ციფრები და ფაქტები ალერგიის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ციფრები და ფაქტები ალერგიის შესახებ

* 120 წლის წინათ დაადასტურეს ურთიერთკავშირი ალერგიასა და ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას შორის.

* ალერგია დაავადებათა შორის გავრცელების მიხედვით მესამე ადგილს იკავებს.

* ალერგია ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. იგი პლანეტის ყოველ მეხუთე მცხოვრებს, ყოველ მეექვსე ამერიკელს, ყოველ მეოთხე გერმანელს აქვს.

* თითქმის ყველა ოჯახშია ერთი ადამიანი მაინც, რომელსაც ალერგიის ესა თუ ის ფორმა აქვს.

* ყოველ 10 წელიწადში დაავადებულთა რიცხვი ორმაგდება. თუ ასე გაგრძელდა, რამდენიმე წელიწადში დედამიწის მოსახლეობის ნახევარი ალერგიული გახდება. სწორედ ამიტომ სპეციალისტები მას `მესამე ათასწლეულის შავ ჭირს~ უწოდებენ.

* ალერგიულ დაავადებათა შორის ყველაზე ხშირია სასუნთქი გზების ალერგოზები, მათ შორის რინიტები - 15-20%, ბრონქული ასთმა - 70-80% და მათი შერეული ფორმები - 66-95%.

დაავადებულთა 20%-ს კვებითი ალერგია აქვს, 9%-ს - მთელი წლის განმავლობაში ალერგიული რინიტი, 4%-ს - წამლისმიერი ალერგია, 1%-ს კი ალერგია მწერებზე.

  • ქალაქში ყოველი 1000 კაციდან 30 ქალსა და 14 მამაკაცს წამლისმიერი ალერგია აქვს, სოფლად - 20 ქალსა და 11 მამაკაცს.
  • ყველაზე ხშირად ალერგოზები 31-დან 40 წლამდე ასაკის ადამიანებს აღენიშნებათ.
  • წამლისმიერი ალერგიული რეაქციის ათიდან 4-5 შემთხვევაში მიზეზი ანტიბიოტიკებია.
  • თუ 200 წლის წინათ ევროპაში თივის ცხელების ერთეული შემთხვევები იყო ცნობილი, დღეს ალერგიის ამ ფორმით 20-25%-ია დაავადებული.
  • გასული საუკუნის 80-იან წლებში ალერგიის მთავარ მიზეზად ავტომობილებისა და ფაბრიკა-ქარხნების გამონაბოლქვით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება მიიჩნეოდა.
  • ალერგოზები ყველაზე მეტად გავრცელებულია პარაგვაიში - მოსახლეობის 39%, მალტაზე - 33%, დიდ ბრიტანეთში - 30%. შედარებით მცირეა მაჩვენებელი ინდოეთში - 4,5%.
  • აშშ-ში საკვებ პროდუქტებზე ალერგიის გამო ყოველწლიურად 50-100 კაცი იღუპება.
  • 1960 წლამდე დაბადებულ ევროპელებს შორის ატოპიური დერმატიტის გავრცელება 1,4-დან 3,1%-მდე მერყეობს, 60-70-იან წლებში დაბადებულებს შორის მაჩვენებელი 3,8-8,8%-მდე იზრდება, 1970 წლის შემდეგ დაბადებულებს შორის კი უკვე 20%-ს აღწევს.
  • მშვიდი ძილი ორგანიზმისთვის საუკეთესო წამალია, რადგან იმუნური სისტემა თავის დამცველობით ფუნქციებს ყველაზე უკეთ სწორედ ღამის დასვენებისას ავლენს.
  • დადასტურებულია, რომ ღამით ადამიანის იმუნიტეტი მიკროორგანიზმებს გაცილებით აქტიურად და ეფექტიანად ებრძვის. დღისით მისი ეს უნარი მინიმალურია. ბიოლოგების აზრით, ამის მიზეზი ის სპეციალური ცილებია, რომლებსაც ორგანიზმში იმუნური რეაქციებისა და ფუნქციათა რეგულირება-აღდგენა ევალება. ისინი თურმე უკეთ მუშაობენ ძილის დროს, როდესაც ორგანოებში ნივთიერებათა ცვლის ტემპი საგრძნობლად არის დაქვეითებული.
  • ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რაოდენ მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმის მოგვარება ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
  • 30% - ასეთია ალერგიის განვითარების ალბათობა ბავშვისთვის, რომელსაც დედა ან მამა ალერგიული ჰყავს. თუ ორივე მშობელი ალერგიულია, რისკი 50%-მდე იზრდება.
  • ერთი და იმავე კვერცხუჯრედიდან განვითარებულ ტყუპებს თითქმის ყოველთვის აღენიშნებათ ალერგიული რეაქციები ერთი და იმავე ტიპის ალერგენების მიმართ, რაც დაავადებისადმი მემკვიდრეობით განწყობას ადასტურებს.
  • B, C და E ვიტამინები ამცირებენ ალერგიის განვითარების რისკს ან ამსუბუქებენ ალერგიული რეაქციის მიმდინარეობას.
  • როცა ბავშვი დღეში 4 საათზე მეტს ატარებს ტელეეკრანთან, ასთმის განვითარების ალბათობა 2-ჯერ იზრდება.
  • ცნობილია ადამიანზე ალერგიაც.
  • ქიმიური ნაწარმის შემადგენლობაში ყველაზე ალერგიული ბუნება აქვთ არომატიზატორებს - 21%, საღებავებს - 19% და შუშხუნა ელემენტებს – 13%.

