ამოვიკვეთოთ თუ არა ნუშურები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ამოვიკვეთოთ თუ არა ნუშურები

ტონზილების იმუნოლოგიური როლი სრულად ჯერ კიდევ არ არის გაშიფრული, თუმცა დადგენილია, რომ ისინი ინფექციის გზაზე პირველი დამცავი რგოლი და მთავარი დარაჯია. გადამეტებული ფუნქციობის (ხშირი ინფექციების გამო) ნიადაგზე ნუშურები ხშირად ჰიპერტროფირდება (დიდდება) და ანთებას განიცდის (ტონზილიტი). მომავალში ცალკეულ გართულებათა (რევმატიზმი, ართრიტი, ნეფრიტი და სხვა) ასარიდებლად ხშირად მიმართავენ ნუშურების ამოკვეთას (ტონზილექტომიას). ზოგჯერ ნუშურების გადიდებისა და ანთებითი პროცესის თავიდან ასაცილებლად სრულიად ჯანმრთელ ტონზილებსაც კი აცილებენ ორგანიზმს (მაგალითად, ადენოტომიის დროს ნუშურებსაც მიაყოლებენ ხოლმე), რაც კატეგორიულად დაუშვებელია. მეტიც, სადღეისოდ მიდგომები რადიკალურად შეცვლილია და ტონზილების როგორც იმუნური სისტემის განუყოფელი და უმნიშვნელოვანესი რგოლის აუცილებლობიდან გამომდინარე, ბევრი ექიმი ტონზილექტომიის წინააღმდეგია და ტონზილიტის კონსერვატული მეთოდებით მკურნალობას უწევს რეკომენდაციას.

ამოვიკვეთოთ თუ არა ტონზილები? ამ საკითხზე გვესაუბრება საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საერთაშორისო ჰომეოპათიური ლიგის წევრი, პოპულარული პრეპარატების - “გულის ელექსირისა” და “მამოსილის” ავტორი, სამედიცინო ცენტრ “ნეოკლინიკის” ხელმძღვანელი სამეცნიერო დარგში, ექიმი-ჰომეოპათი კახა საბახტარაშვილი:

- ბატონო კახა, ქრონიკული ტონზილიტი ბევრი მშობლის სატკივარია. განმეორებითი ანგინებისა და საზოგადოდ, ბავშვთა ავადმყოფობის გამო ხშირად მიმართავენ ტონზილექტომიას, მაშინაც კი, როდესაც ამის აუცილებლობა არ არის. რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით?

- ქრონიკული ტონზილიტი, ანუ ხალხურად “გლანდების ანთება”, ხანგრძლივად და დუნედ მიმდინარე პროცესია. ბავშვებთან ქრონიკულ ტონზილიტს ანუ ნუშურების ანთებას, ჩვეულებრივ, თან ახლავს სხვა პათოლოგიური პროცესებიც პირის ღრუსა და ცხვირ-ხახაში - ქრონიკული სურდო, ჰაიმორიტი, ღრძილების ანთება. ქრონიკული ტონზილიტის პერიოდულად გამწვავება არ მთავრდება გამოჯანმრთელებით და “გლანდების” სრული გაწმენდით, რადგან ასეთ დროს ვითარდება ქრონიკული ინტოქსიკაცია. ასეთი ტონზილები მუდმივად შეიცავენ ჩირქს და მათზე დაჭერისას გამოიყოფა ჩირქისმაგვარი სითხე, პირის ღრუდან გამოდის უსიამოვნო სუნი, ტემპერატურა ან მატულობს, ან სუბფებრილურია და დგას ცელსიუსით 37 გრადუსის ნიშნულზე. ჩივილებიც უმნიშვნელოა ან საერთოდ არ არის, ხოლო ქრონიკული ანთება გრძელდება წლების განმავლობაში და “გლანდები” დიდდება. ასეთი ბავშვები ჩამორჩებიან სწავლას, ხშირად ავადმყოფობენ, წონას იკლებენ ან პათოლოგიურად იმატებენ, ადვილად იღლებიან, ცუდად სძინავთ, ზოგჯერ უჩნდებათ “ჩალურჯებები” თვალების ქვეშ.

