რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
ადენოიდები - Adenoids - аденоиды

ადენოიდი ეწოდება ცხვირ-ხახის ნუშურა ჯირკვლის პათოლოგიურ გადიდებას. ის ბავშვების დაავადებად ითვლება, მაგრამ იშვიათად ზრდასრულებსა და მოხუცებშიც გვხვდება. განსაკუთრებით ხშირად ავადდებიან 3-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვები. პატარები საბავშვო ბაღსა თუ სხვა ხალხმრავალ დაწესებულებებში (სპორ¬ტულ სექციებში) მეტწილად 3 წლიდან მიჰყავთ, ამიტომ ამ ასაკიდან იმატებს გადამდები ინფექციებით დასნებოვნების ალბათობა. იმუნიტეტიც აქტიურ მოქმედებას იწყებს და თუ მშობლებმა სათანადო ყურადღება არ მიაქციეს და სრულფასოვნად არ უმკურნალეს გრიპითა თუ სხვა ინფექციით დაავადებულ ბავშვს, იქმნება ადენოიდების გადიდების წინაპირობა. დაახლოებით 12 წლიდან ნუშურა ჯირკვლები პატარავდება, ხოლო 16-20 წლისათვის ადენოიდური ქსოვილი ორგანიზმში პრაქტიკულად აღარ არის.

დაავადების ნიშნები

  • ადენოიდი ბავშვის ორგანიზმში დარღვევათა მთელ წყებას იწვევს.
  • ძნელდება ცხვირით სუნთქვი, რაც შესაძლოა ჰიპოქსიის მიზეზად იქცეს. შედეგად ფერხდება გონებრივი განვითარება.
  • ზედა ყბა ზრდაში ჩამორჩება, რაც თანკბილვის პრობლემებს იწვევს. ბავშვს უყალიბდება სპეციფიკური სახე: ქვედა ყბა წინ არის წამოწეული, პირი ხშირად არის ღია. ვითარდება მეტყვე¬ლების დარღვევა.
  • სმენა ქვეითდება. შესაძლოა, ადენოიდი ცხვირით სუნთქვას ხელს არ უშლიდეს, მაგრამ ევსტაქის მილი დაახშოს. ეს შეაფერხებს შუა ყურამდე ჰაერის თავისუფალ დინებას და ბავშვს ცუდად ესმის. გარდა ამისა, შუა ყურის მიდამოში ხელსაყრელი პირობები იქმნება კატარული და ჩირქოვანი ინფექციების განვითარებისთვის.
  • ცხვირიდან ლორწოს გამოყოფის ფუნქციის დარღვევის გამო ორგანიზმში ჩნდება ინფექციის მუდმივი წყარო, რომელიც ხელს უწყობს ანთებითი პროცესების განვითარებას როგორც უშუალოდ ნუშურა ჯირ¬კვალში (ადენოიდიტი), ასევე ცხვირ-ხახასა და ქვედა სასუნთქი გზების სხვა უბნებში. ადენოიდებიან ბავშვს ხშირად ემართება სხვა ინფექციურ-ანთებითი ან ალერგიული პათოლოგიებიც.

განასხვავებენ ადენოიდების გადიდების სამ ხარისხს.
I ხარისხი - ბავშვი დღისით თავისუფლად სუნთქავს, ღამით კი ცხვირით სუნთქვა უჭირს (წოლისას ადენოიდები უფრო მეტად ახშობს სასუნთქ გზებს.).
II ხარისხი - ადენოიდები, პრაქტიკულად, სანახევროდ ფარავს ცხვირს (?), ამიტომ ბავშვები ხშირად ხვრინავენ ძილში, დღისით კი იძულებულნი არიან, პირით ისუნთქონ.
III ხარისხი - ადენოიდები მთლიანად კეტავს ცხვირს (?) და ხელს უშლის ჰაერის ცხვირიდან სასულეში გადასვლას. ბავშვი იძულებული ხდება, მხოლოდ პირით ისუნთქოს.
 
