რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
ჟურნალი ”ოჯახის მკურნალი”
”ოჯახის მკურნალი” არის ყველაზე პოპულარული, მაღალრეიტინგული და მაღალტირაჟიანი სამედიცინო ჟურნალი საქართველოში. გამოდის 2001 წლიდან, თვეში ერთხელ. ჟურნალი 82-გვერდიანია. ჟურნალის მაღალრეიტინგული რუბრიკებია: მედიცინის სიახლენი, მთავარი თემა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, დიეტოლოგია, ფსიქოლოგია, კითხვა-პასუხი, სამკურნალო წერილები, პედიატრიის ცნობარი, კოსმეტოლოგია, ქალი, მამაკაცი და სხვ.

ჟურნალის მიზანია მოსახლეობის გათვითცნობიერება სამედიცინო საკითხებში, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, ზრუნვა დაავადებათა პროფილაქტიკაზე და დახმარების გაწევა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სწორად წარმართვაში.

”ოჯახის მკურნალის” რედაქციაში მომუშავე ექიმ-ჟურნალისტთა მაღალი კვალიფიკაციისა და თავდაუზოგავი გარჯის წყალობით ამ მიზანს, ვფიქრობთ, ნაწილობრივ მაინც მივაღწიეთ. ჟურნალმა ბევრი ერთგული მკითხველი შეიძინა. მას ინტერესით კითხულობენ მედიკოსებიც, რომლებიც ჟურნალის ფურცლებიდან ბევრ სიახლეს გებულობენ.

mkurnali.ge ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" ინტერნეტ-გვერდია. დაფუძნდა 2009 წელს. მისი რებრენდინგი მოხდა 2016 წლის ოქტომბერში: საიტზე განახლდა დიზაინი, გამარტივდა ნავიგაცია და ინფორმაცია მომხმარებლისთვის უფრო მარტივად მოსაძებნი გახდა. მთავარი აქცენტი ჯანსაღი ცხოვრების წესზე, დიეტოლოგიასა და ფსიქოლოგიაზე გაკეთდა. განახლდა კითხვა–პასუხის განყოფილებაც, რომელსაც სწრაფი პასუხის ფასიანი სერვისი დაემატა.

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა აირჩიოთ მკურნალი.გე:
1. საიტზე მუშაობენ პროფესიონალი ექიმები, რომელთა მიერ მომზადებული სტატიები სანდო და კვალიფიციურია.
2. საიტზე განთავსებულია მრავალფეროვანი სამედიცინო ინფორმაცია ნებისმიერი დაავადების მიზეზბსა და მკურნალობაზე, როგორც კლასიკური მედიცინის, ასევე ხალხური მედიცინის მეთოდებით.
3. საიტზე განთავსებულია სხვადასხვა სახის ენციკლოპედიები, ლექსიკონები, კლინიკებისა თუ სამედიცინო დაწესებულებათა საძიებლები ანბანური თანმიმდევრობით, რაც მომხმარებელს უადვილებს მისთვის საჭირო ინფორმაციის მოძებნას.
4. საიტზე განთავსებულია უნიკალური გამომთვლელები (ბავშვის ფიზიკური განვითარება, ორსულობის ვადა, შაქარი სისხლში, მასის ინდექსი, სისხლის ანალიზი და სხვა), რომელთა მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია თავად გამოთვალოს ჯანმრთელობის გარკვეული პარამეტრები და მიიღოს მათი კვალიფიციური სამედიცინო შეფასება.
5. საიტზე ყოველდღიურად ქვეყნდება სამედიცინო სიახლეები, რაც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, რომ ჰქონდეს ინფორმაცია უახლეს სამედიცინო მიღწევებსა და აღმოჩენებზე. 

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა განათავსოთ თქვენი რეკლამა მკურნალი.გე-ზე:
1. mkurnali.ge არის
ყველაზე მაღალრეიტინგული სამედიცინო საიტი. მას ყოველდღიურად 25000-მდე მომხმარებელი სტუმრობს.
2. საიტის რებრენდინგმა მოგვცა შესაძლებლობა, რომ თქვენი რეკლამა განახლებული დიზაინით და უფრო თვალსაჩინოდ მივაწოდოთ მომხარებელს.
3. საიტის მრავალწლიანი გამოცდილების გამოყენებით შესაძლებელია, რომ სამედიცინო ინფორმაცია მარტივ ენაზე დავწეროთ და ადვილად გასაგები გავხადოთ მომხმარებლისათვის.
4. რეკლამა შეიძლება განთავსდეს როგორც მთავარ გვერდზე, ასევე - სარეკლამო თემის შესაბამის რუბრიკაში, რაც შესაძლებლობას გვაძლევს კონკრეტულ სეგმენტზე მივმართოთ იგი.
5. საიტს ენდობა მომხმარებელი. მან იცის, რომ ჩვენთან განთავსებული ინფორმაცია ზიანს არ მოუტანს მის ჯანმრთელობას, შესაბამისად ენდობა იმ რეკლამასაც, რომელიც ჩვენთან განთავსდება.


რედაქციის მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ. #49.

