დედის ხელით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დედის ხელით

ტანსაცმელი

ბავშვის გარდერობის ყველაზე მომხიბლავი ნივთი ფაჩუჩებია. სწორედ მათი ქსოვის შესწავლა სურთ მომავალ დედებს. გამოცდილი მქსოველის ხელმძღვანელობით ლამაზი ფაჩუჩების შექმნა სულაც არ არის ძნელი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქსოვის ელემენტარული ჩვევები გაქვთ. თუ მაინც შიშობთ, შეგიძლიათ, ქსოვა უფრო მარტივი ნივთებით, მაგალითად, პლედით დაიწყოთ. მაქსიმალური კომფორტისთვის დაგჭირებათ სულ პატარა - დაახლოებით 50X80სმ ზომის - პლედი. მის მოსაქსოვად დაახლოებით იმდენივე დრო და ძალისხმევაა საჭირო, რამდენიც ღაზლის მოსაქსოვად. პლედი მთლიანიც შეიძლება იყოს და პატარა, გეომეტრიული ფორმის დამოუკიდებელი ნაწილებისგან შეკერილიც. თუ კერვა უფრო მეტად გეხერხებათ, ვიდრე ქსოვა, შეგიძლიათ ფერადი ნაკუწებისგან ლამაზი საბანი შეკეროთ. თუ გრძნობთ, რომ მთელი საბნისპირის შესაკოწიწებლად მოთმინება არ გეყოფათ, შეგიძლიათ, პატარა ნაწილი შეკეროთ და შესატყვისი ფერის საბანს დააკეროთ. თუ არც ქსოვა გიტაცებთ და არც კერვა, გირჩევთ, ქარგვასა და აპლიკაციაში სცადოთ ბედი. გული, ყვავილი, დათვის ბელი ნებისმიერ ნივთს გაალამაზებს.

 

ინტერიერი

ხელსაქმის მეორე მიმართულება ინტერიერის გალამაზებაა. განსაზღვრული ხნის შემდეგ ბავშვი აუცილებლად დააფასებს ინტერიერის სილამაზეს. თქვენთვისაც უფრო სასიამოვნო იქნება მყუდრო და გემოვნებით მოწყობილ ოთახში ყოფნა. ყველაზე ეფექტური და მარტივი ტექნიკა, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ გაალამაზოთ ბავშვის ავეჯი, ყუთები და ჩარჩოები, ხელით ხატვის იმიტაციაა. შეგიძლიათ, გამოჭრათ ლამაზი ნახატი ან ფიგურა (უმჯობესია, ქაღალდი თხელი იყოს) და ავეჯის ზედაპირზე ჩვეულებრივი ხის წებოთი დააწებოთ. მომდევნო ეტაპი ნახატის ლაქით დაფარვაა. უმჯობესია, ეს სამუშაო ოჯახის წევრებმა მაშინ შეასრულონ, როცა მომავალი დედა სასეირნოდ წავა - თანამედროვე აკრილის ლაქები საკმაოდ სწრაფად შრება და სუნსაც არ ტოვებს. კერვის მოყვარულებსაც შეუძლიათ, ეფექტურად გამოიყენონ თავისი ნიჭი ინტერიერის გასალამაზებლად. მაგალითად, შექმნან ჯიბეებიანი ხალიჩა, რომელიც ლამაზიც არის და პრაქტიკულიც: აიღეთ უბრალო ტილოს ნაჭერი, კედლებზე ლამაზი არშია შემოავლეთ და ჯიბეები დააკერეთ.

ნაჭრის ზომა, ფერი, ჯიბეების ფორმა და რაოდენობა შეგიძლიათ სურვილისამებრ შეარჩიოთ. შემდეგ ეს ჯიბეებიანი ქსოვილი საწოლის კიდეებზე დაამაგრეთ ან კედელზე დაკიდეთ, მის ჯიბეებში კი საჭირო წვრილმანები ჩააწყვეთ - მათი ძებნაც აღარ დაგჭირდებათ. როცა პატარა წამოიზრდება, შეეძლება, თქვენი ქმნილება ფლომასტერებისა და ფანქრების შესანახად გამოიყენოს. კიდევ ერთი რამ, რაც აუცილებლად უნდა მოამზადოთ, ბავშვის სიმაღლის საზომია. სიცოცხლის პირველი ორი წლის განმავლობაში ბავშვი ინტენსიურად იზრდება. ამ პერიოდში დედას იმდენი საზრუნავი აქვს, რომ მსგავსი მოწყობილობის შესაქმნელად ნამდვილად ვერ მოიცლის, ამიტომ ჯობს, სიმაღლის საზომი პატარას დაბადებამდე მოამზადოს. ციფრების გასწვრივ ამოქარგული ვარსკვლავი, დათუნია ან ბურთი სიმაღლის გაზომვას თქვენი პატარას ერთ-ერთ უსაყვარლეს გართობად აქცევს. შემდეგ კი შეგიძლიათ, ეს საზომი შვილიშვილებს შეუნახოთ.

