სტეროიდებით მკურნალობა ბავშვთა ასაკში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სტეროიდებით მკურნალობა ბავშვთა ასაკში

- როდესაც ტრადიციული გარეგანი საშუალებები უშედეგოა, კანის ალერგიული დაავადებების სამკურნალოდ ტოპიური გლუკოკორტიკოსტეროიდები ინიშნება. მათი ხანგრძლივი გამოყენება, განსაკუთრებით - თუ პრეპარატი ფთორირებულია, ადგილობრივ და სისტემურ მოვლენებს იწვევს.

პედიატრიულ პრაქტიკაში ტოპიური გლუკოკორტიკოსტეროიდების გამოყენებისას არსებობს განსაზღვრული შეზღუდვები, რაც ბავშვის კანის ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებებით აიხსნება. ეს თავისებურებებია:

  • ნეიტრალური ან სუსტი ტუტე რეაქცია;
  • ნაზი და ფაშარი ეპიდერმული შრე;
  • სუსტად განვითარებული დვრილისებური შრე;
  • ელასტიკური და კოლაგენური ბოჭკოების მორფოლოგიური უმწიფრობა;
  • სისხლძარღვებით მდიდარი ზედაპირული შრე;
  • ლიმფური და სისხლძარღვოვანი კაპილარების ძლიერი განვლადობა;
  • ნერვულ-რეცეპტორული აპარატის ფუნქციური უმწიფრობა;
  • სხეულის მასასთან შედარებით კანის ზედაპირის დიდი მოცულობა.

ყოველივე ამის გამო გარეგანი ხმარებისთვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალებები კანის ზედაპირიდან სწრაფად შეიწოვება. სტეროიდების შემცველი მალამოების გამოყენება უფრო უპრიანია მძიმედ მიმდინარე ატოპიური დერმატიტის დროს. თანამედროვე სტეროიდული მალამოების ეფექტი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მცირეა მათი გამოყენების თანმხლები რისკი. აქედან გამომდინარე, დაუშვებელია ტოპიური სტეროიდების უკონტროლო სისტემური გამოყენება. მალამო ექიმმა უნდა შეარჩიოს და დანიშნოს.

- რა შეიძლება მოჰყვეს მალამოების არასწორ გამოყენებას?

- თვითნებურად, არასწორად შერჩეულმა მალამომ თუ გელმა შესაძლოა ადგილობრივი ან სისტემური დაზიანება გამოიწვიოს (იხ. ფოტო). უნდა ითქვას, რომ ახალი თაობის ტოპიური სტეროიდები პრაქტიკულად არ იწვევს სისტემურ უკუეფექტებს, ადგილობრივი რეაქციებიც კი ძალიან იშვიათია.

- იყენებენ თუ არა სტეროიდულ მკურნალობას პოლინოზის დროს?

- პოლინოზი, როგორც იცით, მცენარის მტვრით გამოწვეული ალერგიული დაავადებაა. კლინიკურად ის სხვადასხვა ფორმით ვლინდება. მისი ყველაზე გავრცელებული გამოვლინებებია ალერგიული სეზონური კონიუნქტივიტი და ბრონქული ასთმა. პოლინოზების მკურნალობა კომპლექსურია, მოიცავს დიეტო-თერაპიას, მედიკამენტურ თერაპიას და სპეციფიკურ იმუნოთერაპიას. როდესაც ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები ეფექტს არ გვაძლევს ან დაავადების ნიშნები ძალზე მკვეთრად არის გამოხატული, ადგილობრივ სტეროიდებს ვნიშნავთ. სეზონური ალერგიული რინიტის დროს სიმპტო-მების მაქსიმალური გამოვლენის შემთხვევაში პირდაპირ სტეროიდები ინიშნება და პაციენტი თანდათან გადაჰყავთ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებზე.

ბრონქული ასთმის შემთხვევაში გამწვავების სეზონის (მცენარის ყვავილობის პერიოდის) დადგომამდე 3-4 კვირით ადრე იწყება ანთების საწინააღმდეგო მკურნალობა, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში გრძელდება. ასეთი თერაპიის უეფექტობის შემთხვევაში ინიშნება კორტიკოსტეროიდების ინჰალაცია, რისთვისაც სპეციალურ ნებულაიზერებს (ინჰალატორებს) იყენებენ. ჭინჭრის ციებას ანტიჰისტამინური (უმთავრესად - მეორე და მესამე თაობის) პრეპარატებით მკურნალობენ. მძიმე შემთხვევებში, პროცესის შესაჩერებლად ან რეციდივის აღსაკვეთად, შესაძლოა თერაპიაში ჩაირთოს სტეროიდები.

