პოლინოზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პოლინოზი

- პოლინოზი ქრონიკული ალერგიული დაავადებაა, რომელსაც სეზონური ხასიათი აქვს. რამდენადაც მცენარეთა ყვავილობაა ალერგიული რეაქციის  მაპროვოცირებელი, პოლინოზი ყველაზე ხშირად გაზაფხულზე იწყება, თუმცა მისი გამწვავება შეინიშნება ზაფხულშიც, მცირე ხნით აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისში. დაავადების ძირითადი მიზეზი ქარით მმტვერავი მცენარეებია. სწორედ ამიტომ ურჩევენ სპეციალისტები პოლინოზისადმი დადებითად განწყობილ ადამიანებს შეძლებისდაგვარად აარიდონ თავი ქარიან ამინდში ქუჩაში სიარულს, ან გასვლის წინ აუცილებლად დაიცვან სასუნთქი გზები მტვრის ნაწილაკებისგან.

- ალერგენთან კონტაქტის შემდგომ რა ნიშნებით ვლინდება დაავადება?

- ალერგიული რეაქცია იწყება ზოგადი სისუსტით, თავის ტკივილით, მისთვის დამახასიათებელია ალერგიული რინიტის მსგავსი სიმპტომები: ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება, შეშუპება, ქავილი, ლორწოსმაგვარი თხიერი გამონადენი, მრავლობითი და განმეორებითი ცემინება, ცხვირში სუნთქვის გაძნელება ერთ ან ორივე მხარეს. როდესაც ცხვირით სუნთქვა ერთ მხარეზეა გაძნელებული, ეს ლორწოვანის ცალმხრივ დაზიანებას არ ნიშნავს, პოლინოზისას სასუნთქი გზების მთლიანი ლორწოვანია გაღიზიანებული. ცნობილია საკუთრივ პოლინოზისთვის დამახასიათებელი ნიშნებიც: თვალის ლორწოვანი გარსის ანთება - კონიუნქტივიტი, ყელში ხეხვის, ფხაჭნის შეგრძნება და ხველა, იშვიათ შემთხვევაში - სულისხუთვის შეტევები, დაღლილობა და გაღიზიანება, ძალზე იშვიათად შესაძლებელია კანისმიერი გამოვლინებაც - დერმატიტის სახით. ეს სიმპტომები ერთდროულად არ ვითარდება, ზოგიერთი შესაძლოა საერთოდაც არ გამოვლინდეს. ამიტომ პაციენტებს ხშირად ის ბანალური გაციება ან სურდო ჰგონიათ და დიდი ხნის განმავლობაში არ აკითხავენ სპეციალისტს. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია სეზონურობა და ყვავილობა, რომელიც პოლინოზის პირდაპირი მაპროვოცირებელია.

- როგორ ვუმკურნალოთ პოლინოზს?

- პირველ ყოვლისა, აუცილებელია ცხვირის ღრუს საგულდაგულო გამორეცხვა, ამით ლორწოვანს ერთი მხრივ სცილდება ალერგენის ნაწილაკები, მეორე მხრივ კი რბილდება ლორწოვანი გარსი.  გამოიყენება ჩვეულებრივი სავლები საშუალებები, განსაკუთრებით ისეთები, რომელთაც დამარბილებელი ეფექტის გარდა, შეშუპების შემამცირებელი თვისებაც აქვთ. აუცილებელია ანტიჰისტამინური, ანტიალერგიული პრეპარატებიც, რომლებიც მხოლოდ ექიმმა უნდა დანიშნოს. დაავადების მიძინების პერიოდში დადებითი ეფექტი აქვს სპეციფიკურ ანტიალერგიულ იმუნოთერაპიას, რომელიც ამცირებს ორგანიზმის მგრძნობელობას კონკრეტული ალერგენის მიმართ. გამწვავების პერიოდში ზოგჯერ საჭიროა მკურნალობის პროცესში  გლუკოკორტიკოსტეროიდების ჩართვაც. უმნიშვნელოვანესია იმუნიტეტისა და განსაკუთრებით სასუნთქი გზების დამცავი ფუნქციის გაძლიერება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ორგანიზმი ზამთარში ხშირი ვირუსულ-რესპირატორული დაავადებების გადატანითაა დასუსტებული.

- ქრონიკული ალერგიის პირობებში ხშირად ხდება, რომ შეგუების გამო ორგანიზმი ვეღარ რეაგირებს სათანადოდ მედიკამენტურ თერაპიაზე. ამ შემთხვევაში რა შეგიძლიათ ურჩიოთ პაციენტებს?

- პროფილაქტიკისთვის ყვავილობის პერიოდის დადგომისას რეკომენდებულია ფიჭის ღეჭვა: უნდა აიღოთ ხარისხიანი ფიჭა, რომლის მთლიანობა დარღვეული არ იქნება და რამდენიმე დღის განმავლობაში 10-15 წუთი ღეჭოთ. ის აქრობს ცხვირ-ხახის შეშუპებას და აღადგენს ცხვირით სუნთქვას. პოლინოზის გამწვავების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია დღეში 2-ჯერ შავი ნახშირის აბების სმა - ყვავილობის პერიოდამდე 2 კვირით ადრე 2-3 აბი დილას, უზმოზე, მიღებიდან ნახევარი საათი არ უნდა ჭამოთ, მეორედ კი ვახშმის წინ 1 საათით ადრე. ძალიან კარგია გვირილის ნახარშის გამოვლება ცხვირსა და ყელში - ნახარში უნდა იყოს თბილი. ნახარშში დასველებული საფენები შესანიშნავად აცხრობს ქუთუთოების შეშუპებასაც.