რუბრიკები
სეკნიდოქსი - SECNIDOX - СЕКНИДОКС

საერთაშორისო დასახელება:

SECNIDAZOLE

მწარმოებელი: WORLD MEDICINE, დიდი ბრიტანეთი

მოქმედი ნივთიერება: სეკნიდაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკრობული და ანტიპროტოზოული საშუალება. ნიტროიმიდაზოლების წარმოებული.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 2 ც.

1 ტაბ.

სეკნიდაზოლი .............         1.0 გ

დამხმარე ნივთიერებები:

სიმინდის სახამებელი, კალციუმის ჰიდროფოსფატი, მიკროსკრისტალური ცელუოლზა, ნატირუმის სახამებლ-გლუკოლატი, პოვიდონი (K30), მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული ტალკი.

ფარმაკოდინამიკა:

სეკენიდოქსი - ნიტროიმიდაზოლების ჯგუფის ანტიპროტოზოული პრეპარატია, გააჩნია ანტიბაქტერიული და ანტიპროტოზოული მოქმედება; პრეპარატს გაჩნია ბაქტერიციდული (გრამდადებით და გრამუარყოფითი ანაერობული ბაქტერიების წინააღმდეგ) და ამებიციდური (ნაწლავშიდა და ნაწლავგარე) მოქმედება.

სეკნიდოქსი განსაკუთრებით აქტიურია Entamoeba histolytica, Trichomonas vaginalis, Giardria lamblia-ს მიმართ. მიკროორგანიზმის უჯრედში შეღწევით სეკნიდაზოლი აქტიურდება 5-ნიტროჯგუფის აღდგენის შედეგად, მოქმედებს უჯრედის დნმ-ზე, იწვევს მისი სპირალისებური სტრუქტურის რღვევას და ძაფების დაშლას, ადგილი აქვს ნუკლეოტიდური სინთეზის პროცესის ინჰიბირებას და უჯრედის სიკვდილს.

ფარმაკოკინეტიკა:

შიგნით მიღების შემდეგ, სეკნიდოქსი სწრაფად და მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ბიოშეღწევადობა თითქმის 80%-ს შეადგენს. Cmax-ს 4 საათში აღწევს. სეკნიდოქსი კარგად გადის ჰემატო-ენცეფალურ ბარიერს, გამოიყოფა დედის რძესთან ერთად. ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 25 საათია, რაც შესაძლებელს ხდის პრეპარატის მიღების სქემის გამარტივებას.

ჩვენებები :

  • ტრიქომონადური ურეთრიტები და ვაგინიტები (გამოწვეული Trichomonas vaginalis);
  • ბაქტერიული ვაგინოზი;
  • ნაწლავური ამებიაზი (გამოწვეული  Entamoeba histolytica -თი);
  • ღვიძლის ამებიაზი (გამოწვეული  Entamoeba histolytica -თი);
  • ლამბლიოზი (გამოწვეული  Giardria lamblia -თი).

მიღების წესი და დოზირება:

სეკნიდოქსი მიიღება შიგნით უშუალოდ ჭამის წინ, მცირე რაოდენობით წყალთან ერთად.

დოზები მოზრდილებისათვის:

ტრიქომონადური ურეთრიტი და ვაგინიტი, ბაქტერიული ვაგინოზი: 2 ტაბლეტი ერთჯერადად.

ნაწლავური ამებიაზი:

- მწვავე სიმპტომური ამებიაზი: 2 ტაბლეტი ერთჯერადად.

- უსიმპტომო ამებიაზი, კეროვანი და ცისტური ფორმის ჩათვლით: ყოველდღე 2 ტაბლეტი ერთ მიღებაზე 3 დღის განმავლობაში.

- ღვიძლის ამებიაზი: ყოველდღე 1.5 ტაბლეტი (1.5 გ) ერთჯერადად ან გაყოფილი რამდენიმე მიღებაზე 5 დღის განმავლობაში.

დოზები ბავშვებისათვის :

ნაწლავური ამებიაზი:

- მწვავე სიმპტომური ამებიაზი: 30 მგ/კგ სხეულის მასაზე ერთჯერადად.

- უსიმპტომო ამებიაზი, კეროვანი და ცისტური ფორმის ჩათვლით: 30 მგ/კგ-ზე ყოველდღე ერთჯერადად ან გაყოფილი რამდენიმე მიღებაზე 3 დღის განმავლობაში.

- ღვიძლის ამებიაზი: 30 მგ/კგ-ზე ყოველდღე ერთჯერადად ან გაყოფილი რამდენიმე მიღებაზე 5 დღის განმავლობაში.

- ლამბლიოზი: 30 მგ/კგ-ზე ერთჯერადად.

გვერდითი მოვლენები:

სეკნიდოქსი ადვილად აიტანება, მაგრამ, იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები:

საჭლის მომნელებელი სისტემის მხრივ: საჭმლის მონელების დარღვევები, გულისრევა, ტკივილი კუჭის არეში, “ლითონის” გემო პირში, გლოსიტი, სტომატიტი.

შედარებით იშვიათად ვლინდება სისხლმბადი სისტემის მხრივ: ზომიერი გარდამავალი ლეიკოპენია.

ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა სეკნიდაზოლის და იმიდაზოლის სხვა წარმოებულების მიმართ;

* ცნს-ის ორგანული დაავადებები.

ორსულობა და ლაქტაცია:

* ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

* ლაქტაციის დროს მკურნალობის პროცესში აუცილებელია ძუძუთი კვების შეწყვეტა.

განსაკუთრებული მითითებები:

სეკნიდოქსის დანიშვნა არ შეიძლება ავადმყოფებში სისხლის დისკრაზიით ანამნეზში. პრეპარატით მკურნალობისას შეიძლება გამოვლინდეს გარდამავალი ნეიტროპენია. ლეიკოციტების რაოდენობა აღდგება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

მკურნალობის დროს რეკომენდებულია თავის შეკავება ალკოჰოლის მიღებაზე.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის შესაძლებლობაზე: სეკნიდოქსი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: შესაძლებელია გვერდითი ეფექტების გაძლიერება.

მკურნალობა: სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. საჭიროების შემთხვევაში ტარდება სიმპტომური თერაპია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

- ერთდროულად გამოყენებისას სეკნიდოქსი აძლიერებს არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების (კუმარინის ან ინდანდიონის წარმოებულების) მოქმედებას.

- სეკნიდოქსისა და დისულფირამის ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პარანოიდული რეაქციები და ფსიქოზები.

- ალკოჰოლთან კომბინირება იწვევს დისულფირასმაგვარ რეაქციებს (სპაზმები მუცელში, ღებინება, გულისრევა, თავის ტკივილი, სახის არეში სისხლის მიწოლის შეგრძნება).

- ლითიუმის პრეპარატებთან ერთად სეკნიდოქსის მიღება ზრდის მის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში.

- პრეპარატის კომბინირება არამადეპოლარიზებელ მიორელაქსანტებთან (ვუკურონიუმის ბრომიდი) რეკომენდებული არ არის.

- ამოქსიცილინთან კომბინირებისას იზრდება აქტივობა Helicobacter pylori-სთან მიმართებაში (ამოქსიცილინი თრგუნავს რეზისტენტობის განვითარებას).

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.