შეშუპება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შეშუპება

ერთი შეხედვით მარტივ მექანიზმს მრავალი ფაქტორი უდევს საფუძვლად. კერძოდ, შეშუპებას იწვევს ორგანიზმში ნატრიუმის შეკავება, რომლის გამოც ძლიერდება თირკმლის მიერ წყლის უკუშეწოვა, ყოველივე ეს კი თირკმლის მიერ ჰორმონ ალდოსტერონის გაძლიერებულ სინთეზს ან ღვიძლში მისი ინაქტივაციის დაქვეითებას უკავშირდება.

ალდოსტერონის სინთეზი შესაძლოა ჰიპოვოლემიის (ორგანიზმში მოცირკულირე სითხის ოდენობის შემცირების), გულის ან თირკმლის დაავადების, თირკმლის სისხლმიმოქცევის დაქვეითების შედეგი იყოს.

შეშუპების გამომწვევი მნიშვნელოვანი ფაქტორებია სისხლში ცილა ალბუმინის შემცველობის დაქვეითება განსაზღვრულ დონეზე (კერძოდ, 55გ/ლ-ზე) მეტად, რაშიც შესაძლოა ბრალი მიუძღოდეს ღვიძლის ან თირკმლის რომელიმე დაავადებას, ცილების მნიშვნელოვანი კარგვით (ხანგრძლივი ფაღარათით) მიმდინარე ნაწლავთა სნეულებას, კახექსიას საკვები ნივთიერებების დეფიციტით გამოწვეულ ძლიერ სიგამხდრეს, რომელიც არცთუ იშვიათად სიმსივნით არის განპირობებული. შეშუპებას საფუძვლად ასევე შეიძლება დაედოს კაპილართა კედლების დაზიანება, მათი განვლადობის ზრდა, სისხლის მიმოქცევის სისტემაში წნევის მატება და ვენური ან ლიმფური ნაკადის ბლოკირება ზეწოლის გამო.

შეშუპება ადგილობრივიც შეიძლება იყოს და ზოგადიც. სახის შეშუპება ზოგჯერ ადგილობრივი ფაქტორებით არის გამოწვეული, ზოგჯერ კი ზოგადი დაავადებების გამოვლინებას წარმოადგენს.

ალერგიული შეშუპება

სახის არეში ლოკალიზებული შეშუპება შესაძლოა ალერგიული ხასიათისა იყოს. ასეთია, მაგალითად, ანგიონევროზული ანუ კვინკეს შეშუპება, მწერის ნაკბენით გამოწვეულიDშეშუპება, შეშუპება ტრიქინელოზის დროს.

ალერგიული შეშუპება სწრაფად ვითარდება. ის ალერგიის გამომწვევი ფაქტორის - ალერგენის ზემოქმედებას მოსდევს. ხშირად თან ახლავს ქავილი.

კვინკეს შეშუპება დაუყოვნებელი ალერგიული რეაქციაა მედიკამენტური, კვებითი თუ სხვა ტიპის ალერგენების ზემოქმედებაზე. ის ერთბაშად და სწრაფად ვითარდება. სახის ცალკეული ნაწილები (ტუჩები, ქუთუთოები) ან ყურები ასიმეტრიულად არის შეშუპებული. შეშუპებამ შეიძლება მოიცვას კისერი, ხორხი, ენა, ზოგჯერ - ზედა კიდურები. შეშუპებული ქსოვილი მკვრივი და ელასტიკურია. კანის ფერი შესაძლოა არ შეიცვალოს.

კვინკეს შეშუპება რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე, ზოგჯერ რამდენიმე კვირამდე გრძელდება.

სახის შეშუპება ვითარდება პარაზიტული დაავადების - ტრიქინელოზის დროსაც. შეშუპებასთან ერთად ყურადღებას იპყრობს კუნთების ტკივილი, ცხელება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივი ჩივილები.

როდესაც მწერის ნაკბენი სახეზე მდებარეობს, აღმოცენდება შეშუპება, რომელიც კვინკეს შეშუპებას მოგვაგონებს, თუმცა ამ შემთხვევაში აშკარაა კავშირი შეშუპებასა და კბენას შორის.

