ყველაზე გავრცელებული კონსერვანტები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყველაზე გავრცელებული კონსერვანტები

, მწარმოებლები მათ სპეციალურ ნივთიერებებს უმატებენ, მათ შორის, ადამიანის ორგანიზმისთვის საფრთხის შემცველსაც. მომხმარებელი კი ხშირად არც უკვირდება საკვების საიმედოობას და სახიფათო პროდუქტს რეგულარულად მოიხმარს. ორგანიზმისათვის მავნე ნივთიერებებიდან აღსანიშნავია კონსერვანტები. მათ შორის ფართოდ გავრცელებულია ნატრიუმის ნიტრიტი და გოგირდის დიოქსიდი.

ნატრიუმის ნიტრიტი - ის კონსერვანტია (E 250), რომელსაც ამატებენ საკვებ პროდუქტებს (ძეხვეულს, ხორცეულისა და თევზეულის გასტრონომიას) საღებავების ფიქსაციისათვის და ამჟავებისაგან (გაფუჭებისაგან) დასაცავად. ნატრიუმის ნიტრიტი მეტად ტოქსიკურია. მისი 2-6 გრამი იწვევს სიცოცხლისათვის საშიშ მოწამვლას. ორგანიზმში მოხვედრისას ერთვება ქიმიურ რეაქციებში, რომელთა შედეგადაც ძლიერი კანცეროგენები მიიღება. თავად ნატრიუმის ნიტრიტი იწვევს ალერგიულ რეაქციებს, ღვიძლისა და ნაწლავის პათოლოგიებს.

გოგირდის დიოქსიდი - აირისმაგვარი კონსერვანტია (E 220). გამოიყენება ხილისა და ბოსტნეულის ე.წ. შებოლვა-შემოგარსვისათვის (რათა მათი შენახვის ვადა გაიზარდოს), წვენების, ჩირის და ღვინის წარმოებაში (ღვინის მომწიფების შეჩერებისათვის). გოგირდის დიოქსიდი ძლიერ ტოქსიკურია. ამ ნივთიერებით მოწამვლისას ვლინდება ხმის ჩახლეჩა, ხველა, ყლაპვის გაძნელება, ღებინება და სულხუთვა. შესაძლოა განვითარდეს ფილტვების შეშუპება. ასთმით დაავადებულებში ამ დანამატმა შესაძლოა სიცოცხლისათვის საშიში შეტევის პროვოცირება მოახდინოს. გოგირდის დიოქსიდით დამუშავებული ღვინის დალევის შემდეგ ზოგიერთებს ძლიერი თავის ტკივილი, ფაღარათი, გულისრევა ეწყებათ. ამ კონსერვანტით შებოლვა-შემოგარსვის შემდეგ ხილი კარგავს B ჯგუფის ვიტამინებს.

თინათინ გოცაძე