დაავადების გახშირების მიზეზები

უკანასკნელ ხანს დაავადების გახშირების ორი ძირითადი მიზეზია დადგენილი:

1. ჰიგიენის გავლენა;

2. ქიმიური მრეწველობის პროდუქტთა ჭარბი გამოყენება.

პირველი თეორიის ფუძემდებელთა აზრით, უკანასკნელ ხანს ნორმოჰიგიენის დაცვისას ორგანიზმი აღარ კონტაქტობს ზოგიერთ ანტიგენთან, რაც იწვევს იმუნური სისტემის არასაკმარის დატვირთვას, განსაკუთრებით - ბავშვებში. რამდენადაც ჩვენი სხეული ისეა კონსტრუირებული, რომ მან აუცილებლად რამეს უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა, იმუნური სისტემა უკვე უვნებელ ანტიგენებზეც რეაგირებს და ალერგიულ, მოჭარბებულ რეაქციებს იწვევს. საკმაოდ ბევრი ქიმიური წარმოშობის ნაწარმი ძლიერი ალერგენია, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მათი როლის გაზრდა კი მოსახლეობაში პირდაპირ ზრდის ალერგიულ ფონს.


ალერგენები

ალერგენი ნივთიერებაა, რომელიც ალერგიული რეაქციის განვითარებას იწვევს. მათი რიცხვი ძალიან დიდია. ისინი ორგანიზმში 3 ძირითადი გზით ხვდებიან. ეს გზებია:

1. ინჰალაციური ანუ სასუნთქი (ალერგენით დაბინძურებული ჰაერის შესუნთქვა);

2. ალიმენტური (საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ალერგენის შემცველი პროდუქტის ან სხვა ნივთიერების მოხვედრა);

3. კონტაქტური (კანსა და ლორწოვან გარსებთან ალერგენის უშუალო კონტაქტი).

ალერგიული რეაქციის ძალა ორგანიზმში მოხვედრილი ალერგენის რაოდენობაზე არ არის დამოკიდებული. ალერგენის უმცირეს რაოდენობასაც კი შეუძლია ანაფილაქსიური შოკი გამოიწვიოს. ალერგიული რეაქციის ძალას უპირატესად ალერგენის ორგანიზმში მოხვედრის გზა, საკუთრივ ალერგენის სიძლიერე და კონტაქტის ინტენსივობა განსაზღვრავს. დღეს ათასობით ალერგენია ცნობილი, რომლებიც წარმოშობის წყაროს მიხედვით რამდენიმე ჯგუფად იყოფა.

