სიმსუქნე დიაბეტის რისკფაქტორია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სიმსუქნე დიაბეტის რისკფაქტორია

ბავშვებში MODY ტიპის დიაბეტის განვითარებას ჭარბი წონის პრობლემას უკავშირებენ. ეს არის მოზრდილთა ტიპის დიაბეტი, რომელიც ახალგაზრდებს ემართებათ. ის განსაკუთრებით განვითარებულ ქვეყნებშია გავრცელებული. MODY ტიპის დიაბეტი აუტოსომურ-დომინანტური მექანიზმით გადაეცემა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ოჯახის რომელიმე წევრს დიაბეტი ტიპი 2 (მოზრდილთა დიაბეტი) აქვს, დიდია საფრთხე, ბავშვიც დაავადდეს.

რისკის ფაქტორები

დიაბეტის განვითარება მოსალოდნელია, როდესაც:

  • დედა ორსულობისას სწრაფად იწყებს წონის მატებას;
  • დაბადებისას ბავშვი ნორმაზე მეტს იწონის;
  • ჩვილის წონის ნამატი უფრო მეტია, ვიდრე ასაკობრივად ეკუთვნის;
  • გოგონას საკვერცხის პოლიკისტოზი აქვს;
  • სიმსუქნესთან ერთად აღინიშნება კანის გამუქება და გასქელება, ჩვეულებრივ, კისერსა და იდაყვებზე;
  • ბავშვი ხშირად ან მუდმივად განიცდის სტრესს (მაგალითად, მშობლების უთანხმოების ან განქორწინების გამო).

    არსებობს ისეთი ფაქტორებიც, რომლებიც იოლი საკორექციოა. კერძოდ:

  • არასწორი კვება, მეტისმეტად რაფინირებული და ადვილად ასათვისებელი, მარტივი შაქრებისა და ცხიმების შემცველი საკვების დიდი ოდენობით მოხმარება;
  • ადინამია, ფიზიკური დატვირთვის ნაკლებობა (განსაკუთრებით - ქალაქში მცხოვრებ ბავშვებს შორის).

რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა

ბავშვთა ასაკში დიაბეტი ტიპი 2 ხშირად უსიმპტომოდ ან თითქმის შეუმჩნევლად მიმდინარეობს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სიცოცხლის პირველ თვეებში წონის ზომას გადაცილებული მატება რისკფაქტორიც არის და კლინიკური გამოვლინებაც.

დიაბეტის ზოგიერთი ფორმის დროს ყალიბდება კლასიკური სურათი:

  • გაძლიერებული შარდვა და წყურვილი;
  • ჭრილობების შეხორცების გახანგრძლივება;
  • კანის ქავილი;
  • მორეციდივე (განმეორებადი) ფურუნკული;
  • ხშირი სოკოვანი (მათ შორის - ვაგინალური) ინფექცია.

დიდწონიან ახალშობილს სამშობიაროშივე იკვლევენ, დედას აძლევენ სათანადო რჩევა-დარიგებას. აუცილებელია ბუნებრივი კვება: 6 თვემდე - მხოლოდ ძუძუთი, 6 თვიდან კი - დამატებითი საკვების ჩართვით. პირველი დამატებითი საკვები ბოსტნეულია, შემდეგ კი ეცადეთ, ნაკლებად დატვირთოთ ცხიმითა და ნახშირწყლებით. მიეცით ხილისა და ბოსტნეულის ნატურალური წვენები, ოდნავ დამტკბარი ჩაი და კომპოტი. აკონტროლეთ ბავშვის წონა და ყოველთვიური ნამატი. თუ ჩვილი ნორმაზე მეტს იმატებს, შესაძლოა, მისი დიეტაზე გადაყვანა მოგიხდეთ. ასეთ შემთხვევაში პედიატ-დიეტოლოგის კონსულტაცია აუცილებელია.

დიაბეტის პრევენცია

ამ თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა აქვს კვების რეჟიმსა და ფიზიკურ აქტივობას. ცხოვრების ჯანსაღ წესს ყველა ბავშვი უნდა მისდევდეს, ხოლო რისკის ჯგუფში შემავალი ბავშვები - მით უფრო.

ტელევიზიის, ინტერნეტისა და კომპიუტერული თამაშების გამო დღევანდელი ბავშვები, სამწუხაროდ, საჭიროზე ნაკლებს მოძრაობენ. რა ძნელიც უნდა იყოს ამისთვის დროის, სახსრების, ადგილის გამონახვა, ყოველდღიური ფიზიკური დატვირთვა აუცილებელია. ურიგო არ იქნება, ბავშვი სპორტის რომელიმე სახეობაში ჩავაბათ. უპირატესობა დასვენების აქტიურ ფორმებს უნდა მივანიჭოთ. გარდა იმისა, რომ ცოტას მოძრაობენ, ბავშვებს ხშირად კვებაც მოუწესრიგებელი აქვთ. ხშირად შეექცევიან საკონდიტრო ნაწარმს, სწრაფ საკვებს - ჰამბურგერს, ჩისბურგერს, ჩიპსებს, ასევე - უალკოჰოლო გაზიან სასმელებს: კოკა-კოლას, პეპსის, ფანტას... ამასთანავე, ირღვევა კვების რეჟიმი და ჯერადობაც: დღე-ღამის განმავლობაში ბავშვმა ოთხჯერ უნდა ჭამოს. ჭარბი წონის შემთხვევაში საკვები დაბალკალორიული უნდა იყოს - ცხიმებისა და ნახშირწყლების მინიმალურ ოდენობას შეიცავდეს. უდიდესი პრობლემაა, რომ ბავშვებს არ ესმით მდგომარეობის სერიოზულობა, არ ეხმარებიან ექიმს, არ იცავენ დიეტას, არ ვარჯიშობენ, წინააღმდეგობას უწევენ მშობლებს. ასეთ შემთხვევაში უმთავრესი როლი ეკისრება მშობლებისა და ირგვლივ მყოფთა დამოკიდებულებას ბავშვის მიმართ. ისინი მოვალენი არიან, პატარას სწორად აუხსნან ვითარების არსი, თვითონაც ერიდონ ზედმეტ ტკბილეულსა და ცხიმიან საკვებს, ბავშვთან ერთად ისეირნონ სუფთა ჰაერზე და პირადად მისცენ ჯანსაღი ცხოვრების მაგალითი.