როგორ განვასხვაოთ მარჯვენა და მარცხენა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ განვასხვაოთ მარჯვენა და მარცხენა

როცა პატარა ბავშვს ვაცნობთ ცნებებს “ზემოთ”, “ქვემოთ”, “მარჯვნივ”, “მარცხნივ”, ძალდაუტანებლად ვუყრით საფუძველს მის მომავალ განვითარებას. ამ საფუძველზე წარმატებით შენდება მრავალფეროვანი ცოდნა და პრაქტიკული ჩვევები. პატარას სივრცითი ელემენტები რომ გავაცნოთ, მისი აზროვნებისა და აღქმის თავისებურებები უნდა გავითვალისწინოთ. სამ წლამდე ბავშვი მხოლოდ იმას აღიქვამს, რასაც ხედავს და უშუალოდ ეხება. მისი ყურადღება ქაოსურად გადაერთვება ობიექტიდან ობიექტზე, მრავალჯერ უბრუნდება ერთსა და იმავეს. გარემომცველი სივრცის კვლევის შედეგი მას ნაკლებად აინტერესებს - რაც აუცილებელია, ისედაც მიაწვდიან.

ორიენტირება, გარე სამყაროს გაცნობა

პატარა ბავშვი კონკრეტული მიზნისკენ არ მიილტვის, მას თავად გარე სამყაროს გაცნობის პროცესი იზიდავს, ამიტომ ამაოა საყვედური, რომ სეირნობისას ის უაზროდ ათვალიერებს ერთსა და იმავე საგანს - პატარა ბავშვი ამ დროს გრძნობითი ხატების ბანკს ქმნის, რომელიც შემდგომ საფუძვლად გაუხდება მის აზროვნებასა და მეტყველებას. ორ წლამდე ბავშვის მეხსიერება ასოციაციურია - მისი უნარი, გაიხსენოს რაღაც, ემყარება იმ ობიექტის გამოცნობის შესაძლებლობას, რომელიც მის მკაფიო ემოციურ რეაქციას იწვევს. მხოლოდ სამი წლისთვის იწყება კონკრეტული მეხსიერების ფორმირება, რაც ბავშვს საშუალებას აძლევს, სიტყვიერად აღწეროს მოვლენები და ხელახლა განიცადოს ემოციები. ზემოთქმულიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ:

  • სამყაროს შევიმეცნებთ თამაშით, ბავშვს თანდათან ვრთავთ შემეცნების პროცესში (არ არის რეკომენდებული თამაში ბავშვისთვის უცნობ ადგილას);
  • თამაშის დროს პროვოცირებას ვუწევთ დადებით ემოციებს და როგორც კი ბავშვი დაიღლება, თამაშს მაშინვე ვწყვეტთ;
  • შემოგვაქვს სივრცითი აღნიშვნები ბავშვის ცნობიერებაში ყოველდღიური რიტუალების - ბანაობის, ჭამის, სეირნობის დროს.

ვიგებთ და ვიცით

პირველი ღერძი, რომლის არსებობაც ფეხის ადგმისთანავე გასაგები ხდება ბავშვისთვის, ვერტიკალურია. თუ ბავშვმა ოთახი ისე გაიარა, რომ ცოცვა აღარ უცდია, ესე იგი ცნებებს “ზემოთ” და “ქვემოთ” ის, ფაქტობრივად, იცნობს. ისღა დაგვრჩენია, ეს ცნებები ხშირად გამოვიყენოთ საუბრისას: “ფეხები ქვემოთაა, თავი - ზემოთ”, “დაჯექი, დაბლა დაეშვი”. წლინახევრისთვის ბავშვი სკამებისა და სავარძლების დაპყრობას იწყებს და უკვე ნამდვილად გაქვთ საფუძველი, ხშირად წარმოთქვათ სიტყვები “ზემოთ” და “ქვემოთ”. არ არის აუცილებელი, ხელოვნურად შევქმნათ სასწავლო სიტუაცია. თავდაპირველად საკმარისია, მოზრდილი ადამიანი უბრალოდ ჩაერთოს ბავშვის სპონტანურ ქმედებებში. მაგალითად, პატარა “მთამსვლელი” სკამიდან ჩამოძრომას ცდილობს, ხელებით საზურგეს ჩასჭიდებია, ფეხით კი იატაკს სინჯავს. დაეხმარეთ რჩევით: “თუ ხელებს უფრო ქვემოთ მოჰკიდებ, ფეხით იატაკს მისწვდები”. ანალოგიურად შეიძლება გამოვიყენოთ საპირისპირო სიტუაციაც. ამ ცნებების ათვისებისას სავარჯიშოდ კიბის საფეხურებიც გამოგვადგება.

მარჯვნივ და მარცხნივ

ორი წლისთვის ბავშვების უმრავლესობას უკვე შეუძლია კოვზის დაჭერა და დამოუკიდებლად ჭამა, ეს კი ნიშნავს, რომ დროა, ხელებს “მარჯვენა” და “მარცხენა” ვუწოდოთ. ამ საორიენტაციო დასწავლიდან იწყება შეგრძნება იმისა, სად არის მარჯვენა და სად - მარცხენა. შემდგომ ეს ყოველივე აზროვნებაში გადავა და ანალიზის, სინთეზისა და შედარების ლოგიკურ პროცესებს მოემსახურება. როგორ ვასწავლოთ ბავშვს თავისი ხელების სახელები? რასაკვირველია, თამაშით! პატარას მარცხენა მაჯაზე ნაჭერი შემოვახვიოთ, მარჯვენაზე - ზონარი, თან რამდენჯერმე ავუხსნათ, რომელ ხელზე რა აქვს, მერე კი დავიწყოთ თამაში “საჭირო ხელი”: ბავშვს ვთხოვოთ, ასწიოს “საჭირო” ხელი ჩვენი თხოვნის შესაბამისად. რამდენიმე დღე ასე ვითამაშოთ, მერე კი თამაში ნაჭრისა და ზონრის გარეშე განვაგრძოთ. ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჩაცმა კიდევ ერთი შესანიშნავი გზაა “მარჯვენასა” და “მარცხენას” შესასწავლად. ყოველ ჩაცმაზე ვიმეორებთ: “მარჯვენა ხელი - მარჯვენა სახელოში, მარცხენა - მარცხენაში”. ცნებების “წინ” და “უკან” ათვისება მოგვიანებით, სამი წლის შემდეგ ხდება. თამაში აქაც დაგვეხმარება.