რინიტის განვითარების მიზეზები და მკურნალობის საშუალებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რინიტის განვითარების მიზეზები და მკურნალობის საშუალებები

დიაგნოსტიკის მეთოდებზე გვესაუბრება "ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებათა ეროვნული ცენტრი, ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკის" ექიმი მაია მაისაშვილი.

– ქალბატონო მაია, რამ შეიძლება განავითაროს რინიტი?

– რინიტის განვითარების ძირითად ფაქტორად შეიძლება მივიჩნიოთ გაციება, რაც ორგანიზმის დაცვითი მექანიზმების დარღვევას და ცხვირის, პირის ღრუსა და ცხვირხახაში პირობით პათოგენური მიკროფლორის გააქტიურებას განაპირობებს. მნიშვნელოვანი ფაქტორია ქრონიკული და მწვავე დაავადებების განვითარებით გამოწვეული ორგანიზმის იმუნიტეტის დაქვეითება.

რინიტი შეიძლება იყოს მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის პირველი ნიშანი, ასევე ალერგიული რეაქციების დასაწყისიც.

– რა სახის შეიძლება იყოს რინიტი?

– ალერგიული;

  • ინფექციური;
  • არაალერგიული, არაინფექციური რინიტი.

გამოყოფენ სეზონურ და მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე ალერგიულ რინიტსაც.

ინფექციური რინიტი მოსახლეობის ნახევარს შეიძლება აღენიშნოს. ბავშვებთან, განსაკუთრებით – მცირეწლოვნებთან, ის გაცილებით ხშირია.

ამას გარდა, გამოყოფენ მწვავე ტრავმულ რინიტს, რომელიც განპირობებულია ცხვირის ღრუს ლორწოვანის ტრავმით (უცხო სხეული, მოწვა, ქირურგიული ჩარევა, გარემო ფაქტორები – მტვერი, კვამლი, ქიმიური ნივთიერებების შესუნთქვა).

– როგორ შეიძლება გამოვლინდეს რინიტი?

– რინიტის კლასიკური ნიშანია ცხვირის გაჭედილობა, ცემინება. რინიტი იწყება სწრაფად, მდგომარეობის ზოგადი გაუარესებით, იზრდება სხეულის ტემპერატურა, ვლინდება თავის ტკივილი, უარესდება ცხვირით სუნთქვა, ქვეითდება ყნოსვა, რაც განპირობებულია ყნოსვის მიდამოს ანთებითი პროცესით. შემდეგ აღინიშნება გამონადენი. დამახასიათებელია ცრემლენა ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის მგრძნობიარე რეფლექსოგენური ზონების გაღიზიანების გამო, ცემინება.

ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეშუპება არღვევს ცხვირის დანამატი წიაღებისა და შუა ყურის დრენაჟს, რაც ხელსაყრელ გარემოს ქმნის პირობით პათოგენური ფლორის გააქტიურებისთვის. ეს კი ხელსაყრელი გარემოა ბაქტერიული გართულებების განვითარებისთვის. მოგვიანებით ცხვირის ღრუდან გამონადენის ხასიათი იცვლება, ის ხდება ბლანტი, მოყვითალო და მომწვანო ელფერის, რაც ჩირქის არსებობითაა განპირობებული.

გარკვეული პერიოდის შემდეგ ადამიანის მდგომარეობა თანდათანობით უმჯობესდება: მცირდება თავის ტკივილი, გამონადენის რაოდენობა, უსიამოვნო შეგრძნება ცხვირში (ცემინება, ცრემლდენა), უმჯობესდება ცხვირით სუნთქვა.

– რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს რინიტი?

– მწვავე რინიტი გრძელდება დაახლოებით 8-14 დღე.

– თქვენ უკვე აღნიშნეთ რინიტის სახეები. რა თავისებურებებით ხასიათდება სხვადასხვა სახის რინიტი?

– ჩვილების რინიტი გარკვეული თავისებურებით ხასიათდება. ის ჩვეულებრივ მიმდინარეობს როგორც რინოფარინგიტი, ანთებითი პროცესი ზოგჯერ ვრცელდება ცხვირ-ხახაზე, შუა ყურზე, ტრაქეაზე, ხახაზე, ბრონქებზე, ფილტვებზე. ბავშვს ერღვევა წოვის აქტი, რაც სხეულის მასის დაკარგვას, ძილის დარღვევას, მომატებულ აღგზნებას იწვევს. განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს მწვავე რინიტი დღენაკლულ, დასუსტებულ ბავშვებთან.

ქრონიკული კატარული რინიტის ძირითადი ჩივილია სუნთქვის გაძნელება ხან ერთ, ხან მეორე ნესტოში. ექსუდატის ამა თუ იმ ელემენტის შემცველობის მიხედვით ცხვირიდან გამონადენი შეიძლება იყოს: სეროზული, ლორწოვანი ან ლორწოვან-ჩირქოვანი.

