10 რჩევა დღეგრძელობისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

10 რჩევა დღეგრძელობისთვის

დაავადებები წლიდან წლამდე “ახალგაზრდავდებიან”, ქალაქების ეკოლოგია ინგრევა, ხო-ლო მუდმივი სტრესი და მჯდომარე ცხოვრების წესი მდგომარეობას უფრო მეტად ამძიმებს. სამეცნიერო მიღწევების საფასურს ადამიანები ყველაზე ძვირფასით - ჯანმრთელობით, სილამაზითა და ახალგაზ-რდობით ვიხდით. მიუხ-ედავად ამისა, ფარ-ხმლის დაყრა არ ღირს - ადამიანს შეუძლია არასასურველი ფაქტორებისგან თავის დასაცავი ბარიერის აღმართვა. ქვემოთ მო-ყვანილი მარტივი რჩევების დახმარებით ცხოვრების ინტერესს ღრმა სიბერემდე შევინარჩუნებთ.

რჩევა პირველი - ერიდეთ გაძღომას

ჩვენი წინაპრები და მათთან ერთად - თანამედროვე დიეტოლოგებიც ამბობენ, რომ სუფრიდან ადგომისას ადამიანს სუსტი შიმშილის გრძნობა უნდა ჰქონდეს და გვირჩევენ, მივირთვათ ხშირ-ხშირად, მაგრამ მცირე ულუფებით, უმთავრესად - ახალი ხილი და ბოსტნეული, თევზი და მჭლე ხორცი. ასეთი საკვები აწესრიგებს მადას და წონას.

რჩევა მეორე - ყურადღება მიაქციეთ კვებას

ადამიანის გუნება-განწყობილებაზე დიდ გავლენას ახდენს კვების რაციონი.  მენიუ ასაკს უნდა შეესაბამებოდეს: 30 წლამდე მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ ცილოვან პროდუქტს (მჭლე ხორცს, ქათამს, თევზს, თხილეულს, პარკოსნებს); 40 წლიდან - ბეტა-კაროტინის შემცველს (სტაფილოს, ოხრახუშს, ბროკოლის, გარგარს, სატაცურს, ისპანახს) - ის ჯანსაღი იმუნური სისტემის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ; 50 წლიდან მთავარი მიზანი სახსრებისა და ძვლების სიმტკიცის შენარჩუნებაა, ეს კი კალციუმით მდიდარი საკვების მიღებას ნიშნავს.

რჩევა მესამე - გიყვარდეთ თქვენი საქმიანობა

ადამიანის ცხოვრების ლომის წილი სამუშაოს ეთმობა. პროფესიულ სფეროში დაუკმაყოფილებლობა ტვინის უჯრედების უდროოდ დაბერების პროცესს რთავს და მათ აქტიურობას აქვეითებს.

რჩევა მეოთხე - ისწავლეთ ბედნიერება

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ენდორფინები - “ბედნიერების ჰორმონები” - მრავალი პრობლემის ყველაზე სასიამოვნო წამალია. სიყვარული და სინაზე დაბერების საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებებია. როცა ადამიანი შეყვარებულია, მის ორგანიზმში გამოიყოფა სწორედ ის “ბედნიერების ჰორმონი”, რომელიც იმუნური სისტემის გაძლიერებას და ტვინის გააქტიურებას უწყობს ხელს.

რჩევა მეხუთე - გქონდეთ საკუთარი აზრი

ფსიქოლოგები გვირჩევენ, გვქონდეს და დავიცვათ საკუთარი აზრი. ცნობიერად მცხოვრები ადამიანი უფრო იშვიათად ეძლევა დეპრესიას და ნაკლებად დათრგუნულია, ვიდრე ის, ვინც პასიურად მიჰყვება დინებას.

