ჰიპოგლიკემია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჰიპოგლიკემია

რა იწვევს ჰიპოგლიკემიას

განვითარებულ ქვეყნებში ჰიპოგლიკემიას უფრო და უფრო ხშირად იხსენიებენ საუკუნის დაავადებად. წინათ ითვლებოდა, რომ ის მხოლოდ შაქრიანი დიაბეტით, სიმსუქნით, პანკრეასის პათოლოგიებით და ალკოჰოლიზმით დაავადებულებს ემუქრებოდა, მაგრამ ბოლო წლების გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ჰიპოგლიკემია მრავალი ქალური დაავადების (უწინარეს ყოვლისა, წინარემენსტრუაციული სინდრომისა და სარძევე ჯირკვლების პათოლოგიის) ფონზე და მშობიარობის შემდგომ პერიოდში საკმაოდ ხშირად ვითარდება. სისხლში გლუკოზის კონცენტრაცია დამოკიდებულია საკვების შემადგენლობასა და ორგანიზმის იმ სისტემების ნორმალურ ფუნქციონირებაზე, რომლებიც სისხლში შაქრის კონცენტრაციის მოწესრიგებაში მონაწილეობს. ჰიპოგლიკემია შეიძლება ნებისმიერ მათგანში მომხდარმა დარღვევამ გამოიწვიოს.

ქალებს სისხლში შაქრის შემცველობის დეფიციტი არასწორი კვების (დიეტების) გამო ჯერ კიდევ მოზარდობისას უყალიბდებათ. მოწიფულ ასაკში დაავადების განვითარებას პროვოცირებას მეტწილად სიმსივნური დაავადებები, ღვიძლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგიები განაპირობებს.

ჰიპოგლიკემიური მდგომარეობის განსაკუთრებით გავრცელებული მიზეზებია:

  • შაქრის დამწევი საშუალებების დოზის გადაჭარბება (ტექნიკური შეცდომა ინსულინის შეყვანისას, ინექცია სხეულის ისეთ ნაწილში, საიდანაც ინსულინი უკეთ შეიწოვება, ინსულინის შეყვანა ან ტაბლეტების მიღება ორჯერ);
  • კვების გამოტოვება ან ნახშირწყლების (პურის ერთეულებით) მცირე ოდენობით მიღება, ინსულინის ინექციებსა და კვებას შორის დიდი ინტერვალი;
  • ჩვეულთან შედარებით მომატებული ფიზიკური აქტივობა (განსაკუთრებით _ სპორტული);
  • ალკოჰოლის მიღება.

    გარდა ამისა, განასხვავებენ:

  • ალიმენტურ (კვებით) ჰიპოგლიკემიას, რომელიც ვითარდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ და გამო¬წვეულია გლუკოზის შეწოვის დარღვევით;
  • გვიან ჰიპოგლიკემიას ანუ შეყოვნებულ ინსულინურ რეაქციას, რომელიც მოზრდილთა დიაბეტის ადრეულ სტადიებში გვხვდება;
  • ჰორმონულ ჰიპოგლიკემიას, რომელიც გამოწვეულია ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის სისტემის უკმარისობით;
  • ფუნქციურ ჰიპოგლიკემიას (მისი მიზეზი დაუდგენელია).

    ჰიპოგლიკემიის მიზეზი, თუმცაღა შედარებით იშვიათად, შეიძლება იყოს პანკრეასის სიმსივნე, ღვიძლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადება. სისხლში შაქრის მკვეთრი დაცემა შესაძლოა ორსულობამ, ფაღარათმა, შიმშილმა ან ხანგრძლივმა ფიზიკურმა დატვირთვამ გამოიწვიოს.ქალებს ჰიპოგლიკემიის შეტევები განსაკუთრებით მენსტრუაციისწინა პერიოდში აწუხებთ (ზოგს არასასიამოვნო შეგრძნებები მენსტრუაციამდე 10 დღით ადრეც ეწყება).

