რატომ გვექავება ცხვირი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ გვექავება ცხვირი

ცხვირის ქავილის გარეგან მიზეზთაგან აღსანიშნავია ქიმიური და მექანიკური გამღიზიანებლები, მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ალერგენები, თამბაქოს კვამლი, მძაფრი სუნები, აირები და აირისმაგვარი ნივთიერებები, პარფიუმერიული ნაწარმი, ცხვირის ტრავმა, შინაგანი ფაქტორებიდან კი - სხვადასხვა ინფექცია. მიზეზის დაუზუსტებლად მკურნალობის დაწყება არ შეიძლება. უნდა ითქვას ისიც, რომ ცხვირის ქავილს ხშირად ერთვის ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, გამონადენი (სურდო), თვალების გაწითლება და გაძლიერებული ცრემლდენა.

ცხვირის სიმშრალე და ქავილი

ზოგჯერ ცხვირის ქავილი ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალითაა განპირობებული. ეს უკანასკნელი ზოგჯერ შეგუბებით პროცესებთან მონაცვლეობს. ლორწოვანის სიმშრალის დროს ქავილს ხშირად წვის შეგრძნებაც ახლავს თან, ლორწოვანზე კი ერთგვარი ქერქები წარმოიქმნება. ამ სიმპტომებს ზოგჯერ ერთვის თავის ტკივილი, წიაღების არეში სიმძიმის შეგრძნება და ცხვირიდან სისხლდენაც. ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალის დროს სუნთქვა რთულდება (ღრუში მოხვედრილი ჰაერი ვეღარ ტენიანდება და იწმინდება). ამ პათოლოგიურ პროცესებს სხვადასხვა რამ იწვევს. ხშირად ლორწოვანის სიმშრალეს პროვოცირებას უწევს კლიმატური პირობები, შენობაში მეტისმეტად მაღალი ტემპერატურა, ჰაერის დაბინძურება, ასევე - ზოგიერთი მედიკამენტი, მაგალითად, ბრონქების გამაფართოებელი და ატროპინის შემცველი პერაპარატები. ცხვირის ლორწოვანის სიმშრალე ზოგიერთი დაავადებისთვისაც არის დამახასიათებელი. მაგალითად, მშრალი კერატოკონიუნქტივიტის დროს მცირდება თვალის, ცხვირისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსების ტენიანობა. არსებობს სიეგრენის სინდრომიც, რომელსაც რევმატოიდულ ართრიტს მიაკუთვნებენ, მაგრამ ლორწოვანების სიმშრალე და სანერწყვე ჯირკვლების დაზიანება ახასიათებს.