დეპრესია გაზაფხულზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დეპრესია გაზაფხულზე

გაზაფხულის დადგომისას დღე იმატებს, ტემპერატურა მაღლა იწევს, სახლში მეტი სინათლე შემოდის, სითბო ხალისს გვმატებს, კომფორტს გვაგრძნობინებს. განწყობილება მაღლდება, ადამიანი აქტიურდება; ზამთარში თუ მოდუნებულია, გაზაფხულის დადგომისთანავე ენერგიით ივსება. გარემოს ცვლილებებზე ფსიქიკაც რეაგირებს, ადამიანის ცნობიერებაში ჩნდება სხვადასხვა განცდა. გაზაფხულზე ბუნება იღვიძებს, გარემოში თანდათან იმატებს მწვანე ფერი, სითბო, მზის სინათლე, გაზაფხულის სურნელი სიამოვნებას გვგვრის. განწყობილებასთან ერთად იცვლება მოთხოვნილებებიც. გაზაფხული დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე, ფსიქიკაზე. მას უჩნდება მოთხოვნილება, დილით ადრე ადგეს, გაღვიძებული ბუნება, მცენარეები ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას, გულის მუშაობას, ხსნის სტრესს. ზამთრის დეპრესია თანდათან ქრება. აღდგება შინაგანი წონასწორობა, გაივლის დაძაბულობა. ბევრი ზამთარში თავს მოდუნებულად, დათრგუნვილად გრძნობს, გაზაფხულზე კი ფსიქიკური დაძაბულობა იფანტება, თითქოს ბუნებასთან კავშირს აღიდგენს. ადამიანთა უმეტესობა შეხარის გაზაფხულს, ბუნებას. მზის ენერგიას ადამიანის ქცევის მართვაც კი შეუძლია. თუმცა გაზაფხულზე ყველა კარგად როდი გრძნობს თავს. არის ხალხი, ვიზეც გარდამავალი პერიოდი ცუდად მოქმედებს. გაზაფხული ამინდის ჭირვეულობით გამოირჩევა, წვიმები, მაგნიტური ქარები ზოგს სტრესულ მდგომარეობაში აგდებს. ბევრს სისუსტის შეგრძნება ეუფლება, ეშვება, სიზარმაცე ერევა, ზოგი თავბრუხვევას უჩივის. გაზაფხულზე რომ ამინდი იცვლება და ჩვენ ამაზე ვრეაგირებთ, ეს ნორმალურია, თუმცა ბევრი ამას ვერც კი ამჩნევს. ზოგი მართლაც ავადაა მეტეოდამოკიდებულებით. ასეთი ადამიანები ნამდვილ დისკომფორტს განიცდიან. მარტივი მოძრაობების შესრულებაც კი უჭირთ, ამის გამო საკუთარი თავის ზიზღი და უკმაყოფილება, დანაშაულის განცდა და თვითგვემის სურვილი ეუფლებათ. უმეტესობა კი დეპრესიულ მდგომარეობაში ვარდება, ანუ არიან ადამიანები, რომლებსაც გაზაფხულის დეპრესია აქვთ.

დეპრესიასთან ბრძოლა

სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევცვლით ბუნებას, თავიდან ვერ ავიცილებთ მაგნიტურ ქარიშხლებს და ვერ ჩავაქრობთ აფეთქებებს მზეზე, მაგრამ შეგვიძლია, ბუნებასა და საკუთარ თავთან თანხმობით ვიცხოვროთ. უმჯობესია, გავიხაროთ როგორც მზის, ისე წვიმის დანახვისას, ვიდრე შინ ჩავიკეტოთ. არ უნდა დაგვიმორჩილოს დეპრესიამ, მოდუნებამ, უნდა დავიცვათ საკუთარი თავი და სამყარო ჩვენს ირგვლივ, ვისწავლოთ საკუთარი თავის კონტროლი, დადებითი თუ უარყოფითი ემოციების მართვა. გთავაზობთ რამდენიმე წესს:

1. ჩამოწერეთ ყველაფერი, რაც გაწუხებთ, მიუწერეთ მიზეზები. დაფიქრდით, საფუძვლიანია თუ არა თქვენი მღელვარება, რამდენად სწორად იქცევით, მოძებნეთ არგუმენტები.

2. დაისახეთ ახალი მიზანი, ჩამოწერეთ ყველა საფეხური, რომელიც კი საჭიროა მის მისაღწევად.

3. დაიწყეთ ყველაფერი თავიდან, შეიცვალეთ დღის რეჟიმი, იარეთ აუზზე, საღამოობით ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

4. ეცადეთ, საკუთარ თავს, ახლობლებს სიხარული მიანიჭოთ. ეს სიამოვნებას მოგგვრით.

5. უქმე დღეებში მოდუნდით, ადექით გვიან, მიიღეთ აბაზანა, მოიწესრიგეთ თავი.

6. საღამოს დაგეგმეთ მომავალი დღე, ეცადეთ, არ დაგრჩეთ თავისუფალი დრო.

7. განაახლეთ თქვენი გარემო, შეცვალეთ ავეჯის განლაგება, ფარდები და ა.შ.

8. ყურადღება მიაქციეთ რაციონს, ერიდეთ მაგარ ჩაის, ყავას, მიირთვით იოდით მდიდარი საკვები, ყვავილოვანი და ზღვის კომბოსტო, თევზი, ფეიხოა.

9. ხშირად შეხვდით მეგობრებს, გულახდილად ესაუბრეთ, შეგიძლიათ, იტიროთ კიდეც. ეს განტვირთვას უწყობს ხელს.

გახსოვდეთ, ყველაფერი იცვლება: ცუდს კარგი მოჰყვება, ცხოვრება საოცრად საინტერესო და მშვენიერია.