 

სათამაშოები

სათამაშოების ქსოვა და კერვა საკმაოდ მხიარული და სასიამოვნო საქმიანობაა. როგორც ფსიქოლოგები ამტკიცებენ, ბავშვის განვითარებისთვის თვითნაკეთი სათამაშოები განსაკუთრებით სასარგებლოა. თანაც მათ დედის ხელების სითბო აქვთ შერჩენილი და ბუნებრივი ქსოვილებისგან არიან დამზადებულნი.

ალბათ უმჯობესია, პირველ რიგში მოძრავი სათამაშო დაამზადოთ. ჯერ ქაღალდის თარგი გამოჭერით დათუნიასთვის, კურდღლისთვის, ღრუბლისთვის (გაითვალისწინეთ: ამ სათამაშოების ზომა 8-10 სანტიმეტრს არ უნდა აღემატებოდეს და დეტალებით არ უნდა იყოს გადატვირთული). გამოჭერით ფიგურები, ნაჭრები უკუღმა დაადეთ ერთმანეთს, პირი გაუკერეთ, შემდეგ გადმოაბრუნეთ და ბამბით გამოტენეთ. როცა რამდენიმე სათამაშოს შეკერავთ, გააერთიანეთ - წვრილი თოკებით ერთ რგოლზე დაკიდეთ, ხოლო რგოლი საწოლის ზემოთ დაამაგრეთ. სათამაშო უბრალო შეხების დროსაც კი ამოძრავდება და უდავოდ მიიპყრობს პატარას ყურადღებას.

ძაფისთმიანი ნაჭრის თოჯინაც თქვენი შვილის საყვარელ სათამაშოდ იქცევა. პაწაწა მას ჯერ დაათვალიერებს, შემდეგ მოფერებასაც ისწავლის, როცა წამოიზრდება, საწოლშიც ჩაიწვენს...

სათამაშო წიგნის შესაქმნელად სხვადასხვა ფერის სქელ ნაჭრებზე სხვა ფერის ნაჭრისგან გამოჭრილი ფიგურები დააწებეთ ან დააკერეთ. ეცადეთ, განსხვავებული ფაქტურის ქსოვილები შეარჩიოთ. მათი შეხებისას პატარას ტაქტილური შეგრძნება და წვრილი მოტორიკა განუვითარდება. პატარას აუცილებლად განაცვიფრებთ "ფანჯრებიანი" წიგნით - მის ერთ "ფურცელზე" არსებული ფანჯარა იღება და იქიდან მეორე ფურცელზე "მობინადრე" დათუნია ან კურდღელი ჩანს. შეგიძლიათ, საამისოდ მზა აპლიკაციაც გამოიყენოთ.

 

საჩუქარი

არსებობს თვითნაკეთი ნივთები, რომელთა შექმნაც საკუთარი თავისთვის აზრადაც არ მოგივათ, მაგრამ ძალიან გესიამოვნებათ, თუ ვინმე მსგავს საჩუქარს მოგართმევთ. მაგალითად, ძალიან ლამაზია მოქარგული ღია ბარათი. ის საკმაოდ ეფექტურია და სულაც არ არის ძნელი დასამზადებელი. ქაღალდი ორად გაკეცეთ და მეორე ფურცელზე ნახატი ამოქარგეთ. დათვი, ბურთი, ყვავილი, ანგელოზი, პეპელა - არჩევანი საკმაოდ დიდია. ამის შემდეგ პირველ გვერდზე ოვალური ან მართკუთხა ფანჯარა გამოჭერით, რომლის "გაღებისას" ნაქარგი გამოჩნდება.