მშობლები გადიდებული “გლანდების” ხილვისას ფიქრობენ, რომ ცუდადაა ნუშურების საქმე და დარწმუნებულნი არიან, რომ ბავშვს აუცილებლად ეწყება ტონზილიტი. სინამდვილეში, პატარა ასაკში ნუშურების გადიდება არცთუ იშვიათია და ეს არის ბავშვის ორგანიზმის იმუნოლოგიური მექანიზმების “დაძაბული მუშაობის” მაჩვენებელი. ასე რომ, მხოლოდ გადიდებული ნუშურები ნუ შეგაშინებთ! მთავარია, მათზე დაჭერით ჩირქი არ გამოვიდეს. ბავშვის ზრდასთან ერთად, თავის ქალას მოცულობაც იზრდება, შესაბამისად, იზრდება ცხვირის ღრუც და როცა ნუშურების “დაძაბული მუშაობა” დამთავრდება, ისინი ნორმალურ მდგომარეობას დაიკავებენ ცხვირ-ხახაში.

ქრონიკული ტონზილიტი შეიძლება განუვითარდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანს, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა სჭირდებათ მცირეწლოვნებს. უპირველესად, სწორედ ამ ასაკში შეიძლება ჩამოყალიბდეს ქრონიკული ტონზილიტის დრამატული გართულებები რევმატიზმის, გულის შეძენილი მანკის, სახსრების მრავლობითი ანთების - პოლიართრიტისა და თირკმელების ანთების - ნეფრიტის სახით. მეორე მხრივ, ნუშურების ამოკვეთა ბავშვთა ასაკში, ჩემი დაკვირვებით, ზრდის მომავალში კეთილთვისებიანი სიმსივნეების (მამაკაცებში - პროსტატის ადენომის, ქალებში - საშვილოსნოს ფიბრომიომებისა და სხვა წარმონაქმნების) წარმოშობის რისკს.

- სწორედ ამ დრამატულ გართულებებს უფრთხის ყველა მშობელი და მათ თავიდან ასაცილებლად მიმართავენ ტონზილექტომიას (ნუშურების მოცილებას)...

- გეთანხმებით, თითქმის ყველა მშობელმა იცის, რომ თუ ქრონიკული ტონზილიტი დიდხანს გაგრძელდება, შესაძლოა რევმატიზმით გართულდეს. სწორედ ამიტომაც ბავშვებს ნუშურებს სასწრაფოდ აცილებენ. ეს საყოველთაოდ მიღებულ წესია, როგორც ჩვენთან, ასევე საზღვარგარეთ. მიმაჩნია, რომ ოპერაცია საკითხის არასწორი გადაწყვეტაა. დაავადებულ ტონზილებს უნდა ვუმკურნალოთ და ორგანიზმს არ უნდა მოვაცილოთ იმუნიტეტისა და ენდოკრინული ფუნქციის მატარებელი საჭირო ორგანო. კვლავ მინდა გავიმეორო: ბავშვობაში ნუშურების ამოკვეთა წლების შემდეგ კეთილთვისებიანი სიმსივნეების განვითარების დიდი რისკია!

ექიმად მუშაობის თითქმის 30-წლიანი გამოცდილების საფუძველზე შემიძლია განვაცხადო, ნუშურების ამოკვეთის შემდეგ გოგონებს ხშირად ექმნებათ მენსტრუალური ციკლის ჩამოყალიბების, ხოლო ბიჭებს სათესლე ჯირკვლებთან დაკავშირებული პრობლემები. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ნუშურები არა მხოლოდ იმუნიტეტს, ენდოკრინულ ფუნქციასაც უკავშირდება. პაციენტებზე მრავალწლიანი დაკვირვებით დავასკვენი, რომ იმ პირებს, რომელთაც წლების მანძილზე ენდოკრინულ სისტემასთან დაკავშირებული ოპერაციების სერიის გადატანა მოუხდათ (მასტოპათიის, ფიბროადენომის, ფარისებრი ჯირკვლის, საკვერცხეების, კისტების, საშვილოსნოს ფიბრომიომების, პროსტატის ადენომის და სხვა), ეს ყოველივე ბავშვობაში ნუშურების მოცილებიდან დაეწყოთ. ამ კანონზომიერებას ასე ჩამოვაყალიბებდი: ბავშვობაში ნუშურების მოცილება, შემდგომ ჩიყვზე ოპერაცია, ჩიყვზე ოპერაციის შედგომ მკერდში ცვლილებები - მასტოპათია და ა. შ. ანუ ყოველი წინა ოპერაციული ჩარევა ასტიმულირებს შემდგომ ოპერაციას.

