კარნავალი, კარნავალი! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კარნავალი, კარნავალი!

საკარნავალო კოსტიუმი ლამაზი, კაშკაშა, ნათელი ფერისა უნდა იყოს და ამავე დროს ბავშვის ასაკსაც შეესატყვისებოდეს. მაგალითად, ყვავილის, ჩიტის ან ცხოველის კოსტიუმი უფრო მეტად შეეფერება 3 წლამდე ასაკის პატარას, შედარებით მოზრდილ ბავშვებს კი საყვარელი ზღაპრებისა და მულტფილმების პერსონაჟები უფრო ხიბლავთ. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორიც - კოსტიუმი უსაფრთხო უნდა იყოს არა მარტო პატრონისთვის, არამედ მის ირგვლივ მყოფი პატარებისთვისაც.

თავსამკაული (ქუდი, გვირგვინი) არ უნდა ფარავდეს ბავშვის მხედველობის ველს და არც მეტისმეტად დიდი უნდა იყოს. ქუდი ძალიან კარგად შეიძლება დამაგრდეს წვრილი რეზინით.

თუ პეპლის ან ფერიის კოსტიუმს კერავთ, ჯობს, ფრთები მიაკეროთ არა ტანსაცმელს, არამედ სპეციალურ ჟილეტს, რომელსაც წინ ღილებით შეკრავთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან მსუბუქი ფრთებიც კი კაბას უკან გადაქაჩავს. ჟილეტი შეიძლება ფრთების ან ძირითადი სამოსის ფერისა იყოს.

ზოგიერთი კოსტიუმისთვის აუცილებელია განსაკუთრებული დეტალები: ფერიის ჯადოსნური ჯოხი, მხატვრის ფუნჯი და მოლბერტი, ექიმის ფონენდოსკოპი... კოსტიუმს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ჯიბე ან პატარა ჩანთა, რომელშიც ბავშვი თამაშის დროს ამ აქსესუარებს შეინახავს.

სადღესასწაულო კოსტიუმი სრულიად სხვადასხვა მასალისგან შეიძლება შევკეროთ. მრავალ მათგანს შინაც აღმოაჩენთ. გამოგადგებათ დაპატარავებული ან მოდიდან გასული ტანსაცმელი. ძველი ქურქები ცხოველის კოსტიუმისთვის იქნება შესაფერისი, თხელი, ჰაეროვანი ქსოვილებისგან კი შეიძლება ყვავილის ფურცლები და პეპლის ფრთები შევქმნათ. საკარნავალო კაბისთვის არაჩვეულებრივი მასალაა ჩვეულებრივი დოლბანდი, რომელიც ადვილად იღებება ნებისმიერ ფერად. კაბასაც ნებისმიერი ფორმა შეიძლება მივცეთ. თუ სახამებელსაც გამოვიყენებთ, კაბა ფორმას უკეთ შეინარჩუნებს. დოლბანდისგანვე შეიძლება შევკეროთ მანჟეტები, მაქმანები, პეპლისა და ჭრიჭინას ფრთები... დოლბანდითვე შეგვიძლია მივამაგროთ ტანსაცმელს მუყაოსა და ქაღალდის დეტალები.

ქსოვილის ვიწრო ზოლები, ფოჩები შეიძლება გამოვიყენოთ პარიკისთვის, მზა პარიკს კი ლაქი უნდა დავასხათ, რათა ფორმა შეინარჩუნოს.

ახლა რამდენიმე კოსტიუმის შექმნის ხერხს გასწავლით:

  • ავიღოთ მზა კაბა ან სადა მაისურს ნებისმიერი ქვედატანი მივაკეროთ, მერე კი ტანსაცმელი მოვრთოთ ლამაზად შეფუთული კანფეტებით. კანფეტებისგან მძივისა და სამაჯურის გაკეთებაც შეიძლება. ამის შემდეგ კი მთავარი დეტალის - ქუდის შესაქმნელად ვიწყებთ მუშაობას.

    გაზომეთ ბავშვის თავის გარშემოწერილობა, მიუმატეთ მას 2 სანტიმეტრი და სქელი ფორმატისგან გამოჭერით მიღებული სიგრძისა და 15 სმ სიგანის მართკუთხედი. აიღეთ იმავე სიგრძისა და 70 სმ სიგანის ქსოვილი, რომლის ფერიც კაბისას ეხამება. ქაღალდისგან ცილინდრი შეკერეთ, ნაჭერი გაკერეთ, შუაზე გაკეცეთ ისე, რომ ნაკერი შიგნით აღმოჩნდეს და მასში ცილინდრი ჩადგით. ცილინდრი ბავშვს დაახურეთ და ნაჭრის თავისუფალი ბოლოები თმის რეზინით შეკარით. თავისუფალი ბოლოები კარგად გაასწორეთ, ლამაზად დაალაგეთ. ქუდს რამდენიმე კანფეტი და მძივი მიამაგრეთ და ”კანფეტის” კოსტიუმიც მზადაა!

  • მოიმარჯვეთ შავი კოსმეტიკური ფანქარი, პატარას გაუფერადეთ ცხვირი, მიახატეთ ულვაშებიც, შემდეგ მოძებნეთ ძველი ჩექმები, ძველი ბეწვი, რომელიც კუდად გამოდგება, ნაჭერი, რომლისგანაც მოსასხამს გააკეთებთ და ჩექმებიანი კატაც მზადაა! არც დაშნის გაკეთებაა ძნელი - საკმარისია, წვეტიან ჯოხს მავთულის სახელური მიამაგროთ და ოდნავ გაალამაზოთ.
  • ნებისმიერ კაბას საზეიმო იერს შესძენს პეპლის ფრთები, რომელსაც ადვილად იპოვით საბავშვო მაღაზიებში.