაში, ორგანიზმი განიცდის ანტიოქსიდანტების უკმარისობას. თავისუფალი რადიკალები უჯრედებში გზავნიან მნიშვნელოვან სიგნალებს, რომლის მიხედვითაც ირთვება აღდგენის მექანიზმი.

ლალი ჩხიკვაძე
კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ბრაილის შრიფტით ჟურნალის დაბეჭდვა "უსინათლოთა კავშირის" მე-3 ფილიალის ხელმძღვანელის ლაშა ცაიშვილის, ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" რედაქციის ინიციატივით და "მედია კომუნიკატორის" ორგანიზებით განხორციელდა.
ალექსანდრია ოსტრემი ექიმი ჰაუსის მადლობელია, რომ დღეს ის ცოცხალია.
როგორც ამერიკელი მკვლევარები აცხადებენ, ქათმის კვერცხის რეგულარულად მიღება ქალებთან ძუძუს კიბოს განვითარების რისკს თითქმის ორჯერ ამცირებს. ამ განცხადებას საინტერესო კვლევის შედეგები უდევს საფუძვლად. სპეციალისტები ადრეც საუბრობდნენ იმაზე, რომ კვირაში რამდენიმე კვერცხის ჭამა ქალებს ძუძუს კიბოს განვითარებისაგან იცავს (შემთხვევათა 18%-ში). 
09 თებერვალი 2017
ღვინო ცხოვრების ნაწილია. მისი გონივრულად და ზომიერად მოხმარების პროპაგანდას ჯერ კიდევ პლატონი ეწეოდა და ადამიანებს მარტივ წესს სთავაზობდა: ”ბავშვებს 18 წლამდე ღვინო არ დაალევინოთ, 30 წლამდე ადამიანებს ნება მიეცით, ზომიერად დალიონ, 40 წლის ზემოთ უფლება აქვთ, დიდი ნადიმების დროს სასურველი რაოდენობით შესვან”.
28 დეკემბერი 2016
სტენფორდის უნივერსიტეტის გენეტიკოსები აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში ბავშვის ჩასახვისათვის კაცობრიობას სექსი აღარ დასჭირდება. მეტიც, პოტენციურ მშობლებს ბავშვების შერჩევა არა მხოლოდ სქესის, არამედ სხვა ნიშნების მიხედვითაც შეეძლებათ.
უჯრედისი ცილაზე მეტად ანაყრებს. პარკოსნები (მაგალითად ლობიო) შესანიშნავად უმკლავდება შიმშილის შეტევას. უჯრედისით მდიდარი ვეგეტერიანული კერძები გვეხმარება წონის დაკლებაში. მძიმე ცილოვანი საკვები, ხორცის კერძები ამ მხრივ უფრო ნაკლებად ეფექტურია.
ძილი საიმედოდ დაგვიცავს გრიპისა და გაციებისგან. კარგი ძილი იმუნურ სისტემას აძლიერებს და ორგანიზმი ინფექციას ეფექტურად უმკლავდება.
აღმოჩნდა, რომ საშუალო ასაკის ქალები, მამაკაცებთან შედარებით უკეთ უმკლავდებოდნენ მეხსიერების ტესტებს. თუმცა, მენოპაუზის შემდეგ, მშვენიერი სქესის წარმომადგენლები გულმავიწყობასა და მეხსიერების დაქვეითებას უჩივიან.