    ზოგჯერ ზუსტი მიზეზის დადგენა შეუძლებელია.ჰიპოგლიკემიის მთავარი სიმპტომია მუდმივი დაღლილობა: რაც უფრო მეტს ისვენებს ადამიანი, მით უფრო მეტად იღლება და ითენთება. დღისით ძლივს დგას ფეხზე, ღამით კი უძილობა აწუხებს. სხვა ნიშნებია:თავბრუხვევა, კანკალი, მხედველობის გაორება, თვალთ დაბნელება, მოუსვენრობა, ხასიათის შეცვლა, გულისცემის გახშირება, ძლიერი შიმშილის შეგრძნება, გაძლიერებული ოფლდენა, კუნთების სისუსტე და ადვილად დაღლა, ჩხვლეტის შეგრძნება ტუჩებსა და თითებში.

ჰიპოგლიკემიის პროფილაქტიკა

თუ ადამიანი ჯანმრთელია, მის ორგანიზმში არსებობს ჰიპოგლიკემიის პროფილაქტიკის ორი ძირითადი მექანიზმი: მცირდება ინსულინის გამომუშავება და იმატებს ღვიძლიდან შაქრის გამოსროლა. დიაბეტიან ავადმყოფს ინსულინის ან შაქრის დამწევი ტაბლეტების მიღებისას პირველი მექანიზმი არ უმუშავებს, ხოლო მეორე მექანიზმის მუშაობა განსაზღვრულ ვითარებაში საკმარისი არ არის, ამიტომ ვითარდება ჰიპოგლიკემია. სამწუხაროდ, ჰიპოგლიკემიის დიაგნოსტირება არცთუ იშვიათად ჭირს, ვინაიდან სისხლში შაქრის შემცველობის მერყეობის დაფიქსირება სპეციალური ანალიზის გარეშე შეუძლებელია. `შაქრის შიმშილს~ ადვილად ხსნის ჩვეულებრივი კანფეტი ან ნამცხვარი, მაგრამ უბედურება ის არის, რომ ორგანიზმში მანკიერი წრე ყალიბდება: გაღვიძებიდან რამდენიმე საათში შაქარი იკლებს და ადამიანს სისუსტე ეუფლება. შაქრის ასაწევად ის მიირთმევს ფინჯან ყავას ან მაგარ ჩაის ნამცხვართან ერთად. სისხლში შაქრის შემცველობა მკვეთრად იზრდება და ადამიანი თავს უკეთ გრძნობს, მაგრამ ამის კვალდაკვალ პანკრეასი იწყებს ინსულინის აქტიურ გამომუშავებას, რომელიც სწრაფად ანეიტრალებს შაქარს. ავადმყოფი კვლავ ითენთება და ავტომატურად იწყებს კანფეტების, შოკოლადის თუ სხვა ტკბილეულის ჭამას, შედეგად შაქრის შემცველობა კვლავ იმატებს და ა.შ.

ჰიპოტონიით დაავადებულ ქალებში შაქარზე დამოკიდებულება ალკოჰოლიზმის დროს ალკოჰოლზე დამოკიდებულების მსგავსია: რაც მეტ ტკბილეულს იღებ, მით მეტი გინდება და მით უარესად გრძნობ თავს.

დიაგნოსტიკა

ჰიპოგლიკემიის დასადგენად იყენებენ ხუთსაათიან გლუკოზატოლერანტულ ტესტს შიმშილის ფონზე სისხლის პერიო¬დული სინჯებით. ამ ტესტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, მაგრამ სრულ ინფორმაციას ვერ გვაწვდის. ბოლო ხანს მიმართავენ გლუკოზის დონის მუდმივ მონიტორინგს (ავტომატურ რეგისტრაციას), რაც საშუალებას გვაძლევს, ერთდროულად განვსაზღვროთ სისხლში ინსულინის, ზრდის ჰორმონის, ადრენალინის, კორტიზოლის შემცველობა და ზუსტად შევაფასოთ ავადმყოფის მდგომარეობა.

მკურნალობა

ჰიპოგლიკემიის მკურნალობა გულიხმობს ორგანიზმში არსებული ყველა იმ დარღვევის მოწესრიგებას, რომელიც ამ მდგომარეობას განაპირობებს, აგრეთვე _ დიეტოლოგიურ ღონისძიებებს.

