ნიახური და ტყის მარწყვი ორგანიზმის გამწმენდი საშუალებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნიახური და ტყის მარწყვი ორგანიზმის გამწმენდი საშუალებები

ზეთის დაგუბების პროცედურაზე, ნიახურისა და ტყის მარწყვის სამკურნალო-პროფილაქტიკურ თვისებებზე შევაჩერებთ.

 

ნიახური

ნიახური მდიდარია მინერალური ნივთიერებებით, განსაკუთრებით - კალიუმით, ნატრიუმით, კალციუმით, თუთიით, რკინით, ფოსფორით, მაგნიუმით, C ვიტამინით, შეიცავს აგრეთვე B, PP და E ჯგუფის ვიტამინებს, პურინებს, ეთერზეთებსა და პროვიტამინ A-ს. ჩინურ მედიცინაში ნიახური ოდითგანვე ცნობილია როგორც წნევის დამწევი საშუალება. მეცნიერულად არის დამტკიცებული, რომ ნიახური არტერიული წნევის მარეგულირებელ ნივთიერებებს შეიცავს.

ნიახურის ფესვის, ღეროსა და ფოთლების ნაყენი აძლიერებს მადას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ხელს უწყობს კუჭსა და ნაწლავებში დაგროვილი აირების გამოდევნას, განამტკიცებს ნერვულ სისტემას, ასტიმულირებს შარდის გამოყოფას. აქვს ანტიალერგიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ადვილად ახორცებს ჭრილობებს, ამაღლებს ორგანიზმის ზოგად ტონუსს, აძლიერებს ფიზიკური და გონებრივი შრომის უნარს.

ნიახურის ნაყენი ძველთაგანვე გამოიყენება სისხლის გამწმენდ საშუალებად ჭინჭრის ციების, ლიქენისა და კანის სხვა დაავადებების დროს, მცენარის თესლის ნაყენი კი თირკმლისა და შარდის ბუშტის დაავადებათა სამკურნალო საუკეთესო საშუალებაა, რეკომენდებულია აგრეთვე პოდაგრისა და რევმატიზმის დროს.

ფოთლებისა და ფესვების ნაყენით ჩირქოვანი ჭრილობებისა და წყლულების დამუშავება (მობანა) მათ სწრაფად მოშუშება-შეხორცებას  უწყობს ხელს. ამავე მიზნით ჭრილობასა თუ წყლულზე შეიძლება ნიახურის ახალმოკრეფილი და დაჩეჩქვილი ფოთლების დაფენა ან ნიახურის შეცველი მალამოს წასმა (მცენარის დაქუცმაცებულ-დაჩეჩქვილი ფოთლები ერევა მზესუმზირას ზეთს).

 

რამდენიმე საჭირო რეცეპტი

  1. აიღეთ ერთი ჩაის კოვზი ნიახურის თესლი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა ადუღებული და გაცივებული წყალი, 2 საათს გააჩერეთ და გადაწურეთ. მიირთვით დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე თითო სადილის კოვზი.
  2. აიღეთ ორი სადილის კოვზი ნიახურის ფესვი ან ფოთოლი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 4 საათს გააჩერეთ და გადაწურეთ. ნაყენი შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩირქოვანი ჭრილობებისა და წყლულების მოსაბანად.

 

ტყის მარწყვი

ტყის მარწყვი შეიცავს ვაშლის, ლიმონის, სალიცილისა და ფოსფორის მჟავებს, A, B და C ვიტამინებს, აგრეთვე - მთრიმლავ ნივთიერებებს, პექტინებს, კაროტინსა და რკინას. ფოთლები განსაკუთრებით მდიდარია ჩ ვიტამინით, ფლავონოიდებით, მთრიმლავი ნივთიერებებითა და ალკალოიდებით. მცენარის ყველა ორგანოში მოიპოვება რუტინი.

მცენარის ნაყოფს აქვს შარდმდენი და შემომგარსველი მოქმედება. ააქტიურებს სისხლის წარმოქმნის პროცესს, ამაღლებს ორგანიზმის ზოგად ტონუსს, გამოირჩევა ნაღველმდენი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით, ამიტომაც ტყის მარწყვი როგორც სამკურნალო საშუალება რეკომენდებულია ჰიპერტონიით, შაქრიანი დიაბეტით, ანემიით, ათეროსკლეროზით, გასტრიტითა და კუჭის წყლულოვანი პათოლოგიით დაავადებულთათვის. გარეგანი ფორმით იყენებენ ეგზემის დროს.

ტყის მარწყვს ჭიების გამოდევნის განსაკუთრებული თვისება აქვს. ეფექტურია სოლიტერით, ასკარიდათი და მახვილათი ინვაზიის დროს. მცენარის ფოთლების ნაყენი ანელებს გულის რიტმს, აძლიერებს შეკუმშვათა ამპლიტუდას, ახასიათებს სისხლძარღვთა გამაფართოებელი მოქმედება და შაქრის დამწევი ეფექტი, ამცირებს ორგანიზმში შარდმჟავასა და მისი მარილების შემცველობას, სასარგებლოა ბრონქული ასთმის, ტუბერკულოზისა და პოდაგრის დროს.

არსებობს ვერსია, რომ გამოჩენილი ბოტანიკოსი კარლ ლინეი მრავალწლიანი მტანჯველი პოდაგრისაგან სწორედ მარწყვის ნაყოფმა იხსნა.