ტროფიკული წყლული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტროფიკული წყლული

დაახლოებით ორ თვეში ჭრილობა დაიხურა და მის გარშემო დარჩა მოყავისფრო პიგმენტური ლაქები. გთხოვთ ამიხსნათ: ამ შეხორცების შემდეგ ტროფიკული წყლული განკურნებულად ითვლება თუ კვლავ შეუძლია მოახდინოს ორგანიზმზე მავნე ზემოქმედება?

ტროფიკული წყლული კანისა და ლორწოვანი გარსის დეფექტია. ის სისხლის მიმოქცევისა და ქსოვილთა ინერვაციის დარღვევის შედეგად ვითარდება. ხანგრძლივი მიმდინარეობა და გამწვავების პერიოდები ახასიათებს და ძნელად ემორჩილება მკურნალობას.

ტროფიკული წყლულების უმრავლესობა შეძენილი ან თანდაყოლილი დაავადების გართულებაა, სისხლძარღვების, ნერვების, რბილი ქსოვილებისა და ძვლების დაზიანების შედეგი. ტროფიკული წყლული შესაძლოა გამოიწვიოს:

  • ვენურმა უკმარისობამ (მაგალითად, თრომბოფლებიტის, ვენების ვარიკოზული დაავადების ფონზე);
  • არტერიათა სანათურის მკვეთრმა შევიწროებამ (მაგალითად, ათეროსკლეროზული ცვლილებების შედეგად, შაქრიანი დიაბეტის გამო ან ჰიპერტონიული დაავადების ფონზე);
  • ლიმფის მიმოქცევის დარღვევამ (სპილოს დაავადება);
  • ქსოვილთა ინერვაციის დარღვევამ (ტრავმისა და ზოგიერთი დაავადების დროს);
  • კანის ქრონიკული დაავადების (მაგალითად, ეგზემის) ფონზე მიმდინარე პათოლოგიურმა ცვლილებებმა;
  • ამა თუ იმ ტრავმამ - მოყინვამ, დამწვრობამ და სხვა.

ყველაზე ხშირად გვხვდება ტროფიკული წყლულები, რომლებიც ვენების ვარიკოზული გაგანიერებისა და თრომბოფლებიტის ფონზე ვითარდება. მათი უმრავლესობა წვივის ქვედა მესამედს მოიცავს. ვენური სისხლის შეგუბების გამო ფერხდება წვივის ქსოვილთა კვება, ირღვევა მათი მთლიანობა და წარმოიქმნება წყლული. მოგვიანებით ქსოვილთა ტროფიკულ დაზიანებას შესაძლოა ინფექცია დაერთოს.

ქრონიკული ვენური უკმარისობის ადრეული სიმპტომია სიმძიმის შეგრძნება და ტკივილი დაავადებულ ან ორივე კიდურში. ტკივილი, ჩვეულებრივ, ძლიერდება ხანგრძლივი სიარულისა და დგომისას. ხშირად ერთვის კრუნჩხვა წვივის არეში, განსაკუთრებით - ღამღამობით. ფეხი შუპდება. თავდაპირველად შეშუპება კიდურის შემაღლებულ ადგილზე შემოდებისას ქრება, მერე და მერე კი მუდმივ ხასიათს იღებს. ფეხის ქვედა მესამედის ქსოვილები მუდმივი შეშუპების გამო მკვრივდება და თანდათანობით ფერს იცვლის.

განურჩევლად იმისა, ვარიკოზული დაავადებაა ვენური უკმარისობის მიზეზი თუ პოსტთრომბული მდგომარეობა, ტროფიკული წყლულის განვითარებას საფუძვლად უდევს ვენური სისხლის შეგუბება, განსაკუთრებით - ქვედა კიდურების ქვედა ნაწილებში. ასეთ დროს ამბობენ, რომ კიდურის შესაბამის უბანში "ვენური ჭაობი" წარმოიშვა. აღნიშნულ უბანში სისხლი ფაქტობრივად არ მოძრაობს, თუმცაღა ჟანგბადს მაინც გასცემს და ქსოვილებიდან ცხოველმყოფელობის მავნე პროდუქტებსაც იღებს. მიუხედავად ამისა, ღრმად მდებარე ქსოვილები და კანი სათანადოდ ვეღარ იკვებება. მათში თანდათან გროვდება მავნე, მომწამვლელი ნივთიერებები. ამის გამო კანი თანდათანობით მორუხო ან მოყავისფრო შეფერილობას იღებს, თავს იჩენს ქავილი, ეგზემისა და დერმატიტისთვის დამახასიათებელი სხვა ნიშნები. საბოლოოდ კიდურის ტროფიკა (კვება) იმდენად ირღვევა, რომ უმნიშვნელო ნაკაწრიც კი ვეღარ ხორცდება. მცირე ზომის ჭრილობაც კი, ნაცვლად შეხორცებისა, უფრო და უფრო მეტად იზრდება. ასე ვითარდება ტროფიკული წყლული.

* * *

თქვენ არ აღნიშნავთ, სხეულის რომელ ნაწილში გქონდათ ჭრილობა და რა სახისა იყო ის - ოპერაციის შემდგომი თუ სხვა. ისიც დასაზუსტებელია, ხომ არ გაქვთ დიაბეტი, ჰიპერტონიული დაავადება ან რომელიმე სხვა ისეთი პათოლოგია, რომელიც, როგორც დასაწყისში მოგახსენეთ, ტროფიკული წყლულის განვითარებას უწყობს ხელს.

თუ წყლული შეგიხორცდათ, ის ორგანიზმზე "მავნე ზემოქმედებას" ვეღარ მოახდენს, მაგრამ ორგანიზმზე მავნე ზემოქმედებას უდავოდ ახდენს ისეთი პათოლოგიური ძვრები, როგორიც არის ათეროსკლეროზული ცვლილებები, სისხლძარღვთა შევიწროება, ვენური შეგუბება, ინერვაციის (ანუ ნერვული ტროფიკის) დარღვევა. ასეთ შემთხვევაში, აღნიშნული პათოლოგიური ფონის არსებობისას, მოსალოდნელია წყლულის რეციდივი - განმეორებითი განვითარება. ამიტომაც გირჩევთ, ზედმიწევნით დაიცვათ კანის ჰიგიენა, თავი არიდოთ ტრავმასა და ყოველგვარ დაზიანებას, რაც მთავარია, დროულად მიმართოთ ანგიოლოგს - სისხლძარღვთა ექიმს, გაიაროთ კონსულტაცია თერაპევტთანაც. სპეციალისტები გამოკვლევების საშუალებით აუცილებლად დაადგენენ ტროფიკული წყლულის განვითარების მიზეზს და დაგინიშნავენ სათანადო მკურნალობას, რომელიც რეციდივის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.