თუ დაავადება გამოწვეულია სხვადასხვა ორგანოს დაზიანებით ან პათოლოგიით, მაშინ განკურნება შესაძლებელია მხოლოდ ძირითადი დაავადების მკურნალობის შემდეგ.

მოზარდებსა და ახალგაზრდა ქალებში ჰიპოგლიკემიას იწვევს რაფინირებული შაქრის, თეთრი პურის, ხრაშუნა კარტოფილის, ტკბილი გაზიანი სასმელების, თეთრი და რძიანი შოკოლადის, კანფეტების, კონსერვანტებისა და საღებავების უხვად შემცველი ნამცხვრების ჭარბი მიღება. ასეთ შემთხვევაში ჰიპოგლიკემიასთან ბრძოლა კვების წესის რადიკა¬ლური შეცვლით უნდა დავიწყოთ.

  • მიირთვით ხშირად, დღეში არანაკლებ 6-ჯერ, მაგრამ მცირე ულუფებით, ნაცვლად 3-ჯერადი და დიდი ულუფებით კვებისა.

რაციონში უნდა შედიოდეს საკმარისი ოდენობის ცილოვანი პროდუქტი (ხორცი, თევზი, ფრინველი, რძის ნაწარმი), ასევე _ ხილი, ბოსტნეული და დაუფქვავი მარცვლეული. ერიდეთ კოფეინშემცველ სამკურნალო პრეპარატებსა და პროდუქტებს (ყავას, კოკა-კოლას).

მკვეთრად შეამცირეთ ნახშირწყლების ოდენობა (კარტოფილი, რაფინირებული შაქარი, მაიონეზი, თეთრი ფქვილის ნაწარმი, ბანანი, ჭარხალი, ნესვი, ალკოჰოლური სასმელები). ყოველ მესამე დღეს გაიმეორეთ სამკურნალო დიეტის ძირითადი მენიუ. როგორ მოვიქცეთ მწვავე ჰიპოგლიკემიის დროს? შაქრის დონის ასაწევად უნდა ვჭამოთ, მაგრამ გამოსადეგია არა ნებისმიერი შაქარი, არამედ პურის ერთეულებში გამოთვლილი ნახშირწყლები. შაქარმა რაც შეიძლება მალე რომ აიწიოს, მაშინვე უნდა მივიღოთ ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლები პურის ორი ერთეულის ოდენობით (ეს 4-5 ნატეხ შაქარს უდრის). თუ შესაძლებელია, აჯობებს, მივიღოთ ის თხიერი სახით (ტკბილი ჩაი, ხილის წვენი ან ლიმონათი). დიდი ოდენობით ტკბილის მიღება ნუ შეგაშინებთ. ამით, ჯერ ერთი, მცირდება მძიმე ჰიპოგლიკემიის რისკი, მეორე _ თავიდან ვიცილებთ ღვიძლის მეტისმეტად აქტიურ მუშაობას (რა პარადოქსულიც უნდა მოგეჩვენოთ, თუ ადამიანმა საკმარისი ოდენობის ნახშირწყლები არ მიიღო,  შესაძლოა,  ჰიპოგლიკემიის შემდეგ შაქარმა მეტისმეტად მოიმატოს). ზოგჯერ ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლების შემდეგ აუცილებელია ძნელად ასათვისებელის მიღებაც. ამრიგად, დიაბეტიანმა, რომელიც შაქრის დამწევ საშუალებებს იღებს, აუცილებლად უნდა ატაროს თან შაქრის რამდენიმე ნატეხი, კანფეტი (ოღონდ არა შოკოლადი _ ის შაქარს ნელა სწევს მაღლა). მძიმე ჰიპოგლიკემიის თავიდან აცილება აუცილებელია, ვინაიდან ის ძალზე საშიშია თავის ტვინისთვის. ავადმყოფის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა უნდა იცოდნენ, როგორ მოიქცნენ მწვავე ჰიპოგლიკემიის შემთხვევაში. ჰიპოგლიკემიის საყურადღებო ნიშნებია სიფითრე და ქცევის დარღვევა. თუ ავადმყოფს გონება ჯერ კიდევ არ დაუ-კარგავს, უნდა დავალევინოთ ან ვაჭამოთ რაიმე ტკბილი, მაგრამ ზოგჯერ აუცილებელია გლუკოზის ინტრავენური შეყვანა.

