ბავშვი და ონანიზმი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბავშვი და ონანიზმი

როდესაც შვიდი-რვა თვის ბავშვი ხელს ჰკიდებს თავის სასქესო ორგანოებს, ეს ონანიზმი არ არის, ეს ცნობისმოყვარეობაა. ადრე მან ხელები, ფეხები, თითები აღმოაჩინა, ახლა კი სასქესო ორგანოების ჯერი დადგა. ერთი წლის ბავშვი ღამის ქოთანზე რომ ზის, ცნობისმოყვარეობით ათვალიერებს თავის ტანს. ამას ონანიზმი არ მოჰყვება. თუ მშობელს არ სიამოვნებს პატარა ცნობისმოყვარის ასეთი საქციელი, შეგიძლიათ ყურადღება სათამაშოზე გადაატანინოთ, მაგრამ აუცილებელი არ არის. აუცილებელია ბავშვმა საკუთარი სხეულისადმი ჯანსაღი, ბუნებრივი დამოკიდებულება შეინარჩუნოს. თუ სხეულის რომელიმე ნაწილისადმი ბავშვს შიშს ჩაუნერგავთ, მით უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს მას, ხშირად იფიქრებს მასზე და უფრო ცუდ შედეგს მიიღებთ. გარდა ამისა, თუ ერთი წლის ბავშვს დაუყვირებთ, "არ შეიძლებაო", დაარტყამთ ხელზე ან იძულებით გააშვებინებთ ხელს, იგი უფრო გაჯიუტდება და გაკერპდება. ონანიზმი სამი წლის ასაკში - ბავშვის სულიერ ღელვათა შედეგია. სამი წლიდან ექვს წლამდე ასაკის ბავშვები ბევრ შემთხვევაში საოცრად ჰგვანან მოზრდილებს. მათ ძლიერი რომანტიკული გრძნობებით უყვართ ახლობელი ადამიანები, განსაკუთრებით მშობლები. ამ ასაკში პატარები სქესობრივი ლტოლვის მაგვარ გრძნობას განიცდიან, რაც მათი ნორმალური განვითარების მნიშვნელოვან საფეხურადაა მიჩნეული. ისინი ცდილობენ მთელი ტანით მიეკრან და ჩაეხუტონ მათთვის საყვარელ, მახლობელ ადამიანს, მათ აინტერესებთ ერთმანეთის სხეულის დათვალიერება და ხელით შეხება.

თუ თვალს მოჰკრავთ, როგორ ეთამაშება ბავშვი თავის სასქესო ორგანოებს, შენიშვნას ნუ მისცემთ, ეცადეთ თავი შეიკავოთ. უბრალოდ, მკაცრი კილოთი უთხარით: "დედიკოს არ მოსწონს შენი საქციელი" ან "ეს არ შეიძლება, შენ ცუდად იქცევი"; რაიმეთი გაართეთ, რომ ყურადღება გადაიტანოს სხვა, მისთვის საყვარელ ნივთზე, სათამაშოზე ან საინტერესო ამბის მოყოლა დაიწყეთ. გირჩევთ, თვალყური ადევნოთ ძალიან ფრთხილად ბავშვების თამაშობა-გართობას, თუ არ მოგწონთ მათი საქციელი, ძალიან ფრთხილად, თქვენ თვითონ შესთავაზეთ და უშუალოდ თქვენი მონაწილეობით გაართეთ ისინი. ხშირად პატარა ასაკის ბავშვები გაძლიერებული სქესობრივი ინტერესის მქონე უფრო მოზრდილი ბავშვის გავლენის ქვეშ ექცევიან. აქაც ძალიან ფრთხილად უნდა ჩაერთოთ, გააფრთხილოთ ამ ბავშვის მშობლები და უკიდურეს შემთხვევაში, მოარიდოთ პატარები მასთან თამაშს.  6 წლის ბავშვი თვითონვე ცდილობს კარგად მოიქცეს. ამ ასაკში მათ ესმით, რომ ონანიზმი რაღაცით სამარცხვინოა, მიუხედავად იმისა, რომ მშობლებს არაფერი უთქვამთ ამის შესახებ. ექვსი წლის ასაკში სინდისის გრძნობა უფრო გამახვილებუ-ლია, მაგრამ ამ ჩვევას ყველა ბავშვი მაშინვე როდი ანებებს თავს. თუ ბავშვი ისეთ წრეში მოხვდა, სადაც ონანიზმს მისდევენ, ისიც აჰყვება იმიტომ, რომ ამ ასაკში ისინი ცდილობენ ყოველმხრივ მიბაძონ სხვებს. ნებისმიერ ასაკში ონანიზმის მიზეზი მხოლოდ ნერვული დაძაბულობაა. ონანიზმი კი არ არის ნერვული დაძაბულობის მიზეზი, არამედ პირიქით, ნერვული დაძაბულობა იწვევს ონანიზმს.