ქრონიკული ჰიპერტროფიული რინიტი გამოირჩევა ხანგრძლივი მიმდინარეობით. ცხვირის გაჭედილობა უფრო მუდმივია, ვიდრე კატარული ფორმის რინიტისა და არ ექვემდებარება სისხლძარღვების შემავიწროებელი საშუალებების ჩაწვეთებას. ცხვირით სუნთქვის გძნელების გარდა, ადამიანს აწუხებს თავის ტკივილი, ცუდი ძილი.

ქრონიკული ატროფიული რინიტისას ადამიანი უჩივის ცხვირის სიმშრალეს, ქერქების წარმოქმნას, ზეწოლის შეგრძნებასა და თავის ტკივილს. ცხვირიდან გამონადენი სქელია, მოყვითალო-მომწვანო ფერის.

ვაზომოტორული რინიტი განპირობებულია ორგანიზმის მგრძნობელობის მომატებით (ალერგიული ფორმა) ან ნეიროვეგეტატიური მოშლილობით (ნეიროვეგეტატიური ფორმა). ამ ორ ფორმას დაავადების მსგავსი გამოვლინება გააჩნია: ცემინება, ცხვირის გაჭედილობა, ჭარბი თხევადი გამონადენი.

ალერგიული რინიტის მუდმივი ნიშანია – ცემინება, რომელსაც თან ახლავს ჭარბი გამჭვირვალე წყლიანი გამონადენი, ცხვირით სუნთქვის გაძნელება და ცხვირის არეში ქავილი.

– რატომ არის რინიტი საკმაოდ გავრცელებული ორსულებთან და როგორია მისი სიმპტომები?

– ორსულობისას იმუნიტეტი და ჰორმონული ფონი ძლიერ იცვლება, რაც სისხლძარღვების განვლადობაზეც მოქმედებს და ვითარდება ლორწოვანის შეშუპება. სიმპტომებიდან საყურადღებოა ის, რომ ზოგადი ნორმალური მდგომარეობის ფონზე ვითარდება ცხვირის მკვეთრი გაჭედილობა, ცხვირიდან თხევადი, გამჭვირვალე გამონადენი, ქავილი, ცემინება და თვალებიდან ცრემლდენა. რინიტი თავისთავად გაივლის მშობიარობიდან 7-10 დღეში.

– რამდენად საშიშია ეს მდგომარება?

– ორსულების რინიტი სერიოზულად არ მოქმედებს მომავალი დედის ჯანმრთელობაზე, ორსულობის მიმდინარეობასა და ნაყოფის მდგომარეობაზე.

ზოგჯერ გახანგრძლივებული სურდოსა და ძლიერი შეშუპების გამო ვითარდება ჰაიმორის ღრუს ანთება, რადგან ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსი ინფექციებისთვის უფრო ადვილად შესაღწევი ხდება. ამ შემთხვევაში აუცილებელია ექიმ-ოტოლარინგოლოგის კონსულტაცია.

– როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება?

– მნიშვნელოვანია, რომ ორსულს შეუმსუბუქდეს მდგომარეობა. საჭიროა მაღალ სასთუმალზე დაძინება, ცხვირის გამორეცხვა ზღვის წყალზე დამზადებული მარილიანი ხსნარით, რაც შეამცირებს შეშუპებას და გააუმჯობესებს სუნთქვას.

– როგორ ისმება დიაგნოზი?

– მწვავე რინიტის დიაგნოზი დგინდება ადამიანის ჩივილებით, სუბიექტური და ობიექტური ნიშნებით, წინა რინოსკოპიით. ლაბორატორიული კვლევებიდან საინტერესოა სისხლის საერთო ანალიზი, ციტოლოგიური სურათი და ვირუსოლოგიური ტესტები.

– როგორია მკურნალობა?

– როდესაც სხეულის ტემპერატურა ნორმალურია, რინიტის ნიშნებისას რეკომენდებულია წოლითი რეჟიმი, დიდი რაოდენობით სითხის მიღება, თბილი პროცედურები (ფეხებზე ცხელი აბაზანა). მაღალი ტემპერატურის დროს კი საჭიროა სიცხის დამწევი საშუალების მიღება.

ქრონიკული რინიტის გამწვავებისას გამოიყენება იგივე მედიკამენტები, რაც მწვავე რინიტის დროს (სისხლძარღვთა შემავიწროებელი წვეთები, ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული მოქმედების წვეთები და მალამოები).

ქრონიკული სუბატროფიული და ატროფიული რინიტების მკურნალობა მოიცავს გარკვეულ პროგრამას: ადგილობრივად ინიშნება პრეპარატები, რომლებიც ეხმარება ცხვირის ლორწოვანი გარსის მდგომარეობის გაუმჯობესებას და ლორწოვანი ჯირკვლების ფუნქციის სტიმულაციას.

ალერგიული რინიტის მკურნალობის ეფექტური მეთოდი ადამიანის ალერგენთან კონტაქტის შეწყვეტაა. სამკუნალო თერაპია გულისხმობს სპეციფიკურ იმუნოთერაპიას და ანტიჰისტამინური საშუალებების გამოყენებას.