ხშირად რევმატული შეტევა სწორედ მაშინ წარმოიშობა, როდესაც ნუშურები ამოჭრილია. ასეთ შემთხვევაში ჩემი კოლეგების ნაწილი თვლის, რევმატიზმი იმიტომ განვითარდა, რომ ბავშვს დროზე არ ამოჰკვეთეს ნუშურები. მე კი მიმაჩნია, რომ რევმატიზმი განვითარდა სწორედ ნუშურების დაკარგვის შედეგად. ნუშურები მთავარი “სადრენაჟო ორგანოა”, რომელიც იმუნური სისტემის დაძაბულ მუშაობაში მონაწილეობს.

- მაშ, როგორ ვუმკურნალოთ ტონზილიტს ოპერაციული ჩარევის გარეშე?

- ჰომეოპათიით. ჰომეოპათიურ მედიცინას, შესაბამისად, ჰომეოპათიური ბუნებრივი წამლებით მკურნალობას ამ შემთხვევაში ალტერნატივა არ გააჩნია. ჰომეოპათიური პრაქტიკა აჩვენებს, რომ ანგინის ნებისმიერი ფორმა და მისადმი მიდრეკილება შეიძლება განიკურნოს ჰომეოპათიური მეთოდების საშუალებით. ჰომეოპათიურ მედიცინაში ჩემი თითქმის 30-წლიანი მუშაობის განმავლობაში ერთი-ორი შემთხვევა თუ მახსენდება, რომ ბავშვს ქრონიკული ტონზილიტის გამო ოპერაცია დასჭირდა.

ქრონიკული ტონზილიტის სამკურნალოდ მრავალი ჰომეოპათიური პრეპარატი არსებობს, მათ უმოკლეს დროში მართლაც რომ სასწაულის მოხდენა შეუძლიათ. მათ შორის განსაკუთრებით მინდა გამოვყო უნიკალური მცენარე ჭიაფერა (Pჰიტოლლაცეა), მეგრულად “ჯამფეზია”, იმერულად “ფერა-ფერა”, კახურად “საფერავი”, რომელიც თავისი უნიკალური ანთების საწინააღმდეგო და ანტისიმსივნური მოქმედების გამო “მამოსილის” შემადგენლობაშიც ჩავრთე. ჰომეოპათიური სახით მომზადებული ამ მცენარის პრეპარატი ლამის წუთებში ხსნის ტკივილს ყელის არეში, რომელიც ყურისკენ გადაეცემა. ასეთი ტკივილი ძალიან ხშირია ანგინის დროს. საერთოდ, მიკვირს, ამ ფართო სამკურნალო მოქმედების მცენარის სამშობლოდ, ლობიოს მსგავსად, ამერიკას რატომ მიიჩნევენ და რატომ ეწოდება მას ლათინურად “ფიტოლლაკა ამერიკანა”. ამ მცენარეს ჯერ კიდევ ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი მოიხსენიებს თავის სამკურნალო წიგნ “კარაბადინში”.

- ბატონო კახა, როგორც ხალხური მედიცინის უბადლო მცოდნემ და არაერთი სამკურნალო პრეპარატის ავტორმა, იქნებ მკითხველს გაუზიაროთ ტონზილიტის სამკურნალო ეფექტური ხალხური საშუალებები...

- გთავაზობთ ქრონიკული ტონზილიტის სამკურნალო ორ ხალხურ საშუალებას:

1) ჭარხლის გამოყენებით:

აიღეთ “ბორდოსფერი” ჭარხალი, მოაჭერით “კუდები”, კარგად გარეცხეთ ჯაგრისით და გახეხეთ კანიანად. შემდეგ მიღებული მასა მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში და დაასხით მდუღარე წყალი პროპორციით - 1:1. ჭურჭელს დაახურეთ სახურავი, გააჩერეთ 7 საათის განმავლობაში და შემდეგ გადაწურეთ. ანგინის დროს გამოივლეთ (შესაბამისად, ბავშვს გამოავლებინეთ) ამ ხსნარით პირის ღრუ ყოველ 2 საათში, ქრონიკული ტონზილიტის დროს კი 3-4-ჯერ დღეში.

2) ნივრის წვეთებით:

ნიორი წვრილად დაჭერით, მოათავსეთ ქილაში და დაასხით რაფინირებული მცენარეული ზეთი (1 წილ ნიორზე 1 წილი ზეთი). ქილას მჭიდროდ დაახურეთ სახურავი და გააჩერეთ 5 დღის განმავლობაში. შემდგომ ნარევი გაწურეთ, გამოაცალკევეთ ზეთი ნივრის “ჩენჩოსაგან” და დაუმატეთ საერთო რაოდენობის 1/5 წილი ლიმონის წვენი. მიიღეთ 10 წვეთი 2-ჯერ დღეში. მიღების წინ ნაყენი შეანჯღრიეთ.