ნაღვლის ბუშტის დაავადებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნაღვლის ბუშტის დაავადებები

ლია ხიმშიაშვილი

ჩემს შვილს ნაღვლის ბუშტში კენჭები ჰქონდა. ექიმმა ოპერაცია ურჩია. ოპერაციის შემდეგ ჩემი ქალიშვილი გათხოვდა და ამჟამად სამი თვის ორსულია. საშიში ხომ არ არის მისთვის ორსულობა? რამე ხომ არ ემუქრება გად¬ატანილი ოპერაციის გამო? გვირჩიეთ, როგორ მოვიქცეთ.

გულნაზი კეჟერაძე

ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების პათოლოგია ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება დაემართოს, თუმცა უმეტესად ახალგაზრდებს შორის გვხვდება. ამასთანავე, ქალები 4-7-ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე მამაკაცები. ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ფარულად მიმდინარე ქრონიკული დაავადებები ხშირად ორსულობისას მჟღავნდება. ნაღვლის ბუშტში კენჭების გაჩენის ერთ-ერთი რისკფაქტორიც ორსულობაა.

ქრონიკული ქოლეცისტიტი

ქოლეცისტიტი ქრონიკული მორეციდივე დაავადებაა, რომელსაც ნაღვლის ბუშტის კედლის ანთებითი ცვლილებები განაპირობებს. მის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს ორი ფაქტორი - ინფექცია და ნაღვლის შეგუბება, თვით ნაღვლის შეგუბება კი სანაღვლე გზების დისკინეზიით არის გამოწვეული.

სანაღვლე გზების დისკინეზია მათი ნებითი მოძრაობის მოშლაა, რის გამოც ირღვევა სანაღვლე გზებში ნაღვლის ნორმალური პასაჟი.

არსებობს დისკინეზიის ორი ნაირსახეობა: ჰიპერმოტორული და ჰიპომოტორული. ჰიპერმოტორული დისკინეზიის დროს სანაღვლე გზების მოძრაობა აჩქარებულია, ხოლო ჰიპომოტორულის დროს - შენელებული. ჰიპომოტორულ დისკინეზიას საფუძვლად უდევს ნაღვლის ბუშტის არასათანადო დაცლა.

ორსულებისთვის დამახასიათებელია დისკინეზიის ჰიპომოტორული ტიპი. ეს იმით აიხსნება, რომ ორსულობისას ქალის ორგანიზმში დომინირებს ჰორმონი პროგესტერონი. ის საშვილოსნოს ადუნებს, რითაც ხელს უწყობს ნაყოფის ზრდა-განვითარებას და ამცირებს ნაადრევი მშობიარობის საშიშროებას, მაგრამ ამასთან ერთად ეს ჰორმონი სხვა გლუვკუნთოვანი ორგანოების, მათ შორის - ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების, მოდუნებასაც იწვევს.

სწორედ დისკინეზია (და არა ანთება) განაპირობებს ორსულებში ქრონიკული ქოლეცისტიტის გამოვლენას.

როგორ მოქმედებს ორსულობა ქრონიკულ ქოლეცისტიტზე?

ორსულობა ხშირად ართულებს უკვე ჩამოყალიბებულ ქოლეცისტიტს. ათიდან თითქმის ხუთ შემთხვევაში დაავადება მწვავდება, თანაც უმეტესად ორსულობის მესამე ტრიმესტრში, ხოლო სიმპტომატიკაში უპირატესად ჰიპომოტორული დისკინეზიის ნიშნები ვლინდება.

როგორ მოქმედებს ქრონიკული ქოლეცისტიტი ორსულობაზე?

თავის მხრივ, ქრონიკული ქოლეცისტიტიც აისახება ორსულობაზე. ხშირია ორსულობის პირველი ნახევრის ტოქსიკოზი, შემაწუხებელი გულისრევის შეგრძნება და ღებინება, რომელიც ზოგჯერ მე-20 კვირამდეც კი გრძელდება. შედარებით იშვიათია ნერწყვდენა.

რას უჩივის ორსული?

ჰიპომოტორული დისკინეზიის დროს ქალი უჩივის ყრუ, მღრღნელ ტკივილს და სიმძიმის შეგრძნებას მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში, ჰიპერმოტორული დისკინეზიის დროს კი ტკივილი მწვავე, ძლიერი და შეტევითია. შემთხვევათა მეოთხედში ტკივილის აღმოცენება და გაძლიერება ნაყოფის მოძრაობას ან საშვილოსნოში მის მდებარეობას უკავშირდება. ხშირია დისპეფსიური მოვლენები: გულისრევა და პირღებინება, მწარე გემო პირში, ჰაერით ბოყინი და გულძმარვა, მუცლის შებერვა. სიმპტომები განსაკუთრებით დიეტის დარღვევის - ცხიმიანი, მწარე, ცხარე, ნიგვზიანი საკვების მიღების - შემდეგ ძლიერდება. ზოგჯერ მარჯვენა ფერდქვეშ აღმო¬ცენდება კანის წვის შეგრძნება, იმატებს ამ მიდამოს მგრძნობელობა.