თირკმლის დაავადებები

სახის შეშუპების ზოგად მიზეზთაგან, უპირველეს ყოვლისა, თირკმლის დაავადებები უნდა დავასახელოთ. ამ დროს შეშუპება უპირატესად სახეზე, ზემოთა ქუთუთოების არეში აღინიშნება, დილაობით მკვეთრია, საღამო ხანს კი ცხრება, თუმცა ამ დროისთვის თავს იჩენს წვივების არეში ლოკალიზებული შეშუპება. შეშუპებასთან ერთად ყურადღებას იპყრობს თირკმლის დაავადებისთვის დამახასიათებელი სხვა მნიშვნელოვანი სიმპტომები: არტერიული წნევის მომატება, შარდში ცილის, ერითროციტების არსებობა. უკანასკნელი სიმპტომი ზოგჯერ იმდენად ძლიერია, რომ შარდის ფერის ცვლილება - ხორცის ნარეცხისმაგვარი შეფერილობა - შეუიარაღებელი თვალითაც იოლი შესამჩნევია.


ზემო ღრუ ვენაზე ზეწოლის სინდრომი

სახისა და სხეულის ზემოთა ნაწილების შეშუპება ზემო ღრუ ვენაზე ზეწოლის სინდრომს ახასიათებს. მისი მიზეზია ზემო ღრუ ვენაზე ზეწოლა შუასაყრის სიმსივნის, შუასაყრის გადიდებული ლიმფური კვანძების, ფილტვის სიმსივნის, აორტის ანევრიზმის ან პერიკარდიუმში სითხის დაგროვების ან პერიკარდიუმის ფურცლების შეხორცების შედეგად. ასეთ შემთხვევებში სახესთან ერთად შუპდება კისერი, ზედა კიდურები, კისრის ვენები გადაბერილია, სახე და ხელები - ციანოზური (მოლურჯო). ამ ნიშნებს ხშირად ქოშინიც ერთვის.

ზემო ღრუ ვენაზე ზეწოლის მიზეზის დასადგენად ტარდება რენტგენოლოგიური გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია.

მედიკამენტური შეშუპება

ხშირად ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები, გლუკოკორტიკოსტეროიდები და სასქესო ჰორმონები ორგანიზმში სითხის შეკავებას და შეშუპებას იწვევს. დილაობით ყურადღებას იპყრობს სახისა და ზემოთა ქუთუთოების შეშუპება. შეშუპებული ქსოვილები რბილია. საღამო ხანს შეშუპება წვივებისა და ტერფებისკენ გადაინაცვლებს.

მედიკამენტების მიღების შეწყვეტიდან რამდენიმე დღეში შეშუპება თავისთავად ცხრება.

ცრუ შეშუპება

სახისა და ზედა კიდურების არეში ლოკალიზებული ”შეშუპება”, რომელიც იშვიათად ვრცელდება ტანზე, ახასიათებს მიქსედემას (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მკვეთრ დაქვეითებას) და სკლეროდერმიას. ეს, ფაქტობრივად, არც არის შეშუპება, უბრალოდ, კანი შეშუპებისმაგვარ ცვლილებას განიცდის. ასეთივე პროცესი ვითარდება წონის უეცარი მატების დროსაც. დიაგნოზის დაზუსტებასა და ”შეშუპების” ჭეშმარიტი მიზეზის დადგენაში გვეხმარება მიქსედემისა და სკლეროდერმიის კლინიკური ნიშნების გამოვლენა. მიქსედემას თან სდევს კანის სიმშრალე, უხალისობა, წონის მატება, თმის ცვენა, ძილიანობა, ბრადიკარდია (გულისცემის შენელება), მცივანობა.

სკლეროდერმიის დროს ხშირია რეინოს სინდრომი - ხელის თითების სიფითრე და ტკივილი სისხლძარღვების სპაზმის გამო, სახსრების ტკივილი. კანის ”შეშუპება” მალე იცვლება მისი ინდურაციით ანუ გამკვრივებით შემაერთებელი ქსოვილის განვითარების გამო.

როგორ ვუმკურნალოთ შეშუპებას

როგორც ვხედავთ, შეშუპება სიმპტომია და არა დაავადება. ასე რომ, უნდა ვუმკურნალოთ მის მიზეზს, რომლის დასადგენად მეტად მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა.

გახსოვდეთ: სახის შეშუპებისას შარდმდენების თვითნებური მიღება ხშირად უეფექტოა და შესაძლოა, ორგანიზმს ზიანიც კი მიაყენოს.