ფიტოთერაპია პიელონეფრიტის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფიტოთერაპია პიელონეფრიტის დროს

* ცოცხანას ბალახის ნაყენი: აიღეთ ერთი სადილის კოვზი დაქუცმაცებული ბალახი. დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ორი საათი და გადაწურეთ. მიიღეთ ორი სადილის კოვზი დღეში 3-5-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.

* ოროვანდის ფესვის ნაყენი: აიღეთ ორი სადილის კოვზი დაქუცმაცებული ფესვი, დაასხით ნახევარი ლიტრი ადუღებული თბილი წყალი. გააჩერეთ რვა საათი. მიიღეთ მეოთხედი ჩაის ჭიქა დღეში ოთხჯერ.

* დიდგულას ყვავილების ნაყენი: აიღეთ ორი სადილის კოვზი დაქუცმაცებული ყვავილი, დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, გააჩერეთ ერთი საათი და გადაწურეთ. მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში ოთხჯერ. შეგიძლიათ, მიღების წინ ნაყენს თაფლი შეურიოთ.

* გოგრის რბილობი - სასარგებლოა არამწვავე ფორმით მიმდინარე პიელონეფრიტის ნებისმიერი სტადიის დროს. გოგრა შეგიძლიათ მოხარშოთ, დაბრაწოთ ღუმელში და უმიც კი მიირთვათ. დღეში ნახევარ კილოგრამზე მეტის გამოყენება არასასურველია!

ქრონიკული პიელონეფრიტის რემისიის ფაზაში სასარგებლოა შემდეგი ნაკრებები:

  • ღიღილო (ბალახი) - 3 წილი;
  • ქაფუნა (ბალახი) - 3 წილი;
  • ანგელოზა (ბალახი) - 4 წილი;
  • შირბახტი (თესლი) - 1 წილი.

აიღეთ 12 ჩაის კოვზი დაქუცმაცებული ნარევი, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ ერთი საათი, გადაწურეთ და მიიღეთ დღის განმავლობაში თანაბარი ულუფებით.

  • ცირცელი (ნაყოფი) - 3 წილი;
  • გვირილა (ყვავილი) - 3 წილი;
  • ფურისულა (ბალახი) - 3 წილი;
  • ლიკოპოდიუმი (ბალახი) – 3 წილი.

აიღეთ 12 ჩაის კოვზი დაქუცმაცებული ნარევი, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ ერთი საათი, გადაწურეთ და მიიღეთ დღის განმავლობაში თანაბარი ულუფებით.

  • ორკბილა (ბალახი) - 2 წილი;
  • კრაზანა (ბალახი) - 2 წილი;
  • ნეგო (ბალახი) - 2 წილი;
  • შვიტა (ბალახი) - 3 წილი;
  • ვარდკაჭაჭა (ფესვი) - 3 წილი. (მომზადებისა და მიღების წესი - იგივე).

პიელონეფრიტის მწვავე ფაზაში ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად რეკომენდებულია შარდმდენი ბალახების გამოყენება:

  • წითელი მოცვი (ფოთოლი) - 3 წილი;
  • ქაფუნა (ბალახი) - 3 წილი;
  • ასკილი (ნაყოფი) - 3 წილი;
  • ფორთოხალი (ქერქი) – 1 წილი. (მომზადებისა და მიღების წესი - იგივე).

თირკმელებში მიმდინარე ანთებითი პროცესების სამკურნალოდ და, საზოგადოდ, აღნიშნულ პროცესთა პროფილაქტიკისთვის კარგია თაფლით გაჟღენთილი ცირცელი. აიღეთ ნებისმიერი მოცულობის ქილა, პირამდე აავსეთ ცირცელის ნაყოფით. დაასხით თაფლი, რამდენიც ჩაეტევა. ეს უკანასკნელი შეგიძლიათ კიდევ დაამატოთ, როდესაც ნაყოფი თაფლით გაიჟღინთება. ქილა 2-3 კვირით მოათავსეთ ბნელ და თბილ ადგილას. მითითებული ვადის გასვლის შემდეგ ყოველდღიურად უნდა მიირთვათ ორი სადილის კოვზი ნარევი საუზმემდე 15 წუთით ადრე.

ნეფრიტის დროს რეკომენდებული სამკურნალო აბაზანები

თირკმლის პათოლოგიებით დაავადებულთათვის ტონუსის ასამაღლებლად, სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად, სისხლძარღვთა და კუნთთა სპაზმების მოსახსნელად, აგრეთვე ორგანიზმის დეზინფიცირების მიზნით სხვადასხვა ნაყენით მკურნალობის პარალელურად აუცილებელია სამკურნალო აბაზანები. ამისთვის რეკომენდებულია მცენარეთა შემდეგი ნაკრები:

  • ბურბუშელა (ფესვი) - 4 წილი;
  • ვარდკაჭაჭა (ფესვი) - 4 წილი;
  • სიმინდი (ულვაში და ფურცელი) - 3 წილი;
  • ბერულა (ბალახი) - 5 წილი;
  • არყი (ფოთოლი) - 3 წილი;
  • კოთხუჯი (ფოთოლი) - 3 წილი;
  • გვირილა (ბალახი) - 4 წილი;
  • ქრისტესისხლა (ბალახი) - 4 წილი.

აიღეთ ეს მცენარეები, დააქუცმაცეთ და ერთმანეთში აურიეთ. 100 გრამ ნარევს დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი და გააჩერეთ ორი საათი. გადაწურეთ და სამკურნალო აბაზანის მიღების წინ ჩაასხით წყალში. სამკურნალო აბაზანა 15 წუთს უნდა გაგრძელდეს. წყლის ტემპერატურა 32-36 გრადუსი უნდა იყოს. აბაზანა შეგიძლიათ მიიღოთ როგორც მჯდომარემ, ისე მწოლიარემ. აბაზანის შემდეგ შხაპის მიღება არ არის სასურველი. სხეული ხაოიანი პირსახოცით გაიმშრალეთ, მერე კი სასურველია ლოგინში ჩაწვეთ. აბაზანა დღეგამოშვებით მიიღეთ. მცენარეთა ნაკრები ცვალეთ. მკურნალობის კურსი 10-15 სეანსს მოიცავს. მცენარეთა მეორე ნაკრები, რომელიც ანალოგიური წესით უნდა გამოიყენოთ:

  • შვიტა (ბალახი) - 4 წილი;
  • გვირილა (ბალახი) - 4 წილი;
  • წიწმატურა (ბალახი) - 4 წილი;
  • ქინძი (თესლი) – 3 წილი;
  • მუხა (ქერქი) – 3 წილი;
  • ოხრახუში (ფესვი) - 4 წილი;
  • არყი (ფოთოლი) - 4 წილი;
  • შავბალახა (ბალახი) - 5 წილი.