მკურნალობა
კონსერვატიული მკურნალობა შესაძლებელია დაავადების საწყის ეტა¬პზე, პირველ სტადიაში. შედეგიანია ლაზეროთერაპია მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად. რაც შეეხება ხალხურ მეთოდებს, ისინი ხსნის დაავადების გამოვლინებას, მაგრამ ვერაფერს აკლებს მიზეზს.
ადენოიდების ოპერაციული ჩვე¬ნებაა ცხვირით სუნთქვის გაძნელება, სმენის დაქვეითება ან ორივე ერთად. ოპერაციას ადენოტომია ეწოდება. სპეციალური ხელსაწყოთი პირის ღრუს გავლით შედიან ცხვირ-ხახაში და ადენოიდებს კვეთენ.
არის შემთხვევები, როცა ადენოიდები ხელახლა ჩნდება. რეციდივის მრავალი მიზეზი არსებობს. მთავარი მიზეზი არაკვალიფიციურად ჩატარებული ოპერაციაა. სხვა მიზეზებს შორის შეიძლება გამოვყოთ ოპერაციის გაკეთება ადერეულ (3 წლამდე) ასაკში, ალერგიისკენ მიდრეკილება, ადენოიდური ქსოვილის ზრდისკენ მდრეკილება.


 

ფსიქოლოგებმა გამოარკვიეს რას აკეთებენ ადამიანები ძილის წინ. ქალების უმრავლესობა დასაძინებლად, უპირატესობას წიგნის კითხვას ანიჭებს (13% ქალი, მამაკაცი 9% ). ქალების მხოლოდ 4% ამბობს, რომ სექსი დაძინებაში ეხმარება.
სერიალმა "ექიმმა ჰაუსმა" სატელევიზიო სივრცეში გამოჩენისთანავე მოახერხა ექიმების, მომავალი ექიმების, პაციენტების, სამედიცინო საკითხებით დაინტერესებული ადამიანების და ზოგადად, ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა
კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ორგანიზმზე სირბილის ზემოქმედების უჩვეულო ეფექტი გამოავლინეს. თურმე სირბილი სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს.
04 აგვისტო 2016
1. ხარისხიანი სუნამო მზადდება მხოლოდ ნატურალური კომპონენტებისაგან და არავითარი "ქიმია"

თანამედროვე პარფიუმერია ნატურალური და სინთეზური ნივთიერებების ნარევია. სრულად ნატურალური სუნამო 2000-იან წლებში აღადგინა ამერიკელმა პარფიუმერმა ამანდა აფტელმა. მსოფლიოში მსგავსი პროდუქცია ძალზე ცოტა იყიდება: ნატურალურ კომპოზიციებს აქვს სპეციფიკური სუნი, არ აქვს მოცულობითი შლეიფი და სერიოზული მდგრადობა.

04 აგვისტო 2016
მუდმივი სტრესის, ხშირად კი არაჯანსაღი ცხოვრების მიზეზით ბევრი ახალგაზრდა მამაკაცის ორგანიზმია შეწუხებულია. ასე ხდება მამაკაცის ჰორმონ ტესტოსტერონის უკმარისობის დროსაც. ამიტომ მარადიული პრობლემა - ტესტოსტერონის დონის ამაღლება კვლავ აქტუალურია, ზოგიერთ შემთხვევაში - პრიორიტეტულიც.

მამაკაცის სასქესო ჰორმონი - ტესტოსტერონი უშუალოდ რომ მოქმედებს მამაკაცის სხეულის აგებულებაზე, ათლეტურობაზე, ხმის ტემბრზე, სექსუალურ აქტივობაზე, ეს არავის აეჭვებს.

გახდომის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა გაუსაძლისი შიმშილის შეტევის დათრგუნვაა.
მეცნიერებმა გაშიფრეს ქალის X-ქრომოსომის კოდი, რომელიც 300-ზე მეტი დაავადების განვითარებაზე ახდენს გავლენას.
ესპანელი ფსიქიატრების განცხადებით,  ინტერნეტ-დამოკიდებულების სინდრომი მეტად სერიოზული დაავადებაა.