რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
კამელინი - CAMELIN - КАМЕЛИН

მწარმოებელი: კამელინი, საქართველო

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კამელინი M-1 და კამელინი M-2: იმუნომოდულატორი, ანტიოქსიდანტი.

კამელინი M-3: ანთების საწინააღმდეგო ანტისეპტიკური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კამელინიM-1

საინექციო ხსნარი 35%: ამპულაში 2 მლ, შეფუთვაში 10 ც.

შემადგენლობა:

კამელინი M 35%, საინექციო წყალი 65%. სამკურნალო საშუალება კამელინი მზადდება განსაკუთრებული სახეობის თაფლისაგან. მის შემადგენლობაში შედის ფუტკრის ცხოველქმედების ბიოლოგიურად მაღალაქტიური ნივთიერებები: ცილები, პეპტიდები, ამინომჟავები, ალდეჰიდები, ფურფუროლი, ჭიანჭველმჟავა, მიკროელემენტები.

კამელინი M-2

კაფსულები: შეფუთვაში 30 ც.

შემადგენლობა:

კამელინი M - 0.25 გ, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი - 0.25 გ.

სამკურნალო საშუალება კამელინი მზადდება განსაკუთრებული სახეობის თაფლისაგან. მის შემადგენლობაში შედის ფუტკრის ცხოველქმედების ბიოლოგიურად მაღალაქტიური ნივთიერებები: ცილები, პეპტიდები, ამინომჟავები, ალდეჰიდები, ფურფუროლი, ჭიანჭველმჟავა, მიკროელემენტები.

კამელინი M-3

მალამო 5%: ტუბში 25 გ

შემადგენლობა:

კამელინი M Camelinum M (ცილები, პეპტიდები, ამინომჟავები, ალდეჰიდები, ფურფუროლი, ჭიანჭველმჟავა, მიკროელემენტები) - 1.25 მლ; თეთრი ვაზელინი (Vazelinum album) -23.75 გ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კამელინს გააჩნია იმუნომოდულატორული აქტივობა. იგი აძლიერებს ჰუმორულ და უჯრედოვან იმუნიტეტს. კამელინის ორგანიზმში შეყვანის შედეგად ხდება iL-1, iL-6 და iL-12 ციტოკინინების გამონთავისუფლება. კამელინი იღებს მონაწილეობას უჯრედოვანი იმუნიტეტის განვითარებაში და T-ლიმფოციტურ რეაქციებში, მათ შორის პერიფერიული ლიმფოციტების მიტოგენეზის გაძლიერებაში. T ჰელპერებისა და T ციტოტოქსიური უჯრედების თანაფარდობის გაზრდაში, მაკროფაგების მიერ მიკროორგანიზმებისა და სიმსივნური უჯრედების საწინააღმდეგო მოქმედების გაძლიერებაში და TC უჯრედების შემცირებაში.

კამელინი ეფექტურია, როგორც ანტივირუსული, ანტიბაქტერიული, ანტიოქსიდანტური საშუალება. ახდენს ანტიპროლიფერაციულ, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს, შემაკავებლად მოქმედებს სიმსივნურ ზრდაზე, კამელინი აქტიურად მონაწილეობს ქსოვილების შეხორცებასა და რეპარაციაში, ხელს უწყობს კოლაგენის ჩალაგებას დაზიანებულ ადგილას.

ჩვენებები:

კამელინის ხსნარი და კაფსულები გამოიყენება, როგორც კომპლექსური თერაპიის შემადგენელი ნაწილი, ასევე დამოუკიდებლად, ყველა იმ შემთხვევაში, როცა საჭიროა იმუნიტეტის სტიმულირება, ორგანიზმის იმუნური პასუხის მოდიფიკაცია:

  • ვირუსული ინფექციები;
  • ბაქტერიული ინფექციები;
  • სიმსივნური დაავადებები;
  • სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებები;
  • პოლინეიროპათიები;
  • პოსტოპერაციული პერიოდი;
  • ტრავმები.

კამელინის მალამო:

  • კანის, რბილი ქსოვილების, ჩირქოვანი და ხანგრძლივად შეუხორცებელი ჭრილობები; ტროფიკული წყლულები, ფურუნკული პანარიციუმი, ნაწოლები.

მიღების წესი და დოზირება:

საინექციო ხსნარი:

ინექციები კეთდება დღეში 2-ჯერ ინტრამუსკულარულად, 2.2 მლ დილა-საღამოს. კამელინი შეჰყავთ დუნდულო კუნთში ღრმა, ნელი ტემპით, წყვეტილად, 20-25 წმ-იანი ინტერვალებით ცალკეულ ულუფებს შორის. მკურნალობის კურსი - 20 დღე. კურსებს შორის შესვენება - 8 დღე. მკურნალობის ხანგრძლივობა 2-5 კურსი (2-5 თვე). საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია შემანარჩუნებელი მკურნალობის გახანგრძლივება.

