რას გვიქადის ადენოიდები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რას გვიქადის ადენოიდები

- ადენოიდები, უფრო ზუსტად, ადენოიდების ჰიპერტროფია უმეტესად 3-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებს აწუხებთ. ის ვლინდება ცხვირით სუნთქვის გაძნელებით, ხვრინვით, ხშირი სურდოთი და ზოგჯერ სმენის დაქვეითებითაც კი. ადენოიდები უმეტესად აღმოაჩნდებათ ხოლმე ხშირად (წელიწადში 4-ჯერ და მეტად) მოავადე ბავშვებს. სუნთქვის გაძნელება და ცხვირ-ხახაში ქრონიკული ინფექციის არსებობა იწვევს სმენის მყარ დარღვევას, რასაც, ჟანგბადით ტვინის არასათანადო მომარაგების გამო, მოგვიანებით გონებრივ და ფიზიკურ ჩამორჩენამდე მივყავართ. მრავალ მათგანს, ვისაც ქრონიკული ჰაიმორიტი და ქრონიკული ტონზილიტი აწუხებს, ბავშვობაში დროულად არ ამოკვეთეს ადენოიდები.

- რას წარმოადგენს ადენოიდები?

- ადენოიდები არის ლიმფოიდური ქსოვილის გროვა, რომელიც რგოლისებურად არტყია გარს ცხვირსა და ხახას. ის დამცველობით ფუნქციას ასრულებს და აძლიერებს იმუნიტეტს. მზარდი ადენოიდები მიკრობების, ვირუსებისა და სოკოების მუდმივი კერაა. მათი არსებობისას ჩასუნთქული ჰაერი ცხვირის ღრუში ვეღარ იწმინდება და ტენიანდება, პირდაპირ ხვდება ქვედა სასუნთქ გზებში, რის გამოც ბავშვი ადვილად ცივდება და ხშირად და ხანგრძლივად ავადმყოფობს.

- ზემოთ ბრძანეთ, რომ ადენოიდები უმთავრესად 10 წლამდე გვხვდება. მერე რა ემართება ამ წარმონაქმნებს?

- დაახლოებით 12 წლიდან ადენოიდები დაპატარავებას იწყებს და 16-20 წლისთვის, ჩვეულებრივ, მათი ნარჩენებიღა შეინიშნება. ზრდასრულებთან უმეტესად ხდება ადენოიდების სრული ატროფია.

- განასხვავებენ ადენოიდების გადიდების რამდენიმე ხარისხს. რას გულისხმობს ეს?

- პირველი ხარისხის გადიდებისას ბავშვი თავისუფლად სუნთქავს, თუმცა ძილის დროს, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ადენოიდების მოცულობა იზრდება და სუნთქვა მძიმდება. მეორე ხარისხის გადიდებისას ბავშვი უმეტესად პირით სუნთქავს, ხოლო ღამღამობით ხვრინავს. მესამე ხარისხის გადიდებისას ადენოიდური ქსოვილი მთლიანად ან თითქმის მთლიანად ახშობს ცხვირიდან ქვედა სასუნთქი გზებისკენ მიმავალ არხს და ბავშვი იძულებულია, პირით ისუნთქოს.

- რითია საყურადღებო ეს მდგომარეობა?

- პირით სუნთქვა იწვევს ანგინას, ქრონიკულ ტონზილიტს, ლარინგიტს, ბრონქიტს, პნევმონიას, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებას, ცხვირის წიაღების ჰაერით შევსებისა და იქიდან ლორწოს დენის დარღვევას. ადენოიდებისთვის დამახასიათებელია ცხვირის პერიოდული ან მუდმივი გაჭედილობა და ცხვირიდან დიდი რაოდენობით სეკრეტის გამოყოფა, პირღია, ფხიზელი და მშფოთვარე ძილი, ძლიერი ოფლიანობა, ხვრინვა და ზოგჯერ სულის ხუთვაც კი ენის ძირის ზეწოლის ან ლორწოს - ჩირქის შენადედის - ჩაჟონვისას ჩამოკიდებული ქვედა ყბის პირობებში. თუ ადენოიდები დიდი ზომისაა, ირღვევა ფონაცია, ხმას ეძლევა დუდღუნა ელფერი, გამორიცხული არ არის ენურეზი. ადენოიდები ახშობს სასმენი მილების ხვრელებს და არღვევს დაფის ღრუს ნორმალურ ვენტილაციას, რის შედეგადაც ქვეითდება სმენა; ტვინში ჟანგბადის არასათანადო მიწოდებას გაფანტულობამდე, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითებამდე მივყავართ. ბავშვს პირი გამუდმებით ღია აქვს, ქვედა ყბა - ჩამოკიდებული, ცხვირ-ტუჩის ნაკეცები სწორდება, მაგარი სასა სახურავისებური ხდება, კბილების განლაგება ირღვევა, ზედა საჭრელები შესამჩნევად არის წამოწეული წინ. სუნთქვის დარღვევის გამო არასწორად ვითარდება გულმკერდი. ზოგჯერ საქმე ანემიამდეც მიდის.

- რა აჩენს თავად ადენოიდებს?

- ადენოიდების გაჩენას სხვადასხვა მიზეზი აქვს, მთ შორის - ხშირი ავადმყოფობა ინფექციური დაავადებებით - წითელათი, ყივანახველათი, გრიპით, ქუნთრუშათი და სხვ. ამ დროს ადენოიდებში ვითარდება ანთებითი პროცესი - ადენოიდიტი: ხახის უკანა კედელზე გამუდმებით ჩამოედინება ჩირქი, რომელსაც ბავშვი ყლაპავს.

- როგორ მკურნალობენ ადენოიდებს? საზოგადოდ, საჭიროა თუ არა მკურნალობა?

- ადენოიდების მკურნალობა აუცილებელია, თუმცა ოპერაციული ჩარევა ყოველთვის არ არის საჭირო. მაგალითად, პირველი ხარისხის გადიდებისას საკმარისია კონსერვატიული მკურნალობა. ოპერაცია კი მკაცრი ჩვენებით უნდა ჩატარდეს, მას შემდეგ, რაც ყველა სხვა მეთოდს ვცდით. წესისამებრ, ქირურგიული მკურნალობა რეკომენდებულია ლიმფური ქსოვილის მნიშვნელოვანი ზრდისას (მეორე-მესამე ხარისხის ადენოიდები) და მძიმე გართულებების განვითარებისას - სმენის გაუარესებისას, ცხვირით სუნთქვისა და მეტყველების დარღვევისას, ხშირი გაციებისას... ადენოტომია არ არის სასწრაფო ოპერაცია, მისი გარკვეული ხნით გადადება ყოველთვის შეიძლება, რათა ეს დრო უფრო დამზოგველი მკურნალობისთვის გამოვიყენოთ. ადრეულ ასაკში, 5 წლამდე, ადენოტომია საშიშია და არასასურველი. ადენოიდიტის პროფილაქტიკის ყველაზე ქმედითი საშუალებაა ვირუსული ინფექციების თავიდან აცილება, ხოლო დაავადების შემთხვევაში - ადეკვატური და სრულყოფილი მკურნალობა.