რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
ყელი, ყური, ცხვირი
ნუშურები, იგივე ტონზილები, ხახის ცხვირის ნაწილის ლორწოვანის სისქეში, მის უკანა კედელზე და ლულის ხვრელის ირგვლივ არსებული კარგად განვითარებული ლიმფოიდური ქსოვილია. ხალხში ფართოდ გავრცელებული ტერმინი “გლანდები” ნუშურების ლათინური სახელწოდებიდან - “გლანდულადან” მომდინარეობს. “გლანდულა” ჯირკვალს ნიშნავს, თუმცა ნუშურების მიმართ ეს სახელწოდება რამდენადმე არასწორია, რადგანაც ტონზილები არც სტრუქტურულად და არც ფუნქციურად ჯირკვლები არ არის (ისინი არც ენდოკრინული ანუ შინაგანი სეკრეციის და არც ეგზოკრინული - სპეციალური მილის - სადინარის დახმარებით გარეთ გამომყოფი ჯირკვლები არაა). ნუშურები იმუნური სისტემის შემადგენელი უმნიშვნელოვანესი ნაწილი - ლიმფოიდური ქსოვილია. მათ დამცველობითი და გარკვეულწილად სისხლმბადი ფუნქციაც აქვთ (მათში ლიმფოციტები წარმოიქმნება).
მოკლე აღწერაქრონიკული ტონზილიტის დროს ზიანდება არა მარტო ხახის ლორწოვანი გარსი, დაავადების ხანგრძლივი მიმდინარეობისას შეიძლება შეიქმნას მეტად მძიმე, ჯანმრთელობისთვის საზიანო მდგომარეობა. თირკმლები, გული, სახსრები - ეს “სამიზნე ორგანოების” არასრული ჩამონათვალია. თავად დაავადების გამწვავების შესახებ არაფერს ვამბობთ - ანგინა, ნუშურების მიმდებარე ქსოვილის აბსცესი, თანმხლები 400C ტემპერატურით და ჭამა-სმის შეუძლებლობა. ამიტომ პრობლემა რადიკალურად უნდა აღიკვეთოს.რა უნდა გავაკეთოთ?20 წლის შემდეგ ნუშურა ჯირკვლები თავდაცვით ფუნქციას ვეღარ ასრულებენ, ამიტომ მათზე “უარის თქმა” გაცილებით ადვილია. თუ შესაძლებლობა გაქვთ, რა თქმა უნდა, შეიძლება კვირაში ერთხელ ან რამდენჯერმე იაროთ პოლიკლინიკაში და გამოირეცხოთ ნუშურა ჯირკვლები, მოიცილოთ დეტრიტის ნალექი (საკვების ნაწილაკები, მიკრობული მასები და სხვა). თუმცა, როგორც პრაქტიკა გვაჩვენებს, ქრონიკულ ინფექციასთან საბრძოლველად არ არსებობს ოპერაციაზე უკეთესი მეთოდი.ოპერაცია “გლანდებზე”ოპერაცია ტონზილექტომია (“გლანდების” ამოკვეთა) - შესასრულებლად ადვილია. მისი გაკეთება შეიძლება ადგილობრივი ანესთეზიითაც და ზოგადი ნარკოზითაც. თუ პაციენტი თანახმაა და სისხლის არ ეშინია, მაშინ ოპერაციის ჩატარება მიზანშეწონილია ადგილობრივი ანესთეზიით. ამ დროს პროცედურა ძირითადად ხუთ წუთში სრულდება. არსებობს რთული სიტუაციებიც - ქრონიკულ ანთებას ნუშურა ჯირკვლების მიმდებარე ქსოვილებში ნაწიბურებისა და შეხორცებების განვითარება მოსდევს და ნუშურების მოცილება შესაბამისი ადგილებიდან ძნელდება და ხანგრძლივდება. როგორც წესი, თუ სისხლდენა არ ვითარდება და შეხორცების პროცესი გეგმის მიხედვით, ბუნებრივად მიმდინარეობს, მაშინ პაციენტს ოპერაციიდან 3-5 დღეში სახლში უშვებენ.ტონზილექტომიის მეთოდები, ანუ რომელი ავირჩიოთ?სადღეისოდ ამ ოპერაციას რამდენიმე მეთოდით აკეთებენ. კლასიკური მეთოდის გარდა ქსოვილებზე ლაზერის, ულტრაბგერის, თხიერი აზოტისა და პლაზმის ზემოქმედება გამოიყენება.1. კლასიკა - ოპერაცია მიმდინარეობს ადგილობრივი ანესთეზიით ან ზოგადი ნარკოზით, სკალპელის, მაკრატლისა და მარყუჟის გამოყენებით. ამ დროს მთლიანად ამოიჭრება და ამოიგლიჯება ნუშურა ჯირკვლები. სისხლდენა ჩერდება ელექტროკოაგულაციით. მეთოდი რადიკალურია და ინფექციის წყაროს სამუდამოდ მოგაშორებთ. იდეალურ ვარიანტში შეხორცება ზომიერი ტკივილის სინდრომით მიმდინარეობს, ქრონიკული ტონზილიტის რეციდივი არ ვითარდება. თუმცა ლიმფოიდური წარმონაქმნების სრული ამოკვეთისას ქვეითდება ადგილობრივი უჯრედული და ჰუმორული იმუნიტეტი და გზა ეხსნება ლარინგიტს (ხორხის ლორწოვანის ანთება), ფარინგიტს (ხახის ლორწოვანის ანთება) და ბრონქიტს (ბრონქების ანთება). ასევე იმატებს სასუნთქი გზების ალერგიული პათოლოგიების განვითარების რისკი.2. უფრო დახვეწილი კლასიკური გზა - ეს წუთში 6 ათასი ბრუნის მქონე მიკროდებრიდერით ჯირკვლების ამოკვეთაა. ამ ვარიაციას მარტივი ოპერაციული მიდგომის ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს. ტკივილი ოპერაციის დროს უფრო ნაკლებია, მაგრამ თავად ოპერაციას - მეტი დრო და შესაბამისად, გაუტკივარებასაც წამლის უფრო მეტი დოზა სჭირდება.3. ლაზერული ტონზილექტომია. ეს პროცედურა ადგილობრივი ანესთეზიით დაახლოებით ნახევარ საათს გრძელდება. ლაზერი ქსოვილებსაც აშორებს და სისხლძარღვებსაც “აწებებს”, რაც სისხლის დანაკარგს ამცირებს. ამ დროს არსებობს ლორწოვანზე დამწვრობის განვითარების რისკი, ეს კი შეხორცებას ახანგრძლივებს. ამ მეთოდით ოპერაციისას გამოიყენება სხვადასხვა სახის ლაზერი: ინფრაწითელი, ბოჭკოვან-ოპტიკური და სხვა. არსებობს ორგანოდამზოგველი ლაზერული ოპერაციაც - აბლაცია (ნუშურა ჯირკვლების ნაწილობრივი ამოკვეთა), რომლის დროსაც შორდება ჯირკვლების მხოლოდ ზედა ნაწილები ან ინფექციით დაზიანებული უბნები.4. ელექტროკოაგულაცია. ამ მეთოდის გამოყენებისას ყოველთვის არ ხერხდება ჯირკვლების ერთი სეანსით მოწვა საკმარის სიღრმემდე. ეს კი პრობლემის სრულად აღმოსაფხვრელად არ კმარა. არასწორად შერჩეული სიმძლავრის შემთხვევაში შეიძლება დამწვრობა განვითარდეს, შესაბამისად, ჭრილობის შეხორცების დროც ხანგრძლივდება. დადებითი მხარე ის არის, რომ, ლიმფოიდური ქსოვილის მოცილება და სისხლძარღვების მოწვა ერთი აპარატით ხდება.5. თხევადპლაზმური მეთოდი (კობლატორი). ოპერაცია ზოგადი ინტუბაციური ნარკოზით მიმდინარეობს. ოპერაციის ხარისხი ქირურგის გამოცდილებაზეა დამოკიდებული. მაღალკვალიფიციური ექიმის მიერ ჩატარებული ოპერაციისას სისხლდენა პრაქტიკულად არ ვითარდება, ჯირკვლები კი ფაქიზად იკვეთება. ამ დროს, კლასიკურ ვარიანტთან შედარებით, ოპერაციის შემდგომი ტკივილი გაცილებით ნაკლებია. მეთოდის არსი - მიმართული მაგნიტური ველით პლაზმის ჩამოყალიბებაა. ამისთვის შეირჩევა დენის ისეთი ძაბვა, რომელიც ქსოვილს 45-60 გრადუსამდე აცხელებს, რაც ცილებს ნახშირორჟანგამდე, წყლამდე და დაბალმოლეკულურ აზოტშემცველ პროდუქტებამდე შლის.6. კრიოდესტრუქცია თხევადი აზოტის დახმარებით ყინავს ლიმფოიდურ ქსოვილს, რომლის შემდეგაც ქსოვილი კვდომას იწყებს და თავისით მოვარდება (შორდება). რადგან გაყინვა ტკივილის რეცეპტორების ბლოკირებას იწვევს, მანიპულაცია ადგილობრივი ანესთეზიით ტარდება. თუმცა მტკივნეულია ოპერაციისშემდგომი პერიოდი. შედეგი ყოველთვის რადიკალური არ არის, ზოგჯერ საჭიროა განმეორებითი პროცედურები. მოყინული ქსოვილები ორგანიზმს ნელ-ნელა სცილდება, ამიტომ ოპერაციის შემდეგ ხახის ლორწოვანს გულმოდგინე ანტისეპტიკური მოვლა სჭირდება.7. ულტრაბგერითი სკალპელი. 20 ათას კჰც-ზე მეტი სიხშირეები ქსოვილებს ოთხმოც გრადუს ცელსიუსამდე აცხელებს. შედეგად ულტრაბგერითი გამომსხივებელი სკალპელის მსგავსად მუშაობს. მეთოდი ეფექტურია. მისი საშუალებით რადიკალური ტონზილექტომიის ჩატარება შეიძლება. თუმცა არსებობს ლორწოვანის დამწვრობის განვითარების რისკი.ოპერაციის მეთოდის შერჩევა მაინც ექიმის პრეროგატივაა, რადგან სწორედ ის არის პასუხისმგებელი მკურნალობის მიმდინარეობასა და შედეგზე და მხოლოდ მას შეუძლია სრულფასოვნად შეაფასოს არა მარტო პაციენტის მდგომარეობა, არამედ მომავალი ოპერაციის მოცულობაც. ნუშურა ჯირკვლების ამოკვეთის წინააღმდეგჩვენებები:1. აბსოლუტური (კატეგორიულად არ შეიძლება ოპერაციის გაკეთება): სიმსივნური დაავადებები; სისხლისა და ძვლის ტვინის დაავადებები, რომლებიც სისხლის შედედების სისტემის დაზიანებასთან არის დაკავშირებული; პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტი; მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის დეკომპენსაცია; გულსისხლძარღვთა პათოლოგიების დეკომპენსაცია; დეკომპენსირებული ფილტვისმიერი დაავადებები; აქტიური ტუბერკულოზი. 2. დროებითი წინააღმდეგჩვენებები (მიზეზის მოცილების შემდეგ შესაძლებელია ტონზილექტომიის ჩატარება): მწვავე ინფექციები (რესპირატორული, ჰაიმორიტი, რინიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, ბრონქიტი); ქრონიკული დაავადებების გამწვავება; ორსულობა. ნუშურა ჯირკვლების ამოკვეთის შედეგებიტონზილექტომიის შესაძლო გართულებების გარდა, რომლებსაც მიეკუთვნება: სისხლდენა, ინფექცია, ქსოვილების დამწვრობა, შესაძლოა სხვა შორეული შედეგების განვითარება, კერძოდ: ადგილობრივი უჯრედული იმუნიტეტის დაქვეითება; ჰუმორული იმუნური პასუხის შესუსტება; სასუნთქი გზების ინფექციები: ფარინგიტი, ლარინგიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი; ალერგიული ბრონქოსპაზმები (ბრონქული ასთმა), მათ შორის, ინფექციურ-ალერგიული ბუნების. როგორ მოვიქცეთ ტონზილექტომიის შემდეგ?ამ დროს აუცილებელია გარკვეული რეჟიმის დაცვა, დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში სახლში ყოფნა და ყელის მიდამოში ანტისეპტიკური ხსნარების გამოვლება. უმრავლეს შემთხვევაში, შეუძლოდ ყოფნის, სწრაფად დაღლის შეგრძნებები, ანგინები და ჯირკვლების მიმდებარე ადგილების დაავადებები უკვალოდ ქრება.
კონკრეტული მიზეზი, რის გამოც ადენოიდები ვითარდება, უფრო სწორად, ცხვირ-ხახაში არსებული ლიმფოიდური ქსოვილი განიცდის ჰიპერპლაზიას (გადიდებას სტრუქტურული ელემენტების ინტენსიური გამრავლების გამო), ჯერ კიდევ უცნობია. სამაგიეროდ, კარგად არის ცნობილი ის გართულებები, რომლებიც არანამკურნალებ ადენოიდებს ახასიათებს. ბევრი უფრთხის მათ ამოკვეთას (ადენოტომიას). ამას თავისი საფუძველი აქვს. ასეა თუ ისე, ადენოიდების პრობლემა ფართოდ გავრცელებული და აქტუალურია. სწორედ ამ აქტუალურ საკითხზე გვესაუბრება შპს “მედისონის”, ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და თბილისის ონკოდისპანსერის ექიმი ოტორინოლარინგოლოგი გიორგი ბოლქვაძე.
ნაჩვენებია მე-1 გვერ 10 - დან
გარგარი შეიცავს ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს (გლუკოზას, ფრუქტოზას, საქაროზას), ორგანულ მჟავებს, მინერალურ (კალიუმის, კალციუმის, რკინის, ფოსფორის) მარილებს, A, B ჯგუფის, C, PP და სხვა ვიტამინებს,
სპეციალისტების თქმით, სექსუალური ცხოვრების დიდი ხნით შეკავება ქალის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის საშიშია. ასეთ პირობებში ის უფრო ცუდად უმკლავდება სტრესს. საქმე ისაა, რომ სექსის დროს ხდება ენდორფინების - კარგი განწყობის ჰორმონები - გამომუშავება.
"გაბოროტებული" (Breaking Bad) ამერიკული კრიმინალური დრამაა, რომელიც 2008-2013 წლებში გადიოდა AMC-ზე. იგი დღემდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და მაღალრეიტინგულ სერიალად. გთავაზობთ საინტერესო ეპიზოდებს სერიალიდან:
15 დეკემბერი 2016
კომპიუტერული თამაშები ხანდაზმულ ადამიანებს ჭკუასუსტობისგან იხსნის. კომპიუტერული თამაშების საშუალებით ტვინის ვარჯიში დემენციისკენ მიდრეკილი ადამიანების კოგნიტიური ფუნქციების გაუარესების პროცესს ამუხრუჭებს.
08 თებერვალი 2017
აშშ-ის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტების მეცნიერების კვლევის მიხედვით დადგინდა, რა ხდება ტვინში ცხოვრების არასწორი წესის შემთხვევაში. კერძოდ, სიმსუქნის დროს იცვლება ტვინის დოფამინის, მოტივაციაზე პასუხისმგებელი რეცეპტორები.
ჰოლივუდის ასაკოვანმა ვარსკვლავებმა ერთ მშვენიერ დღეს ახალგაზრდობის გახანგრძლივებისა და ნაოჭების საწინააღმდეგო საშუალებების ძიება დაიწყეს. საუკეთესო ექიმებმა კი მიაგნეს „სასწაულმოქმედ საშუალებას“ - „სილამაზის ჩხვლეტას“. პირველი წარმატებული ჩხვლეტის შემდეგ ბოტოქსის ინექცია ჰოლივუდის გასართობადაც კი იქცა. სადღეისოდ ეს პროცედურა უბრალო მოკვდავთათვისაც ხელმისაწვდომია.

მძღოლები ხშირად ბრმად ენდობიან ნავიგატორებს, რასაც ზოგჯერ არასასიამოვნო ინციდენტი ახლავს თან. ლონდონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მსგავსი მოწყობილობა თრგუნავს ტვინის იმ ზონის აქტიურობას, რომელსაც ჩვენ ჩვეულებრივ, ნავიგაციისთვის ვიყენებთ. საჭიროა შევეცადოთ რუკაში დამოუკიდებლად გარკვევას.
კვლევებით დამტკიცებულია, რომ სმარტფონები უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, სოციალურ ურთიერთობებსა და განათლებაზე. თუმცა, ბუდაპეშტის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა გამოარკვიეს, რომ მობილური ტელეფონის გარეშე ბევრ ახალგაზრდას პოსტტრავმული სტრესული მოშლილობის მსგავსი სიმპტომები აღენიშნება.