ადენოიდები და მათთან დაკავშირებული პრობლემები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ადენოიდები და მათთან დაკავშირებული პრობლემები

ადენოიდები უხშირესად 3-7 წლის ასაკის ბავშვებთაგვხვდება, ჩვეულებრივ, სქესობრივი მომწიფების პერიოდისათვის (14-15 წლის ასაკისთვის) კი ცხვირ-ხახაში ლიმფოიდური ქსოვილის უმნიშვნელო ნაწილიღა რჩება. თუმცა არის შემთხვევები, როცა ლიმფოიდური ქსოვილი არ მცირდება და სრული სახით ნარჩუნდება ზრდასრულ ასაკშიც, შესაბამისად, ზოგი სპეციალისტის შეფასებით, ასაკს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ადენოიდები შესაძლოა დიაგნოსტირდეს არა მხოლოდ ბავშვებთან, 25-30 წლის პირებთადა ასაკოვნებთანაც.

ადენოიდების ჰიპერტროფიის (გადიდების) ყველაზე ხშირი სიმპტომია ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ლორწოს ჩადინება ხახის უკანა კედელზე და დამატებით ისეთი სიმპტომების არსებობა, როგორებიცაა:

  • სმენის დაქვეითება;
  • ხშირი ოტიტები და გაციება;
  • ხმის შეცვლა (დუდუნით საუბარი);
  • ხვრინვა;
  • აპნოე (ძილში სუნთქვის შეჩერება);
  • თავის ტკივილი;
  • ჰაიმორიტი, რინიტი და სინუსიტი.
  • მოზრდილებთაადენოიდების განვითარების რისკს ქმნის ანთებითი და ალერგიული პროცესები – ალერგიული რინიტის, სინუსიტის, ჰაიმორიტის გადატანა. ამ დაავადებების დროს იმუნური სისტემა ხშირად ადენოიდური (ლიმფოიდური) ქსოვილის ჰიპერპლაზიით (მოცულობის მატებით) მობილიზდება, ზემო სასუნთქი გზების ინფექციურ და ვირუსულ პათოლოგიებს ადენოიდების გადიდებით პასუხობს.
  • ადენოიდების ჰიპერტროფიის გამომწვევ მიზეზებს შორის სპეციალისტები მემკვიდრულ წინასწარგანწყობასა და ჰორმონულ ძვრებსაც ასახელებენ. ადენოიდები ხშირად აღენიშნებათ მსუქან, ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებული ფუნქციისა და სხვადასხვა ენდოკრინული დაავადების მქონე პირებს.

ადენოიდების დიაგნოსტიკა

ოტორინოლარინგოლოგიურ პრაქტიკაში ენდოსკოპიური ტექნოლოგიების დანერგვამ განსაკუთრებულად გააადვილა ადენოიდების დიაგნოსტიკა. თუმცა პათოლოგიაზე ეჭვის მიტანა, ჩვეულებრივ, რუტინული კვლევებითაც კი შეიძლება, მაგალითად:

  • ფარინგოსკოპიით (ზოგადი მდგომარეობის შესაფასებლად პირის ღრუსა და პირ-ხახის დათვალიერებით);
  • წინა რინოსკოპიით, რომელიც მოიცავს ცხვირის სავალების დათვალიერებას;
  • უკანა რინოსკოპიით, რომელიც ლარინგოლოგის მიერ ცხვირის სავალების დასათვალიერებლად პირ-ხახიდასარკეების გამოყენებით ტარდება;
  • ცხვირხახის რენტგენოლოგიური კვლევით (ცხვირ-ხახის გვერდითი რენტგენოგრამა), რომელიც ადენოიდების დიაგნოსტიკისა და ადენოიდური ვეგეტაციის ხარისხის შედარებით ზუსტი განსაზღვრის საშუალებას იძლევა.

დიაგნოზის საბოლოოდ დაზუსტება შესაძლებელია ცხვირ-ხახის ენდოსკოპიური დათვალიერებითა და კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევით.

რა გართულებებია მოსალოდნელი, თუკი ადამიანი ადენოიდებს არ უმკურნალებს

ეს პრობლემებია:

  • პირით სუნთქვა – რაც სასუნთქი გზების ხშირი დაავადების მიზეზი ხდება (ტონზილიტი, ფარინგიტი, ბრონქიტი, ტრაქეიტი და სხვა), იწვევს ცხვირ-ხახისა (ქრონიკული რინიტი) და ყურის პათოლოგიებს (ოტიტი).
  • ჟანგბადით მომარაგების დარღვევა – თავის ტვინის ქრონიკული ჰიპოქსია გონებრივი აქტივობის დაქვეითებას განაპირობებს. ჟანგბადის დეფიციტი იწვევს არტერიული წნევის მომატებას, დაღლილობას, ზოგად სისუსტეს, ყურადღებისა და შრომისუნარიანობის დაქვეითებას.
  • ადენოიდებით სასმენი მილების შესართავის გადაკეტვა (დახშობა) ხელს უწყობს შუა ყურის ქრონიკული დაავადებების განვითარებას.