კაფსულები:

კაფსულები მიიღება 3-ჯერ დღეში, საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე, წყალთან ერთად. მკურნალობის კურსი - 20 დღე. კურსებს შორის შესვენება - 8 დღე. მკურნალობის ხანგრძლივობა 2-5 კურსი (2-5 თვე). საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია შემანარჩუნებელი მკურნალობის გახანგრძლივება.

მალამო:

მალამო თხელ ფენად წაისმევა დაზიანების უბანზე, შესაძლებელია დოლბანდის ნახვევის გაკეთება. მალამოს აპლიკაცია ხდება დღეში 2-3-ჯერ. მკურნალობის ვადა განისაზღვრება ჩვენებების მიხედვით.

გვერდითი მოვლენები:

თერაპიულ დოზებში არატოქსიურია, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები. შესაძლებელია ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენა სამკურნალო საშუალების კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენებები:

უკუჩვენებები არ არის გამოვლენილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

კამელინი თავსებადია ყველა სამკურნალო საშუალებასთან, რომელიც გამოიყენება ზემოთ დასახელებული დაავადებების სამკურნალოდ.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 1 წელი დამზადების თარიღიდან.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი  გაიცემა ექიმის რეცეპტით.

 

 

 

ალკოჰოლის ხშირი მოხმარება ჯანმრთლობისთვის მავნებელია, თუმცა დღესასწაულებზე სასმელზე უარის თქმა ზოგჯერ შეუძლებელია. დღესასწაულებისთვის მომზადებაა საჭირო. რამდენიმე დღით ადრე, იოდშემცველი პროდუქტების მიღებაა რეკომენდებული (ზღვის კომბოსტო, ზღვის თევზი, ზღვის პროდუქტები, ფეიხოა).
ექიმი გრეგორი ჰაუსი ყველაზე პოპულარული ექიმია მსოფლიოში მიუხედავად იმისა, რომ ის სატელევიზიო სერიალის გმირია. ყველაზე პოპულარულ გამოგონილ პერსონაჟებს შორის ის ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს.
ექსპერიმენტი ჩატარდა მღრღნელებზე. მეცნიერები საცდელ ცხოველებს წონის დასაკლებად ფიზიკურ ვარჯიშს აიძულებდნენ. აღმოჩნდა, რომ მამრები, მდედრებთან შედარებით, ფიზიკური ვარჯიშის დახმარებით, უფრო ადვილად იკლებდნენ წონაში. აღსანიშნავია, რომ დატვირთვის დონე და კვება იდენტური იყო.
09 თებერვალი 2017
ბევრი ფიქრობს, რომ ადამიანები, რომლებიც ხშირად იღებენ სელფს, ნარცისიზმით არიან შეპყრობილები. თუმცა, ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს ყოველთვის ასე არ არის. ამ ადამიანებს სხვა მოტივიც შეიძლება ამოძრავებდეთ.
28 დეკემბერი 2016
სტენფორდის უნივერსიტეტის გენეტიკოსები აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში ბავშვის ჩასახვისათვის კაცობრიობას სექსი აღარ დასჭირდება. მეტიც, პოტენციურ მშობლებს ბავშვების შერჩევა არა მხოლოდ სქესის, არამედ სხვა ნიშნების მიხედვითაც შეეძლებათ.
ადამიანის ტვინი მიდრეკილია სწრაფი დასკვნების გაკეთებისკენ, მაშინაც კი, თუ ეს უსაფუძვლო ნეგატიურ შეფასებას ნიშნავს. სპეციალისტებმა გაარკვიეს, რომ როდესაც ადამიანს აძლევენ ადამიანების მითიურ ჯგუფზე ნეგატიურ ინფორმაციას
საშინაო საქმეები სპორტდარბაზში ვარჯიშის შემცვლელია. სპეციალისტებმა დათვალეს რამდენი კალორიის დაწვაა შესაძლებელი ჩვეული საშინაო საქმიანობის დროს. ასე მაგალითად, საწოლის გასწორებისას ადამიანი წვავს 70 კალორიას, რაც ერთი ორცხობილას ეკვივალენტია.
ეჭვიანობა აქვეითებს ყურადღებას, ხელს უშლის მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების კონცენტრირებას. გარდა ამისა, ეჭვიანობის გრძნობა იწვევს სტრესის, შფოთისა და დეპრესიის სიმპტომების გამოვლენას