რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
ვენების (ღრმა) გაგანიერება - Venous varicosis  - варикозное расширение глубоких вен

ღრმა ვენების პათოლოგია ხშირად თრომბოზის გამო ვითარდება. იგი შეიძლება ნებაზე მიშვებული ზედაპირული ვენების ვარიკოზული გაგანიერების გართულებაც იყოს. საქმე ის არის, რომ ზედაპირული ვენების გაგანიერებას მოჰყვება პერფორანტული ვენების ნაკლოვანება, რომელთა მეშვეობითაც სისხლი ზედაპირულიდან ღრმა ვენებში გადაედინება. მათი სარქვლები სისხლს საშუალებას არ აძლევს, ღრმა ვენებიდან უკან, ზედაპირულში დაბრუნდეს. როცა პერფორანტული ვენები დაზიანებულია, ხდება სისხლის რეფლუქსი (უკუდინება) ზედაპირულ ვენებში. ეს ღრმა ვენების უკმარისობას იწვევს, საბოლოოდ კი ქრონიკული ვენური უკმარისობა ვითარდება.

სიმპტომები და მიმდინარეობა. ღრმა ვენების გაგანიერების დროს ავადმყოფი უჩივის ქვედა კიდურების ტკივილს, რომელიც დიდხანს დგომისას ძლიერდება, ხოლო სიარულის დროს მცირდება, აგრეთვე - ფეხებში სიმძიმისა და სიმხურვალის შეგრძნებას, შეშუპებას, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ საღამოობით აღინიშნება, შემდგომში კი იმდენად მკვეთრია, რომ კიდურები ზოგჯერ ორჯერაც კი დიდდება. შორსწასულ შემთხვევაში კანი იცვლის ფერს და ვითარდება ლურჯი ფლეგმაზია. ღრმა ვენების გაგანიერებისთვის დამახასიათებელია დერმატიტი, ეგზემა და ტროფიკული წყლულები ქვემო კიდურებზე.
დიაგნოსტიკა. ინსტრუმენტული კვლევის მეთოდებიდან ყველაზე მისაღები და არაინვაზიურია დოპლეროგრაფია. საჭიროებისას ტარდება ფუნქციონალური სინჯები ღრმა ვენების გამტარობაზე, სარქვლების უკმარისობაზე, პერფორანტების უკმარისობაზე. ერთ-ერთი ყველაზე ინფორმაციული მეთოდია ფლებოგრაფია.

მკურნალობა. ღრმა ვენების გაგანიერება ძირითადად კონსერვატიულ მკურნალობას მოითხოვს, თუმცა არსებობს რამდენიმე ოპერაციული მეთოდი. ღრმა ვენებზე დიდი ოპერაციები არ ტარდება. კეთდება ჯვარედინი პლასტიკა, გადართვა ერთი სისტემიდან მეორე სისტემაში.
ღრმა ვენების უკმარისობის დროს ინიშნება ვენატონიკები: დეტრალექსი, ტროქსევაზინი, ვენორიცი და სხვა. გარდა ამისა, პაციენტს ურჩევენ კომპრესიული ტრიკოტაჟის ტარებას, უდგენენ მოძრაობის რეჟიმს, დიეტას (იკრძალება ალკოჰოლი და ცხარე საკვები). საჭიროების შემთხვევაში ინიშნება როგორც პირდაპირი (ჰეპარინი, ფრაქსიპარინი), ისე არაპირდაპირი მოქმედების (ვარფარინი, ჰემოპარინი) ანტიკოაგულანტები. არსებობს კანზე წასასმელი სპეციალური ჟელეები და მალამოებიც (ტროქსევაზინის, ჰეპარინის და სხვა).

 

 

"ოჯახის მკურნალი" ახალ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. ვებგვერდზე www.mkurnali.ge კითხვა-პასუხის უფასო სერვისი წლებია არსებობს. მასზე სტაბილურად მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე მომსახურების დახვეწა და განვითარება გადაწყდა.
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
ტელეკომპანია PalitraNews-ი ახალ გადაცემას იწყებს, სახელწოდებით "არცოდნა აკრძალულია".
23 ოქტომბერი 2016
ასაკთან ერთად ადამიანებს სულ უფრო მეტად ერღვევათ ძილის პროცესი. მოხუცებულთა უმრავლესობა, ჩვეულებრივ, უძილობას უჩივის.
18 ოქტომბერი 2016
მეცნიერებმა 16 000 ადამიანის მონაწილეობით ჩატარებული 16 კვლევის შედეგები გააანალიზეს. მათ მოხალისეებში დნმ-ის მეთილირების დონე შეაფასეს.
დანიშნულების მიხედვით გამოყოფენ საყოფაცხოვრებო, სპორტულ, სპეციალურ სამუშაო, საბავშვო, სამხედრო, სამკურნალო და სხვა ფეხსაცმელს.

ფეხსაცმელი უნდა პასუხობდეს ჰიგიენურ პრინციპებს:

1) ჰქონდეს დაბალი თბოგამტარობა, უზრუნველყოს ფეხსაცმლის სივრცის მიკროკლიმატი, მისი ვენტილაცია;

ჭარბი წონის გამო ადამიანი მომხიბვლელობას რომ კარგავს და ვეღარც სასურველ სამოსს იხდენს, მყისვე დიეტას მიმართავს. სწრაფი შედეგის ეშხით, ამ დროს უმთავრესია, ზიანი არ მიადგეს ჯანმრთელობას.

საშიში
შიმშილი: წონის დაკლების ყველაზე ექსტრემალური და მავნე ხერხია - სრულიად არაფრის ჭამა; შიმშილი - ეს არის ძლიერი სტრესი ორგანიზმისთვის, რომელსაც ნებისმიერი დაავადების გამოწვევა შეუძლია. ძალიან ხშირად, “სადაც წვრილია, იქ წყდება”, ანუ თუ ორგანიზმში რაიმე სუსტი ადგილია, ის ზიანდება.

დაავადებული სახსრების მოვლა, სხვა პათოლოგიათა მსგავსად, რამდენიმე რჩევის გათვალისწინებასა და საჭირო ღონისძიებათა პერიოდულ თუ მუდმივ გატარებას გულისხმობს, რაც არც ისე ძნელია.

იკვებეთ ორგანიზმის სასიკეთოდ
სახსრების დაავადებებისას ერიდეთ მწარე, მჟავე და მლაშე კერძებს. ეცადეთ, მენიუ მცენარეული საკვებითა და ვიტამინებით გაამდიდროთ. განსაკუთრებით სასარგებლოა მწვანე ჩაი, ვაშლი, ქლიავი, ლიმონი, მოცვი და ქაცვი.