მშობლების უპირველესი ამოცანაა გამოარკვიონ ნერვიულობის მიზეზი. მაგალითად, რვა-ცხრა წლის ასაკში ბავშვს უჩნდება სიკვდილის შიში, შეიძლება მას აშინებდეს ავადმყოფი დედის მოსალოდნელი სიკვდილი, ან ნერვიულო-ბს, რომ უჭირს თანატოლებთან ურთიერთობა სხვადასხვა ფიზიკური ნაკლის, სოციალური პირობების გამო და ა.შ. არის შემთხვევები, როცა ბავშვებს, რომლებიც დიდხანს იკავებენ ხოლმე შარდს, სასქესო ორგანოები ხელით უჭირავთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს ონანიზმს. ნუ დააშინებთ ბავშვს იმით, თითქოს ონანიზმს შეიძლება სასქესო ორგანოების დაზიანება მოჰყვეს, ანდა მისმა საქციელმა ირგვლივ მყოფთა ზიზღი გამოიწვიოს. მორალურად მტკიცე, თავდაჯერებულ ბავშვებს ამგვარი მუქარა დიდად არ შეაწუხებთ, მაგრამ მგრძნობიარე ბავშვზე მეტისმეტად იმოქმედებს. მას შეიძლება განუვითარდეს სქესობრივი კავშირის შიში და მომავალში საერთოდ უარი თქვას ცოლის შერთვასა და ბავშვის ყოლაზე.

 

მკაცრი რეპრესიების მეთოდი მცდარია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საერთოდ ყურადღება არ მიაქციოთ ამ პრობლემას. თუ ბავშვი ძალიან განიცდის და ნერვიულობს ამ საკითხის ირგვლივ ოჯახში ატეხილი ალიაქოთის გამო, დაამშვიდეთ, აუხსენით, რომ ბევრი სხვა ბიჭუნა და გოგონაც იქცევა ასე, მაგრამ შემდეგ, თუკი მოინდომებენ, თავს ანებებენ. სასურველია, ბავშვი დააკავოთ სპორტის სხვადასხვა სახეობით. ონანიზმის სწრაფვა ძლიერდება ყრმობაში. ამის მიზეზია ორგანიზმში გარდატეხის პერიოდში მიმდინარე ძირეული ფიზიოლოგიური ცვლილებები, რომლებიც ბიჭს მამაკაცად და გოგონას ქალად აქცევენ. შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების გაძლიერებული მუშაობა ზეგავლენას ახდენს არა მარტო მოზარდის ორგანიზმზე, არამედ მის აზროვნებასა და ემოციებზეც. იგი სულ უფრო ნათლად გრძნობს მზარდ სქესობრივ სურვილებსა და რომანტიკულ გატაცებებს.

 

ამ სურვილებს ბუნება კარნახობს, მაგრამ მოზარდი ჯერ კიდევ არ არის მზად იმისათვის, რომ თავისი სურვილები და გრძნობები გამოააშკარავოს. უფრო მოზრდილ ასაკში იგივე სურვილები თავის გამოხატულებას პოვებს ბიჭებსა და გოგონებს შორის რომანტიკულ-მეგობრულ ურთიერთობაში, პაემნებში, ცეკვებში. უფრო მოგვიანებით იმავე სურვილებს ნამდვილი სიყვარული და ქორწინება მოჰყვება. ჯანსაღ, მეგობრულ ოჯახურ გარემოში გაზრდილი მოზარდი თავს დამნაშავედ გრძნობს არამც თუ მოქმედების, არამედ ონანიზმზე უბრალო გაფიქრების გამოც. ბავშვებს სჭირდებათ მშობლების მზრუნველობა, სიყვარული. უფრო მეტი დრო დაუთმეთ შვილებს და ოჯახის სხვა წევრებს, მშობლების ურთერთობა და მათი ურთიერთდამოკიდებულება სარკესავით აისახება შვილების ფსიქიკურ, ემოციურ, სულიერ სამყაროზე. აუხსენით შვილს და ასწავლეთ, რომ ონანიზმი არ არის კარგი საქციელი. ეს მან გონებით უნდა შეიმეცნოს და ამაში თქვენ უნდა დაეხმაროთ...

 

ამგვარი ახსნა-განმარტებები მნიშვნელოვნად შეამცირებს პრობლემის სიმძაფრეს. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - პატარაობიდანვე ასწავლეთ შვილებს პირადი ჰიგიენის დაცვა, სასქესო ორგანოების ყოველდღიური მოვლა, სისუფთავე, თეთრეულისა და საცვლების ყოველდღიური გამოცვლა, უმჯობესია ქვედა საცვლები იყოს ბამბის და არა სინთეტიკური, თავისუფალი და არა მჭიდროდ შემოტმასნილი ტანზე. ნუ დაიწყებთ პრობლემის გადაჭრას მაშინ, როცა იგი თავს იჩენს, პატარაობიდანვე დაიჭირეთ თადარიგი - სწორად აღზარდეთ შვილები ახალშობილობის პერიოდიდანვე და რაც მთავარია, თქვენ თვითონ იყავით მაგალითის მიმცემი თქვენი შვილებისთვის.