ვიდეორეკომენდაციები ასთმიანებისათვის - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
ვიდეორეკომენდაციები ასთმიანებისათვის
ყველაფერი იწყება ხველებით ან ხიხინით, რასაც მოსდევს მკერდში ხუთვის შეგრძნება, სუნთქვა ხშირდება და ხდება ნაკლებად ღრმა. გეჩვენებათ, რომ არ გყოფნით ჰაერი. ეს არის ასთმის შეტევის გავრცელებული სიმპტომები.

მსოფლიოში სამ მილიონ ადამიანზე მეტს აწუხებს ასთმა, და ყოველწლიურად დაახლოებით 250 ათასი ადამიანი კვდება ამ დაავადებით.


რატომ ავადდებიან ადამიანები ასთმით და რატომ შეიძლება ის იყოს მომაკვდინებელი?

ასთმა მოქმედებს სასუნთქ სისტემაზე, კერძოდ მცირე სასუნთქ გზებზე - ბრონქებზე და ბრონქიოლებზე. სასუნთქ გზებს აქვთ შიდა ლორწოვანი ფენა, რომელსაც მუკოზა ეწოდება და გარშემორტყმულია გლუვი კუნთოვანი ფენით.

ასთმით დაავადებულის
სასუნთქი გზები ქრონიკულად ანთებადია, რის გამოც გარკვეული ტრიგერებისადმი (ბიძგის მიმცემი, გამღიზიანებელი) ძალიან მგრძნობიარე ხდება. ასთმას ბევრი ტრიგერი აქვს, ესენია: თამბაქოს კვამლი, მტვერი, ფიზიკური დატვირთვა, ცივი ამინდი, სტრესი და ჩვეულებრივი გაციებაც კი. როცა ასთმით დაავადებული ექცევა ასეთი გამღიზიანებლების ზემოქმედების ქვეშ, ხდება ასთმის შეტევა ან გამწვავება.


როგორ
იწვევენ ასეთი ყოველდღიური ფაქტორები ასთმის შეტევას?


როცა ასთმით დაავადებულზე ზემოქმედებს ტრიგერი, გლუვი კუნთების რგოლები, რომლებითაც გარშემორტყმულია მცირე სასუნთქი გზები, იკუმშება და ხდება ვიწრო. ამავდროულად მწვავდება ანთება, რაც გამოიხატება ლორწოვანი გარსის შეშუპებით და ლორწოს გამოყოფის გაძლიერებით.

ნორმალურ პირობებში, ლორწო ჰაერს მტვრის ნაწილაკებისგან წმენდს, მაგრამ ასთმის შეტევის დროს ლორწო ბლოკავს შევიწროებულ სასუნთქ გზებს და კიდევ უფრო აძნელებს სუნთქვას, რაც იწვევს ასთმის სიმპტომებს, ანუ გლუვი კუნთების შევიწროვება იწვევს მკერდში მოჭერის შეგრძნებას, ხოლო ჭარბი ლორწო - ხველას, ხიხინს, (შევიწროებულ სასუნთქ გზებში გავლილი ჰაერის ხმიანობა - სტვენა). ამ მდგომარეობის გამო ადამიანს შეიძლება მოეჩვენოს, რომ არ ჰყოფნის ჰაერი. თუმცა, მოლოდინის მიუხედავად, ასთმის შეტევის დროს, ანთების გამო, ამოსუნთქვა უფრო რთულდება ვიდრე ჩასუნთქვა; ნარჩენი ჰაერი ფილტვებში აიძულებს ორგანიზმს იმუშავოს გაძლიერებულად, რათა მიიღოს მეტი ჰაერი გარემოდან, რაც იწვევს ფილტვებში ჰაერის სიჭარბეს. მოვლენა ცნობილია, როგორც ჰიპერინფლაცია - ფილტვების გადაბერვა.

დროთა განმავლობაში ხდება სასუნთქი მუსკულატურის გამოფიტვა და პროგრესულად მცირდება ჟანგბადის მიწოდება ორგანოებისა და ქსოვილებისთვის. თუ არ უმკურნალებენ ასთმის შეტევებს, ჟანგბადის უკმარისობის გამო შეიძლება სიკვდილი დადგეს.