გახსოვდეთ: გულწასულისთვის საკვების ან სასმლის მიცემა დაუშვებელია _ ავადმყოფი შესაძლოა დაიხრჩოს. გონდაკარგული უნდა დავაწვინოთ გვერდზე, გავუთავისუფლოთ სასუნთქი გზები (მოვაცილოთ კბილის პროთეზი, საკვების ნარჩენები), გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

გახსოვდეთ: დიაბეტიანებში მძიმე ჰიპოგლიკემიის მიზეზი უმეტესად თვით ავადმყოფის დაუდევარი საქციელია, კერძოდ, ალკოჰოლის ჭარბი მიღება ან ინსულინის დოზის გადაჭარბება, ამიტომ დია-ბეტიანმა უნდა მიაგნოს მიზეზს, რომელმაც ჰიპოგლიკემია გამოიწვია, რათა შემდგომში შეცდომა აღარ დაუშვას. თუ ჰიპოგლიკემია უმიზეზოდ გამეორდა, უნდა შემცირდეს ინსულინის ან შაქრის დამწევი პრეპარატის დოზა, ოღონდ აუცილებლად ექიმთან შეთანხმებით. სასურველია, ყველა დიაბეტიანმა იქონიოს სისხლში შაქრის გამზომი აპარატი.

სურსათი, რომელიც არ იწვევს ჰიპოგლიკემიის პროვოცირებას

1. ხორცი (ცხვარი, ხბო), ზღვის თევზი, კვერცხი, ყველი, მცენარეული (ზეითუნის, სიმინდის) ზეთი, ნატურალური ნაღები

2. უხეშად დაფქული ხორბლის შავი, რუხი და თეთრი პური, მუხუდო, სოია, ლობიო, ბრინჯის, ქერის, ხორბლის, შვრიის უშაქრო ფაფა

3. მწვანე ბოსტნეული, სოკო, ლიმონი, ხილი (ახალიც და დაკონსერვებულიც, ოღონდ უშაქრო და არა უმეტეს 300 გრამისა დღეში)

4. რძის ნაწარმი, შავი შოკოლადი, ფრუქტოზა

სამკურნალო დიეტა ჰიპოგლიკემიის დროს

პირველი დღე: ზღვის თევზი ორცხობილასთან ან ფაფასთან ერთად; ყველი; ომლეტი სოკოთი; მწვანე სალათა; ახალგამოწურული წვენი.

მეორე დღე : უმი ბოსტნეული, მწვანე სალათი, მოხარშული ან მოშუშული ხორცი მუხუდოსთან ან ლობიოსთან ერთად, ხილი, მწვანე ჩაი.

მესამე დღე: ქორფა ბოსტნეულის სალათი; თევზი ბოსტნეულის გარნირით; ყველი და მწვანე სალათი; კენკრის ნახარში.

ეს დიეტა სამი თვე მაინც უნდა დაიცვათ. პარალელურად მიიღოთ ფიტოთერაპიული საშუალებები, რომლებიც პანკრეასის ფუნქციის ნორმალიზებას ახდენს:

  • დღეში სამჯერ დალიეთ თითო ჭიქა ლაქაშის (იმავე ხმალას, ზამბახის ჩალის, ლეკურას) ნახარში: 2 სუფრის კოვზი გამომშრალი ან 4 სუფრის კოვზი ნედლი ლაქაში დააქუცმაცეთ, დაასხით 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი, 2 წუთის განმავლობაში ადუღეთ, 15 წუთს გააჩერეთ და გაფილტრეთ.
  • აურიეთ ერთმანეთში 1 ჩაის კოვზი პიტნის ფოთოლი და 3 ჩაის კოვზი ბაბუაწვერას ფესვი, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 5 წუთს, 1/2 საათს გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში და გაფილტრეთ. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში 4-ჯერ ჭამის წინ.