 

როგორ შევარჩიოთ მასალა

ქსოვილიც და ძაფიც, ცხადია, ნატურალური უნდა იყოს. როგორც არ უნდა გხიბლავდეთ პოლიესტერი, აჯობებს, ჩითი გამოიყენოთ, განსაკუთრებით - თუ ბავშვს ტანსაცმელს უკერავთ. შალის ძაფი, რა თქმა უნდა, ნატურალურია, მაგრამ შესაძლოა, ალერგიის მიზეზად იქცეს, ამიტომ ეცადეთ, შალი იშვიათად გამოიყენოთ, ხოლო ამ ძაფის ფაჩუჩები და ჯემპერი პატარას ტანსაცმლის ზემოდან ჩააცვით. ის ნივთები, რომლებსაც ბავშვი უშუალოდ ეხება, ჯობს, ბამბის ძაფისგან მოქსოვოთ. ხელით შეკერილი სათამაშოები უმჯობესია სინთეპონით გატენოთ. სინთეპონი ბამბაზე უკეთ ინარჩუნებს ფორმას და მალე შრება.

არ შეიძლება სათამაშოების გამოტენა გამხმარი მცენარეებით - შესაძლოა, პატარას ალერგიული რეაქცია განუვითარდეს. სათამაშოს ან ტანსაცმლის მოსაქსოვად არც ანგორის (მოხერის) ძაფის გამოყენებას გირჩევთ - მართალია, ღუნღულა კოფთაში პატარა საყვარელ დათვის ბელს ჰგავს, მაგრამ შესაძლოა, ძაფის ბუსუსები პირში ან ცხვირში ჩაუვიდეს.

ეცადეთ, არც ერთ სათამაშოს და, საზოგადოდ, არც ერთ საგანს, რომელიც ბავშვის ხელში ხვდება, არ ჰქონდეს პატარა დეტალები, რომლებიც შეიძლება მოწყდეს. ჯობს, თვალები ამოქარგოთ, ვიდრე ღილები დააკეროთ. თუ პატარა დეტალი აუცილებელია, ის ძალიან კარგად უნდა იყოს დამაგრებული. ფერადი პომპონები და თასმები კი თვალს ნამდვილად ახარებენ. შეარჩიეთ კაშკაშა ფერები, მაგრამ ჯობს, ერთ სათამაშოში 2-3 ფერზე მეტი არ იყოს შეხამებული. თუ ბევრი დეტალი აუცილებელია, გასანეიტრალებლად თეთრი ან ბაცი ყვითელი გამოიყენეთ. გაითვალისწინეთ, რომ ახალშობილი ყველაზე უკეთ ჭადრაკისებრ და ზოლებიან ორნამენტებზე რეაგირებს.


 

ვემზადებით ბაღისთვის

გაზაფხული, სადაც არის, მიილევა, ზაფხულიც სწრაფად გაირბენს და ახალი სასწავლო წელიც დაიწყება. შესაძლოა, ამაზე საუბარი ნაადრევი მოგეჩვენოთ, მაგრამ პედაგოგებისა და ფსიქოლოგების რჩევის თანახმად, ბავშვის "ხალხში გამოსვლამ" უმტკივნეულოდ რომ ჩაიაროს, მზადება ადრევე უნდა დავიწყოთ. მივიყვანოთ თუ არა პატარა საბავშვო ბაღში? ამ შეკითხვას უმეტესად ის დედები სვამენ, რომელთაც აქვთ საშუალება, მთელი თავიანთი დრო საოჯახო საქმიანობას დაუთმონ. ზოგიერთ ქალს კი, სამწუხაროდ, არჩევანი არ გააჩნია... პასუხი სხვადასხვაგვარია. ზოგს სურს, ბავშვი მისი მეთვალყურეობით იზრდებოდეს. მართლაც, ვინ მოუვლის პატარას დედაზე უკეთ?! ბევრს ის გარემოება აშინებს, რომ საბავშვო ბაღში ყველა ბავშვი საერთო წესებს უნდა დაემორჩილოს. როგორ ურთიერთობას დაამყარებს პატარა თანატოლებთან, ოჯახურ სიმყუდროვეს მიჩვეული როგორ შეეგუება კოლექტივს, მკაცრ წესრიგს, რამდენი ემოცია მოჰყვება გარემოს შეცვლას?!