- გლუკოკორტიკოსტეროიდები ფართოდ გამოიყენება ქრონიკულად მიმდინარე გლომერულონეფრიტის სამკურნალოდ. რა გვერდითი ეფექტებია მოსალოდნელი ამ დროს?

- ქრონიკულად მიმდინარე გლომერულონეფრიტის სხვადასხვა ფორმის დროს გლუკოკორტიკოს-ტეროიდების გამოყენება მათი ძლიერი იმუნოსუპრესიული (დამთრგუნველი) მოქმედებით აიხსნება, თუმცა ამ პრეპარატებს ახასიათებს გვერდითი, უარყოფითი ეფექტებიც, რომლებიც დაავადების მიმდინარეობას ამძიმებს. ამის გამო ხშირად საჭირო ხდება მედიკამენტის შეცვლა. პრედნიზოლონისა და მისი ანალოგების ერთ-ერთი ძირითადი გვერდითი ეფექტია ინფექციური, კერძოდ, ბაქტერიული გართულება, ბაქტერიული ინფექციის თანდართვა. ასევე დადგენილია, რომ პრედნიზოლონოთერაპია ლეიკოციტების დონის მყარ მომატებას იწვევს.

- ოფთალმოლოგიაში ხშირად იყენებენ თვალის სტეროიდულ წვეთებს (დექსამეტაზონის 0,1%-იან ხსნარს). რა უარყოფითი შედეგი შეიძლება გამოიღოს ბავშვებში მისმა უკონტროლო გამოყენებამ?

- ანთებითი დაავადებების დროს თუ ოპერაციის შემდგომ პერიოდში თვალის სტეროიდული წვეთების გამოყენებისას აუცილებელია პაციენტზე დინამიკაში დაკვირვება, ვინაიდან სტეროიდული პასუხი ბავშვებში უფრო ხშირია, ვიდრე მოზრდილებში. სტეროიდული პასუხის დროს კორტიკოსტეროიდების ჩაწვეთებისას თვალშიგა წნევა საგრძნობლად იმატებს. უცხოელ მკვლევართა დაკვირვების თანახმად, ბავშვებს სიელმის ოპერაციის შემდეგ დექსამეტაზონის ჩაწვეთებიდან მეორე დღესვე აღენიშნებოდათ თვალშიგა წნევის მომატება, თვალისა და თავის ტკივილი, რის გამოც პრეპარატის შეცვლა გახდა საჭირო.

- არსებობს ინფექციური დაავადება - ინფექციური მონონუკლეოზი, რომლის მკურნალობის სქემაში პრედნიზოლონის აბებიც არის შეტანილი. შეიძლება თუ არა სხვა პრეპარატებით მისი შეცვლა?

- თანამედროვე გაიდლაინების მიხედვით, პრედნიზოლონის აბებით მკურნალობა ინფექციური მონონუკლეოზის მხოლოდ მძიმე ფორმის დროს არის დასაშვები. წამალი ინიშნება 5 დღით, დოზის შემცირების გარეშე. დაავადების სიმძიმე განისაზღვრება ღვიძლისა და ელენთის გადიდებით, ნუშურა ჯირკვლების გადიდებით, შეშუპების გამო სუნთქვის გაძნელებით. პრედნიზოლონის დანიშვნის აუცილებლობა კი ინფექციონისტმა უნდა გადაწყვიტოს. დასასრულ, კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ბავშვთა ასაკში ყოველგვარი პრეპარატის დანიშვნა დიდ სიფრთხილესა და უზარმაზარ პასუხისმგებ-ლობას უკავშირდება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ეხება ჰორმონულ, სტეროიდულ პრეპარატებს. პრეპარატის ფორმას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს - ერთნაირად უარყოფით შედეგს იძლევა აეროზოლისა თუ თვალის წვეთების, აბებისა თუ მალამოს არასწორი გამოყენება. მკურნალობაში სტეროიდების ჩართვა ექიმის კომპეტენციაა, საჭიროებს ბავშვის ინდივიდუალური თვისებების, მდგომარეობის გათვალისწინებასა და მუდმივ მონიტორინგს.