რა უნდა ვიცოდეთ მედიკამენტური ალერგიის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უნდა ვიცოდეთ მედიკამენტური ალერგიის დროს

ზოგჯერ ალერგიული რეაქცია მედიკამენტის არა პირველი, არამედ განმეორებითი მიღებისას ვითარდება. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მედიკამენტი ადამიანის ორგანიზმში საკვებთან ერთადაც შეიძლება მოხვდეს.

უნდა ვიცოდეთ, რომ მედეკამენტებზე ალერგიული თუ ფსევდოალერგიული რეაქციის რისკს ზრდის ფაქტორთა წყება. მათ შორის აღსანიშნავია:

• წარსულში ალერგიული რეაქცია რომელიმე მედიკამენტზე. ალერგიული რეაქცია უმნიშვნელოც რომ იყოს, ყოველთვის არსებობს საშიში, ანაფილაქსიური რეაქციის რისკი;

• წარსულში ალერგიის გამომწვევი მედიკამენტის ანალოგიური პრეპარატის მიღება;

• იმუნური სისტემის სისუტე (მაგალითად, ეპშტეინ-ბარის (ინფექციური მონონუკლეოზი) ან შიდსის ვირუსით ინფიცირებისას);

• წარსულში ალერგიის სხვა გამოვლინება;

• ბევრი მედიკამენტის ერთდროული მიღება.

მძიმე ალერგიული რეაქციის რისკი უფრო დიდია, როცა პაციენტს აქვს:

• ბრონქული ასთმა;

• გულის დაავადება;

• მაღალი არტერიული წნევა.

მძიმე ალერგიული რეაქციის მაგალითია ანაფილაქსიური შოკი. გარდა ამ საშიში მდგომარეობისა, მოსალოდნელია მედიკამენტებით გამოწვეული ანემია. მისი მიზეზია იმუნური სისტემის რეაქცია, რაც სისხლის წითელი უჯრედების დაშლას იწვევს. მედიკამენტური ალერგიისას აუცილებელია დანიშნული პრეპარატის შეცვლა მედიკამენტით, რომელიც არ იწვევს ალერგიას. სამწუხაროდ, ასეთი საშუალება ზოგჯერ ნაკლებად ეფექტურია.

აუცილებლად უნდა დავიმახსოვროთ ან ჩავიწეროთ იმ მედიკამენტის დასახელება, რომელმაც ალერგია გამოიწვია. არ უნდა მივიღოთ ალერგიის გამომწვევი ან მისი მსგავსი სტრუქტურის მედიკამენტი. მკურნალობის დანიშვნისას აუცილებლად უნდა მივაწოდოთ ექიმს ინფორმაცია წარსულში გამოვლენილი ალერგიის შესახებ. იხილეთ სტატია "მედიკამენტური ალერგია"