ნებისმიერი მშობლის ბუნებრივი სურვილია, შვილი გვერდით ჰყავდეს, მაგრამ ყოველმა მათგანმა უნდა გააცნობიეროს, რომ ადრე თუ გვიან დადგება დრო, როცა განშორება აუცილებელი გახდება. საამისოდ კი მზადება ნელ-ნელა უნდა დავიწყოთ. გარდა ამისა, საბავშვო ბაღს აქვს უპირატესობაც, თუნდაც რეჟიმი. აბა, გულახდილად ვუპასუხოთ შეკითხვას: რომელი მშობელი ახერხებს, ბავშვი რეგულარულად, დღეში ორჯერ გაიყვანოს სასეირნოდ ან ყველდღე ავარჯიშოს? ალბათ ვერც ერთი. თანაც ვერც ერთი, ძალიან ყურადღებიანი მშობელიც კი ვერ შეუცვლის ბავშვს თანატოლებთან ურთიერთობით მიღებულ დადებით ემოციას, საბავშვო ბაღი კი საუკეთესო გარემოა მსგავსი გამოცდილების მისაღებად. ამასთანავე, ბაღში მიღებული გამოცდილება სულ სხვაა, ვიდრე ეზოში განცდილი ემოცია. ბაღში პატარა დამოუკიდებლობას ეჩვევა, კოლექტივში თავის ადგილს იმკვიდრებს, იღებს გადაწყვეტილებებს, მიდის კომპრომისზე, ზოგჯერ კონფლიქტშიც მონაწილეობს.

 

მინუსები

"ბაღში მისვლა ვერც კი მოვასწარით, რომ ავად გავხდით", - მსგავს ფრაზას მშობლებისგან ხშირად გაიგონებთ. ეს სულაც არ არის გასაკვირი - ინფექციური დაავადების რისკი ბავშვთა კოლექტივში მართლაც უფრო მაღალია, მაგრამ დაავადების თავიდან აცილებაში პედაგოგების გამოცდილება და ყურადღება დიდ დახმარებას გაგიწევთ - ისინი ყოველთვის ამჩნევენ, რომ აღსაზრდელი თავს ცუდად გრძნობს და სხვა ბავშვებისგან მის იზოლაციას დროულად ახდენენ.

 

დაზვერვა

ვიდრე პატარას ბაღში მიიყვანდეთ, აუცილებლად უნდა მოიპოვოთ გარკვეული ინფორმაცია. საამისოდ შეგიძლიათ რამდენიმე მეთოდი გამოიყენოთ:

  • ესაუბრეთ სხვა მშობლებს. ისინი დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდიან პედაგოგების, მეცადინეობის, კვების შესახებ.
  • ბაღში ექსკურსია მოაწყვეთ, სცადეთ წარმოიდგინოთ, რამდენად კომფორტულად იგრძნობს თქვენი პატარა იქ თავს. ყურადღება მიაქციეთ სისუფთავეს, სითბოს, სათამაშოებს, პედაგოგებს.

როცა ინფორმაცია ხელთ გაქვთ, ისღა დაგრჩენიათ, თქვენი ფინანსური შესაძლებლობები შეაფასოთ და თქვენთვის მისაღები ვარიანტი აირჩიოთ.

 

მე თვითონ!

პატარა, რომელსაც საკუთარი თავის მომსახურების ელემენტარული ჩვევები აქვს, საბავშვო ბაღში თავს უფრო ლაღად იგრძნობს, ამიტომ ბაღში მისვლამდე დაიწყეთ "ვარჯიში" - სასეირნოდ წასვლისას შესთავაზეთ ბავშვს, თავისით ჩაიცვას შარვალი, პერანგი ან კაბა, ჩექმა, კედი, მაშია. მერე რა, თუ თავდაპირველად არაფერი გამოვა - ნუ უსაყვედურებთ, პირიქით, შეაქეთ. მომდევნო ცდა ნამდვილად უფრო წარმატებული გამოვა. ბაღში ბავშვს თავისი ტანსაცმლის შესანახად კარადას გამოუყოფენ. კარგი იქნება, თუ ასეთივე კუთხეს შინაც გამოვუძებნით და წინასწარ მივაჩვევთ წესრიგს. ბაღისთვის მზადებისას აუცილებლად უნდა მივაჩვიოთ ბავშვი ჰიგიენის ელემენტარულ წესებს, ვასწავლოთ ხელების დამოუკიდებლად დაბანა, თმის დავარცხნა. შესაძლოა, ეს თავიდან სულაც არ იყოს იოლი, მაგრამ მოიშველიეთ თქვენი ცოდნა და ფანტაზია, მოუყევით ბავშვს მიკრობების შესახებ ლამაზი ზღაპარი, აუხსენით, რომ ისინი არ ჩანან, მაგრამ შეუმჩნევლად აღწევენ ჩვენს ორგანიზმში და დაავადებას იწვევენ.