რჩევა მეექვსე - მეტი იმოძრავეთ

მოძრაობა სიცოცხლეა! მცირედი ფიზიკური აქტიურობის შედეგადაც კი გამოიყოფა სომატოტროპინი - ზრდის ჰორმონი, რომელიც ნივთიერებათა ცვლისთვის არის აუცილებელი. 30 წლიდან სომატოტროპინის გამომუშავება, სამწუხაროდ, მკვეთრად მცირდება. ამიტომ არის, რომ ადამიანები, რომელთა ცხოვრებაშიც ფიტნესს არცთუ უკანასკნელი ადგილი უკავია, უფრო ნელა ბერდებიან.

რჩევა მეშვიდე - შეინარჩუნეთ ტემპერატურული რეჟიმი

საღამოობით ოთახის განიავება ძილისთვის მომზადების მნიშვნელოვანი ნაწილია. სუფთა ჰაერი უკეთ ჩაძინებას და კარგად დასვენებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, საწოლ ოთახში ტეპერატურა არ უნდა იყოს 17-18 გრადუსზე მაღალი. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ გრილ ოთახში ძილის დროს ორგანიზმში აღდგენითი პროცესები უკეთ მიმდინარეობს, ხოლო ადამიანი უფრო მეტხანს რჩება ახალგაზრდა.

რჩევა მერვე - მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე

25 წლიდან ნივთიერებათა ცვლის პროცესები ყოველი 10 წლის განმავლობაში საშუალოდ 10%-ით ნელდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ მეტაბოლიზმი ორგანიზმის 100 ტრილიონ უჯრედში ხორციელდება, ადვილად მივხვდებით, რომ ეს ცვლილებები აუცილებლად აისახება მთელ ორგანიზმზე. ნივთიერებათა ცვლის პროცესის სიჩქარის და, შესაბამისად, ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად აუცილებელია სუფთა ჰაერი. ჟანგბადი ააქტიურებს ცხიმოვანი უჯრედების წვას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. შედეგად კუნთები, მყესები და კანი უფრო მეტხანს რჩება ელასტიკური და მოძრავი, ხოლო ორგანიზმი - ახალგაზრდა.

რჩევა მეცხრე - გარეთ გამოუშვით ნეგატიური ენერგია

ფსიქოლოგები გვირჩევენ, ვისწავლოთ “ორთქლის გამოშვება”. ყოველთვის ნუ ჩაიხშობთ მრისხანებას. მას, ვინც გამუდმებით იდანაშაულებს თავს, ნაცვლად იმისა, რომ თქვას, რა აბრაზებს, ვინც გამუდმებით კამათობს, უფრო მეტი მიდრეკილება აქვს დაავადებებისადმი. ამ დროს კარგია ორთაბრძოლა, ჩოგბურთი, საზოგადოდ, ნებისმიერი აქტიური სპორტი. ასეთი მიდგომა ნეგატიური ემოციების ამოფრქვევასა და პოზიტიური ენერგიის გამოთავისუფლებაში დაგეხმარებათ.

რჩევა მეათე - ასტიმულირეთ ტვინისმიერი აქტიურობა

დამტკიცებულია, რომ ასაკთან ერთად ტვინის აქტიურობა მცირდება, თუმცა ისიც მეცნიერულად არის დადასტურებული, რომ ტვინს თვითგაახალგაზრდავება შეუძლია! ამისთვის კი მისი ვარჯიშია საჭირო, რაც დისტროფიის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. როგორ გავაკეთოთ ეს? შეასრულეთ უჩვეულო მოქმედებები - წერეთ მარცხენა ხელით, სიტყვები უკუღმა წაიკითხეთ, შეავსეთ კროსვორდები და ამოხსენით ინტელექტუალური ამოცანები. ტვინის რეაქციის სისწრაფეზე არა მარტო მისი აქტიურობა, არამედ მთელი ორგანიზმის ახალგაზრდობაა დამოკიდებული.

დაბოლოს გვერწმუნეთ, ყველა ეს რჩევა ეფექტურად მუშაობს. ყოველ შემთხვევაში, ამ მარტივი წესების შესრულება უფრო ადვილია, ვიდრე ალქიმიის კანონების შეცნობა და ლეგენდარული “ფილოსოფიური ქვის” პოვნა, რომელიც მარადიულ სიცოცხლეს და ახალგაზრდობას გვპირდება.