როგორ სვამენ დიაგნოზს

მწვავე ქოლეცისტიტის დიაგნოსტიკა, ისევე, როგორც მუცლის ღრუს ყველა სხვა მწვავე დაავადებისა, ორსულობისას განსაზღვრულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ჯერ ერთი, ამ პერიოდში შინაგანი ორგანოების ურთიერთგანლაგება თავისებურ ცვლილებებს განიცდის, მეორეც, დიაგნოსტიკას ართულებს გართულებები - გვიანი გესტოზები.

ამჟამად ნაღვლის ბუშტისა  და სანაღ¬ვლე გზების დაავადებათა დიაგნოსტიკაში წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება ულტრაბგერით გამოკვლევას, რომლის მეშვეობითაც ადგენენ დარღვევების ხასიათს და კენჭების არსებობა-არარსებობას.

ორსულებს ქრონიკული ქოლეცისტიტის დროს ისევე მკურნალობენ, როგორც არაორსულებს. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დიეტას (მაგიდა #5), ოღონდ რაციონი მეტისმეტად არ უნდა შეიზღუდოს, დაცული იყოს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ორსულობის ვადის შესაბამისი ოპტიმალური თანაფარდობა. საკვების მიღება აუცილებელია მცირე ულუფებად დღეში ხუთ-ექვსჯერ.

რაციონიდან ამოღებულ უნდა იქნეს ძნელად მოსანელებელი ცხიმი, სანელებლები, უხეში, მლაშე, დამარილებული, შემწვარი და შებოლილი საკვები.

თუ ქოლეცისტიტს დაერთვის ნაღვლის ბუშტის ჰიპოკინეზია, რაციონში უნდა ჩაირთოს პროდუქტები, რომლებიც ნაღვლის ბუშტის შეკუმშვას აძლიერებს: ხორცისა და თევზის ბულიონები, სუპები, ნაღები, არაჟანი, თოხლო კვერცხი. სასარგებლოა ლიპოტროპული ნივთიერებებით მდიდარი საკვები - ხაჭო, ცილის ომლეტი, ვირთევზა.

შეტევებს შორის კარგია მინერალური წყლის მიღება. მინერალური წყალი უნდა მიიღოთ თბილი, 200 მლ დღეში სამჯერ, ჭამამდე 1-1,5 საათით ადრე ორი-სამი კვირის განმავლობაში. ორსულობის მესამე ტრიმესტრში სითხის ოდენობა უნდა შემცირდეს, ამიტომ მინერალური წყლის სმა სასურველი არ არის.

ყველა ორსულისთვის, რომელიც ქრონიკული ქოლეცისტიტით არის ავად, რეკომენდებულია ნაღველმდენი საშუალებების მიღება. მიზანშეწონილია ბალახეული პრეპარატების ნახარშები, რომელიც თვითონვე შეგიძლიათ მოამზადოთ.


  • 1 ს/კ მცენარეული ნედლეული (ნეგო, სიმინდის ულვაში, ბაღის პიტნა, კამის თესლი, ასკილის ნაყოფი, კოწახურის ფესვი ცალ-ცალკე ან ერთად 1:1 თანაფარდობით) მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით ერთ ჭიქა ადუღებული წყალი, 5 წუთით ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში, შემდეგ შეფუთეთ და გააგრილეთ. ნაყენი გაწურეთ. მიიღეთ თბილ-თბილი, 1/3 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

შეგიძლიათ, მიიღოთ ფლამინი (ნეგოს ექსტრაქტი) - 1-2 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ნაღველმდენ სითხეებს შარდმდენი მოქმედებაც აქვს, ამიტომ დიურეზსაც აუმჯობესებს.

პროგნოზი

მწვავე ქოლეცისტიტი და ქრონიკული ქოლეცისტიტის გამწვავება ნაყოფის განვითარების მანკებსა და ნაადრევ მშობიარობას არ იწვევს, ამიტომ დაორსულება ქოლეცისტიტის ფონზე უკუნაჩვენები არ არის.

ორსულობა ქოლეცისტექტომიის შემდეგ

ბოლო ათიოდე წელიწადია, ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა აპენდექტომიის შემდეგ ყველაზე გავრცელებულ ოპერაციად იქცა. ათიდან 8-9 შემთხვევაში ქოლეცისტექტომია ორგანიზმში შესამჩნევ ცვლილებებს არ იწვევს, მაგრამ ორსულობისას შესაძლოა მოხდეს დარღვევები საჭმლის მომნელებელ სისტემაში. ზოგს ოპერაციის შემდეგ უვითარდება პოსტქოლეცისტექტომიური სინდრომი, რომელსაც მარჯვენა ფერდქვეშ ტკივილი, დისპეფსიური მოვლენები (გულისრევა, მწარე გემო პირში, გულძმარვა) ახასიათებს. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს დაავადებამ ისევ იჩინა თავი. ასე რომ, ყველა ქალი, რომელმაც ორსულობამდე ქოლეცისტექტომია ჩაიტარა, თერაპევტის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს და მუდმივად იტარებდეს პროფილაქტიკურ მკურნალობას.