კიდევ ერთი აუცილებელი ჩვევა ქოთნით ან უნიტაზით სარგებლობაა.

როცა ბავშვი ეზოში ჩაგვყავს, უმჯობესია, ის სხვა პატარებს შეუერთდეს, მათთან ერთად გამოაცხოს ქვიშის ტორტები, ირბინოს. არც მცირე ტრავმაა კატასტროფა. ეს გაცილებით უკეთესია ბავშვის განვითარებისთვის, ვიდრე დედასთან ერთად მშვიდი სეირნობა. ბავშვებთან თამაში პატარას ურთიერთობის უნარს გამოუმუშავებს. მაგალითად, მას აუცილებლად მოუწევს თავისი სათამაშოს მეგობრისთვის თხოვება ან ნათხოვარი ნიჩბის პატრონისთვის დაბრუნება, ამას კი ბავშვები ყოველთვის როდი აკეთებენ ხალისით... პატარები საოცარი მესაკუთრეები არიან, მათი მეგობრობიდან ჩხუბამდე ერთი ნაბიჯია. მსგავსი კონფლიქტის დროს დედამ უნდა მოახერხოს, პატარას საქციელი მკვეთრი ძალდატანების გარეშე მოაქციოს ჩარჩოებში. დიდი მნიშვნელობა აქვს სწორი ფსიქოლოგიური განწყობის შექნას. ბავშვს წინასწარ უნდა მოვუყვეთ, რა კარგია საბავშვო ბაღი, რაოდენ მნიშვნელოვანია ბაღში წასვლა. ის უნდა შეეგუოს აზრს, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა - როცა ბავშვები ცოტათი წამოიზრდებიან, ჯერ ბაღში, შემდეგ კი სკოლაში მიჰყავთ. მოუყევით პატარას, რომ ბაღში თავადაც დადიოდით. გაითვალისწინეთ, ბავშვები კარგად გრძნობენ მშობლების განწყობას, ამიტომ პატარამ შფოთვა და მღელვარება არ უნდა შეგამჩნიოთ.

 

როდის ჯობს ბაღში წასვლა?

ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ბაღში ბავშვის მიყვანა 3-4 წლის ასაკშია უმჯობესი. ამ ასაკისთვის ბავშვს ბევრი რამის კეთება შეუძლია დამოუკიდებლად: დამოუკიდებლად ზის მაგიდასთან, თავისით იცვამს და იხდის ტანსაცმელს, დამოუკიდებლად ჯდება ქოთანზე, კარგად ლაპარაკობს და ყოველ ნაბიჯზე დახმარება აღარ სჭირდება. გარდა ამისა, ამ ასაკისთვის ბავშვის ქცევა უკვე განსაზღვრულ ჩარჩოებშია მოქცეული. მას აქვს წარმოდგენა, რა შეიძლება და რა - არა... თანაც 3-4 წლის ბავშვს ადვილად ავუხსნით, რომ დღე მალე გაივლის და საღამოს დედა ან მამა სახლში წაიყვანენ. ბაღში პირველი ვიზიტის წინ აუცილებლად მოუყევით მასწავლებელს თქვენი შვილის ხასიათის თავისებურებების შესახებ. გააცანით ბავშვის ჯანმრთელობის პრობლემებიც (ალერგია, ხშირი გაციება...).

 

პირველი დღეები

პირველ დღეს მიეცით ბავშვს საშუალება, "თან წაიყვანოს" საყვარელი დათვი ან თოჯინა. ასე პატარას შეექმნება შთაბეჭდილება, რომ ბაღში მარტო არ მიდის. მიეცით გასაქანი თქვენს ფანტაზიას, დასვით შეკითხვები: "ნეტავ როგორ მოიქცევა დათუნია ბაღში?", "როგორ ითამაშებს ბავშვებთან?" შინ დაბრუნებისას კი გაარკვიეთ, როგორ იქცეოდა დათუნია, რა მოეწონა, რით არის უკმაყოფილო... ეს პატარას საშუალებას მისცემს, უკეთ გადმოგცეთ თავისი ემოციები.