ტელ: 2-38-74-44; 2-38-84-44; 2-98-74-44

რეკლამა: 2-33-20-34. გამოწერა: 2-38-26-73



ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით
(კითხვა, შენიშვნა, სურვილი, პრეტენზია, შეთავაზება…) პალიტრა მედია გისმენთ!..
დარეკეთ: 2196013
მოგვწერეთ: contact@palitra.ge
ამ ავტორის სხვა სტატიები
თარიღი : 28-11-2016
dako
პასუხს რამდენხანში მივიგებ?
თარიღი : 10-10-2016
shota
იკნებ მირცჰიოტ რავკნა სულ ცივიმაკ ხელები და ფეხის ტიტები
თარიღი : 02-10-2016
ლევანი ოსაძე
გამარჯობათ ჩემს შვილს აწუხებს მუცლის ტკივილი მყავდა გამოკვლევებზე ანალიზები ეხო ყველაპერი გაკეთებული მაქვს და არაპერი არ არისო მეუბნებიან ჭიაზეც გავაკეატე სამჯერ ანალიზი და არა ყავს ტკივილი ქვს ჭიპის გარშემო რისი ბრალი შეიძლება იყოს? მადლობა
თარიღი : 29-09-2016
ლია ჯინჭარაძე
მოგესალმებით..ასეთი შეკითხვა მაქვს: 3.5 ასაკის ბავშვს ხშირად ულურჯდებოდა ტუჩები და ცხვირი,გუშინ გადაუღეს გულზე კარდიოგრამა და აღმოაჩნდა დამატებითი ქორდა..ძალიან ავფორიაქდით,გვითხრეს რომ არ არის საშიში მაგრამ მაინც გადამოწმება გვირჩიეს თბილისში კარგ ექიმთან.გთხოვთ მირჩიეთ რამდენად არის საშიში ჯანმრთელობისათვის და არის თუ არა ე.წ. ქორდა ტუჩების და ცხვირის სილურჯესთან კავშირში?როგორ შეიძლება ვუმკურნალოთ ან რა პროცედურები უნდა გავიაროთ ზუსტი დიაგნოზის დასადგენად...წინასწარ გიხდით მადლობას ყურადღებისათვის
თარიღი : 27-09-2016
salome
გამარჯობათ ერთი შეკითხვა მაქ დედაჩემს აქ ხელის ტკივილი ვერ წევს ზემოტ და ვერ დამეხმარებით რისი გამოწვეული და როგორ უმკურნალო წინასწარ მადლობა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ბრაილის შრიფტით ჟურნალის დაბეჭდვა "უსინათლოთა კავშირის" მე-3 ფილიალის ხელმძღვანელის ლაშა ცაიშვილის, ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" რედაქციის ინიციატივით და "მედია კომუნიკატორის" ორგანიზებით განხორციელდა.
ალექსანდრია ოსტრემი ექიმი ჰაუსის მადლობელია, რომ დღეს ის ცოცხალია.
როგორც ამერიკელი მკვლევარები აცხადებენ, ქათმის კვერცხის რეგულარულად მიღება ქალებთან ძუძუს კიბოს განვითარების რისკს თითქმის ორჯერ ამცირებს. ამ განცხადებას საინტერესო კვლევის შედეგები უდევს საფუძვლად. სპეციალისტები ადრეც საუბრობდნენ იმაზე, რომ კვირაში რამდენიმე კვერცხის ჭამა ქალებს ძუძუს კიბოს განვითარებისაგან იცავს (შემთხვევათა 18%-ში). 
09 თებერვალი 2017
ღვინო ცხოვრების ნაწილია. მისი გონივრულად და ზომიერად მოხმარების პროპაგანდას ჯერ კიდევ პლატონი ეწეოდა და ადამიანებს მარტივ წესს სთავაზობდა: ”ბავშვებს 18 წლამდე ღვინო არ დაალევინოთ, 30 წლამდე ადამიანებს ნება მიეცით, ზომიერად დალიონ, 40 წლის ზემოთ უფლება აქვთ, დიდი ნადიმების დროს სასურველი რაოდენობით შესვან”.
28 დეკემბერი 2016
სტენფორდის უნივერსიტეტის გენეტიკოსები აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში ბავშვის ჩასახვისათვის კაცობრიობას სექსი აღარ დასჭირდება. მეტიც, პოტენციურ მშობლებს ბავშვების შერჩევა არა მხოლოდ სქესის, არამედ სხვა ნიშნების მიხედვითაც შეეძლებათ.
უჯრედისი ცილაზე მეტად ანაყრებს. პარკოსნები (მაგალითად ლობიო) შესანიშნავად უმკლავდება შიმშილის შეტევას. უჯრედისით მდიდარი ვეგეტერიანული კერძები გვეხმარება წონის დაკლებაში. მძიმე ცილოვანი საკვები, ხორცის კერძები ამ მხრივ უფრო ნაკლებად ეფექტურია.
ძილი საიმედოდ დაგვიცავს გრიპისა და გაციებისგან. კარგი ძილი იმუნურ სისტემას აძლიერებს და ორგანიზმი ინფექციას ეფექტურად უმკლავდება.
აღმოჩნდა, რომ საშუალო ასაკის ქალები, მამაკაცებთან შედარებით უკეთ უმკლავდებოდნენ მეხსიერების ტესტებს. თუმცა, მენოპაუზის შემდეგ, მშვენიერი სქესის წარმომადგენლები გულმავიწყობასა და მეხსიერების დაქვეითებას უჩივიან.