დაბრკოლება ცხვირის ღრუში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დაბრკოლება ცხვირის ღრუში

- რა გზას გაივლის ჰაერი ცხვირის ღრუდან ფილტვებამდე?

- ცხვირი სუნთქვისა და ყნოსვის ორგანოა. მას ჩასუნთქული ჰაერის გათბობა, დატენიანება და გაფილტვრა ევალება. ჰაერი თავდაპირველად სწორედ ცხვირის ღრუში შედის, საიდანაც გადადის ცხვირ-ხახაში, ხორხში, ტრაქეაში, ბრონქებში, ალვეოლებში.

- რა დაბრკოლებას შეიძლება წააწყდეს ჰაერი ამ გზაზე?

- ცხვირის ობსტრუქციას ბევრი რამ იწვევს. სუნთქვის გაძნელების მიზეზი ყველაზე ხშირად მწვავე რინიტია, რომელიც ზედა სასუნთქი გზების მწვავე რესპირატორულ დაავადებებს ახლავს თან. ბავშვებთან ცხვირით სუნთქვის გაძნელება თანდაყოლილიც შეიძლება იყოს და შეძენილიც. ცხვირით სუნთქვის გაძნელების თანდაყოლილი მიზეზია ქოანალური ატრეზია - ცალმხრივი ან ორმხრივი. ორმხრივი ატრეზიის შემთხვევაში შეუძლებელია ბავშვის კვება და რეკომენდებულია ოპერაციული მკურნალობა. სკოლამდელ და სასკოლო ასაკში ცხვირით სუნთქვის გაძნელება უმეტესად გამოწვეულია ცხვირ-ხახის ადენოიდების ჰიპერტროფიით (იშვიათად მოზრდილებთანაც გვხვდება). ბავშვები ხშირად იტენიან ცხვირის ღრუში უცხო სხეულებს - სათამაშოს ნაწილებს, ღილებს და სხვა, რომლებიც სუნთქვის გაძნელებასთან ერთად ანთებით დაავადებებსაც იწვევს. მოზრდილებთან ცხვირის ხანგრძლივი ობსტრუქციის მიზეზია ცხვირის ღრუსა და მისი დანამატი წიაღების ქრონიკული დაავადებები:

  • ცხვირის ძგიდის გამრუდება;
  • ქრონიკული რინიტი;
  • ცხვირის ღრუსა და დანამატი წიაღების პოლიპოზი;
  • სიმსივნეები;
  • ოპერაციის შემდგომი შეხორცებები.

- როგორია კლინიკური ნიშნები სუნთქვის გაძნელების თითოეულ შემთხვევაში?

- ცხვირ-ხახის ადენოიდური ვეგეტაციების ჰიპერტროფიის შემთხვევაში ყურადღებას იპყრობს:

  • ცხვირით სუნთქვის გაძნელება;
  • პირღიაობა;
  • ხვრინვა;

არ არის გამორიცხული:

  • თანკბილვის დარღვევა;
  • სმენის დაქვეითება;
  • ენურეზი და სხვა.

ცხვირის ღრუში უცხო სხეულის არსებობისას ყურადღებას იპყრობს:

  • სუნთქვის ცალმხრივად გაძნელება;
  • გამონადენი ცალი ნესტოდან.

ცხვირის ძგიდის გამრუდების შემთხვევაში პაციენტი უჩივის:

  • ცხვირით სუნთქვის გაძნელებას, განსაკუთრებით - გამრუდების მხარეს;
  • პერიოდულ თავის ტკივილს;
  • ჰაერის უკმარისობას;
  • გულს.

ცხვირის ძგიდის გამრუდებას ხშირად ერთვის ქრონიკული რინიტისთვის დამახასიათებელი ჩივილებიც:

  • გამონადენი ცხვირიდან;
  • სუნთქვის გაძნელება ხან ერთ, ხან მეორე ნესტოში.

ქრონიკული რინიტი შესაძლოა ალერგიული ბუნებისა იყოს, ხოლო ჩივილები - სეზონური და არასეზონური. შესაძლოა, ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებს დაერთოს თვალებიდან ცრემლდენა, ცემინება და სხვა. ცხვირის ღრუს პოლიპოზი ალერგიული ბუნებისაა და პაციენტებს, როგორც წესი, დიდი ხნის ანამნეზი აქვთ. ის ვლინდება:

  • სუნთქვის გაძნელებით;
  • თავის ტკივილით;
  • ცხვირიდან გამონადენით.

შესაძლოა, ადამიანს იმავდროულად ჰქონდეს სხვა ალერგიული დაავადებებიც, მაგალითად, ბრონქული ასთმა.

- დიაგნოსტიკის რა საშუალებები არსებობს?

- ცხვირის ღრუს დაავადებების დიაგნოსტირება ხდება:

  • ცხვირის ღრუს დათვალიერებით, წინა და უკანა რინოსკოპიით;
  • ცხვირ-ხახის თითით გასინჯვით (მაგალითად, ადენოიდური ვეგეტაციების, ქოანალური ატრეზიის შემთხვევაში);
  • რენტგენოგრაფიით;
  • კომპიუტერული ტომოგრაფიით;
  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით;
  • ენდოსკოპიური კვლევით.

- როგორ მკურნალობენ? როდისაა აუცილებელი ქირურგიული ჩარევა?

- მკურნალობა დიაგნოზზეა დამოკიდებული. ადენოიდური ვეგეტაციის ჰიპერტროფიას ძირითადად ოპერაციულად მკურნალობენ, რადგან ადენოიდების ჰიპერტროფიამ, გარდა ცხვირით სუნთქვის გაძნელებისა, შესაძლოა სხვა დაავადებებიც გამოიწვიოს, მაგალითად, ექსუდაციური ოტიტი. ცხვირის ძგიდის გამრუდების შემთხვევაში, როდესაც გამრუდება პათოლოგიურია და იწვევს ჩივილებს, მკურნალობა მხოლოდ ოპერაციულადაა შესაძლებელი. ქრონიკული რინიტის შემთხვევაში მკურნალობა უმეტესად კონსერვატიულია, ზოგჯერ - ოპერაციულიც, რაც ქვედა ნიჟარების რადიოტალღოვან ან ლაზერულ დეზინტეგრაციას, იშვიათად - ქვედა ნიჟარების კონხოტომიას გულისხმობს. პოლიპოზის მკურნალობა საწყის ეტაპზე კონსერვატიულია. ცხვირის ღრუსა და დანამატ წიაღებში გავრცელებული პოლიპოზის შემთხვევაში დაისმის ენდოსკოპიური პოლიპოტომიის აუცილებლობის საკითხი.

- სუნთქვის გაძნელების სამკურნალოდ ხშირად იყენებენ ცხვირის წვეთებს. რამდენად ეფექტურია ისინი და რამდენ ხანს შეიძლება მათი გამოყენება?

- სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალებების ჩაწვეთება შეიძლება მწვავე რინიტის, ქრონიკული რინიტის, სინუსიტების და სხვათა დროს. მათი ეფექტი ცხვირის ქვედა ნიჟარების სისხლძარღვთა შევიწროებითაა განპირობებული, რის შედეგადაც ჰაერი ცხვირის ღრუში უფრო თავისუფლად გაივლის, მაგრამ ამ წვეთების გამოყენება არ შეიძლება 7-10 დღეზე მეტხანს. უფრო ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში ქვედა ნიჟარები, პირიქით, ჰიპერტროფიას განიცდის და ყალიბდება ე.წ. მედიკამენტური რინიტი, რასაც საბოლოოდ ოპერაციული მკურნალობის აუცილებლობამდე მივყავართ.