მტვრისმიერი ალერგენები

სხვებზე გაცილებით დიდი ანტიგენურობითა და ალერგიულობით გამოირჩევა. ყვავილობისას ჰაერი 30-დან 40-მდე მტვრისმიერ ალერგენს შეიცავს. ეს უმთავრესად ქარის მეშვეობით (შედარებით ნაკლებად - მწერებით) დამტვერვადი მცენარეების მტვერია. მავნე მცენარეთა შორის პირველ ადგილს ჩვენში ამბროზია იკავებს, შემდეგ კი წიწვოვანი ხეების, ყვავილების, ბალახოვან და მარცვლეულ მცენარეთა მტვერი მოდის. ხეების მტვერზე გაცილებით აგრესიულია ბალახოვან მცენარეთა (ბაბუაწვერას, გვირილის, მრავალძარღვას) მტვერი. მტვრისმიერი ალერგენების მოქმედებას მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ამინდი - მშრალ და ქარიან ამინდში ჰაერში მათი კონცენტრაცია გაცილებით დიდია.

საყოფაცხოვრებო ალერგენები

ხალიჩების, თმის, ქერტლის, წიგნების, ფრინველთა ბუმბულის, ბაქტერიების, ობის სოკოების, მწერების: ტკიპების, ტარაკნების, ბუზების ექსკრემენტების, პოლიმერული სინთეზური მასალების და სხვა საყოფაცხოვრებო საგნების ნარჩენები. მათ შორის ყველაზე ალერგიული ოთახის მტვერია, რომელიც ტკიპების, ტარაკნების გამონაყოფებსა და ცხოველების ეპიდერმულ ნარჩენებს შეიცავს. საბნები და საწოლის ატრიბუტები ტკიპის არსებობისთვის იდეალურ გარემოს წარმოადგენს. მისი გამრავლება პიკს მარტ-აპრილსა და სექტემბერ-ოქტომბერში აღწევს. პაციენტების მდგომარეობაც სწორედ ამ დროს უარესდება.

ეპიდერმული ალერგენები

საყოფაცხოვრებო მტვრის შემადგენლობაში შედის და ძლიერი ალერგიული თვისებები ახასიათებს. განსაკუთრებით რეაქციულია კატის ნერწყვი, მისი ბეწვი და ქერტლი.

სოკოები

საყოფაცხოვრებო მტვერი ბინის ნესტიან ადგილებში დიდი რაოდენობით შეიცავს ობის სოკოთა მიცელიუმებსა და სპორებს, რომელთა პოლისაქარიდული და ცილოვანი კომპონენტები არანაკლებ ძლიერი ალერგენებია.

კვებითი ალერგენები

ძროხის რძე, კვერცხი, თევზი, პომიდორი, ნესვი, მარწყვი, შოკოლადი, კაკალი, ციტრუსები. კვებითი ალერგენებია კვებითი დანამატები, საღებავი ნივთიერებები  და კონსერვანტებიც.

სამრეწველო ალერგენები

ლითონები, სინთეზური შენადნობები, კოსმეტიკური ნაწარმი, სარეცხი საშუალებები, პესტიციდები.

წამლისმიერი ალერგენები

გავრცელებული მედიკამენტური ალერგენებია სალიცილის მჟავას, იოდის, ბრომის შემცველი პრეპარატები, ანტიბიოტიკები (პენიცლინი, სტრეპტომიცინი და სხვა), შრატები და ვაქცინები.

ჰელმინთური ალერგენები

ნაწლავური პარაზიტები: ასკარიდა, მახვილა, ტრიქინელა და სხვა პარაზიტები.

ინსექტური ალერგენები

ძლიერი ალერგენების მატარებლები არიან ფუტკარი, კრაზანა, ჭიანჭველა, კოღო, ზოგიერთი მოსკიტი, რწყილი, ტკიპა, ჩრჩილის პეპელა და სხვა მწერები.