როგორ ავირიდოთ პოტენციურად საფრთხის შემცველი შეტევები?

ასთმიანი ადამიანებისთვის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს გამღიზიანებლების შემცირება. სამწუხაროდ, სამყარო მოულოდნელობებით აღსავსეა და ტრიგერების ზემოქმედების კონტროლი ყოველთვის არ არის შესაძლებელი. სწორედ აქ გვეხმარება ინჰალატორები, ასთმის ძირითადი სამკურნალო საშუალება. ისინი ეხმარებიან ასთმიანებს აკონტროლონ და აიცილონ ასთმის შეტევები.

არსებობს ორი ტიპის ინჰალატორები. შემამსუბუქებელი პრეპარატები, რომლებიც ხსნიან სიმპტომებს და შეიცავენ ბეტა-აგონისტებს.

ბეტა-აგონისტები ადუნებენ შეკუმშულ კუნთებს და საშუალებას აძლევენ სასუნთქ გზებს გაფართოვდეს და მეტი ჰაერის ცვლა მოხდეს ფილტვებში.

ინჰალატორების მეორე ფორმა წარმოადგენს პროფილაქტიკურ პრეპარატებს და ემსახურებიან ასთმის ხანგრძლივ მკურნალობას. ისინი შეიცავენ კორტიკოსტეროიდებს, რომლებიც ამცირებენ სასუნთქი გზების მგრძნობელობას და ანთებას, რითაც შეიძლება ასთმის შეტევების კონტროლი. ისინი ასევე უზრუნველყოფენ ხანგრძლივი, ქრონიკული ანთებით გამოწვეული ზიანისგან დაცვას.

მიუხედავად იმისა, რომ ასთმის მკურნალობის საქმეში დიდი გზა არის განვლილი, მაინც არ ვიცით მისი გამომწვევი ზუსტი მიზეზები. ამჟამად ითვლება, რომ დიდ როლს თამაშობს გენეტიკური და ეკოლოგიური ფაქტორების ერთდროული ზემოქმედება ძირითადად ადრეულ ასაკში. უკანასკნელ კვლევებში სიღარიბესაც კი უკავშირებენ ასთმური ავადობის შემთხვევებს.

დღეის ცოდნით, ასთმა შეიძლება დაკავშირებული იყოს ეკოლოგიური გამღიზიანებლებიდან და სხვა ზემოაღნიშული მიზეზებიდან დაწყებული, სამედიცინო დახმარების ხელმიუწვდომლობით დამთავრებული.

რადგან ასთმასთან დაკავშირებით ცოდნა მუდმივად იზრდება, მედიცინა მოძებნის საშუალებას გააჯანსაღოს ასთმით დაავადებულის სასუნთქი გზები.

ამ ავტორის სხვა სტატიები
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ბოლო დღეების განმავლობაში, სამედიცინო ცენტრ ,,გორმედს“ ობობის ნაკბენით გამოწვეული ინტოქსიკაციით რამდენიმე
სეზონურ ალერგიაზე გვესაუბრება და ალერგიული რინიტით შეწუხებულ პაციენტებს რჩევებს აძლევს
წვიმიან ამინდში სეირნობა რომ სასარგებლოა, კარგა ხანია ცნობილია. ამ დროს ჰაერში იზრდება უარყოფითი
მეცნიერების აზრით, ტვინში ნეირონები აღარ აღდგება და ნერვული უჯრედის კვდომისას, მისი ფუნქციები
ჰაერი - მტვრის ტკიპა - ერთ- ერთი ყველაზე გავრცელებული ალერგენია, რომელსაც ჰაერთან ერთად
აპიტოქსინოთერაპია ალტერნეტიული მედიცინის ერთ-ერთი დარგია. სეანსები აკუპუნქტურის მსგავსია, მხოლოდ
18 სექტემბერი 2018
ყველა ადამიანი, მიუხედავად სოციალური სტატუსისა, რელიგიის, რასისა და ეროვნებისა თანაბარი რიკსის ქვეშ
ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების, ტოქსინებისა და წიდების გამოსადევნად, აგრეთვე - სასიცოცხლო ძალთა
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად