რა იწვევს ყურში გოგირდის საცობის გაჩენას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა იწვევს ყურში გოგირდის საცობის გაჩენას

მექანიკურად აღიზიანებს ჯირკვლებს, რაც მათ სეკრეციას აძლიერებს და გოგირდის საცობის წარმოქმნას იწვევს. საცობი გოგირდისგან, ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეტისგან, ქოლესტერინისა და კანის აქერცლილი ეპითელიუმისგან შედგება. ფერი ყვითლიდან მუქ ყავისფრამდე მერყეობს. კონსისტენცია თავდაპირველად რბილი, ცვილისმაგვარი აქვს, შემდეგ მკვრივდება და შესაძლოა ქვასავითაც კი გამაგრდეს. არის შემთხვევები, როცა საცობი იმხელა ხდება, რომ მთლიანად ავსებს გარეთა სასმენი მილის ხვრელს. წყალი თუ მოხვდა, ჯირჯვდება და დაფის აპკს აწვება. შედეგად სმენა სუსტდება, თავს იჩენს ტინიტუსი, რეფლექტორული თავის ტკივილი, თავბრუხვევა, ხველა, პირღებინება. გარეთა სასმენი ხვრელი გოგირდის საცობისგან რომ გავათავისუფლოთ, ჯერ მისი დარბილებაა საჭირო. ამისთვის წყალბადის ზეჟანგს იყენებენ. ის პაციენტმა 2-3 დღის განმავლობაში უნდა იწვეთოს (ამ დროს საცობის გაჯირჯვების გამო სმენა ქვეითდება). შემდეგ ყურში შპრიცით მაღალი წნევით შეჰყავთ თბილი (37 გრადუსამდე) ფიზიოლოგიური ხსნარი, რომლის მექანიკური ზემოქმედების შედეგად საცობი ამოვარდება. თუ საცობი გაგიჩნდათ, გირჩევთ, ყურის ექიმს მიმართოთ. არამც და არამც არ ეცადოთ წვეტიანი ჩხირით მის ამოღებას - შესაძლოა, დაფის აპკი დაიზიანოთ.

იხილეთ აგრეთვე სტატია "საშიშია თუ არა ყურების გაწმენდა?"