ყველაზე გავრცელებული კვებითი ალერგენები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყველაზე გავრცელებული კვებითი ალერგენები

ყველაზე გავრცელებული კვებითი ალერგენებია: ძროხის რძე, კვერცხი, თევზი, პომიდორი, ნესვი, მარწყვი, შოკოლადი, კაკალი, ციტრუსები.

რძე 20-მდე ალერგიულ კომპონენტს შეიცავს, მათ შორის ყველაზე აქტიურია A, B, C და ბეტა-ლაქტოგლობულინები, რომელთა მიმართ ორგანიზმი აუტანლობას ამჟღავნებს.

კვერცხის ცილაში შედის ძლიერი სენსიბილიზატორები, კონალბუმინი და ლიზოციმი, ისინი მოხარშვისა და შეწვის დროს იშლება, მაგრამ კვერცხი შეიცავს კიდევ ერთ, თერმული დამუშავებისადმი მდგრად ცილა ოვომუკოიდს. ამიტომ ზოგიერთი ადამიანი ალერგიულია როგორც მოხარშული, ისე უმი კვერცხის მიმართ, ზოგის ალერგიულ რეაქციას კი მხოლოდ უმი კომპონენტები იწვევს. აღსანიშნავია ისიც, რომ კვერცხის ცილისადმი მომეტებული მგრძნობელობის მქონენი ძნელად იტანენ ქათმის ხორცს, მათთვის საშიშია კვერცხის შემცველი კერძები, ქათმის ემბრიონზე კულტივირებული ვაქცინები და სხვა.

თევზის ცილაც ძლიერ ალერგენებს მიეკუთვნება. ის მეტად სტაბილურია თერმოდამუშავების მიმართ და სადილის მომზადებისას რეაქციულობას არ კარგავს. თევზის მრეწველობაში მომუშავე ადამიანების სენსიბილიზაცია (ორგანიზმის მგრძნობელობის გაზრდა) თევზის ცილის დამსახურებაა.

პომიდორი, მარწყვი, კაკაო, თხილი, კაკალი, პარკოსნები - ეს პროდუქტები დიდი რაოდენობით შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერება ჰისტამინს. სწორედ ამითაა განპირობებული მათ მიმართ ალერგიული რეაქცია.

ზოგიერთ პროდუქტს შესწევს უნარი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის უჯრედებიდან ჰისტამინი გამოათავისუფლოს და ალერგიული რეაქცია ასე გამოიწვიოს. ასეთია ყავა, შოკოლადი, კაკაო, ფორთოხლის წვენი. ალერგენებია კვებითი დანამატები, საღებავი ნივთიერებები (ყვითელი ტარტარაზილი, ნიტრატები), კონსერვანტები (ნატრიუმის ბისულფატი, სალიცილატები), ანტიოქსიდანტები, პროდუქტების გემოვნებითი თვისებების გამაძლიერებელი საშუალებები (ნიტრატები, ნიკელის სულფატი, კობალტის ქლორიდი), მცენარეული არომატული ნივთიერებები.

რძითა და რძის პროდუქტებით გამოწვეული ალერგიები ყველაზე გავრცელებული კვებითი ალერგიაა ბავშვებში. ალერგიის ნიშნები ძირითადად გამოიხატება ქრონიკული ნაწლავური აშლილობითა და მწვავე ალერგიული სიმპტომებით - ცემინებით, ხველით, ქავილით.

როგორ მოვიქცეთ?

  • საუკეთესო გამოსავალია ძუძუთი კვება;
  • ჩვილს არ უნდა მისცეთ ხელოვნური რძე 12 თვის ასაკამდე;
  • ხშირად წარმატებით გამოიყენება სოიის რძეც;
  • რძისადმი ალერგიის შემთხვევაში ბავშვები, რა თქმა უნდა, უნდა ავარიდოთ ყველის, კარაქის, კრემებისა და რძის ნებისმიერი პროდუქტის მიღებას, რადგან ისინიც რძის პროტეინებს შეიცავს.

კვერცხის ცილისადმი ალერგიაც საკმაოდ გავრცელებულია ბავშვებში, ის შეიძლება მოგვიანო ასაკშიც გამოვლინდეს. ხშირია კანზე ეგზემის ტიპის გამონაყარი.

  • ამ შემთხვევაში იკრძალება ერთი წლის ასაკამდე საკვებად კვერცხის გამოყენება;
  • მზა საკვები პროდუქტების შეძენისას ყურადღება უნდა მიექცეს მათ შემადგენლობას, კვერცხს შეიცავს მრავალი პროდუქტი, მაგ. სხვადასხვა სახის ნამცხვარი, მაიონეზი და ა.შ.

ალერგია თევზის პროდუქტებზე - თევზის პროდუქტებზე ალერგიული ადამიანი უნდა მოერიდოს ნებისმიერი სახეობის თევზის საკვებად გამოყენებას, თუნდაც მხოლოდ ერთი სახეობის მიმართ ჰქონდეს ალერგია.

მწვავე ალერგიული რეაქციის მიზეზი შეიძლება გახდეს უხარისხო, გაფუჭებული თევზიც, რადგან ასეთი თევზის ქსოვილში გროვდება ჰისტამინი, მისი მიღებისას კი შეიძლება განვითარდეს მოწამვლა.

ალერგია თხილისა და არაქისის მიმართ - მსგავსი სახის ალერგია ძირითადად მთელი ცხოვრება გრძელდება. ასეთ დროს თხილზე უარი უნდა თქვათ.

მშობლებს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ ბავშვების საკვების მიმართ. აუცილებლად უნდა გაარკვიონ ბავშვისთვის დაბადების დღეზე მირთმეული ტკბილეულის შემადგენლობა, სადღესასწაულო სუფრის პროდუქტთა შემცველობა და ა. შ.