რუბრიკები
ანგიოლოგია
ანევრიზმა გულ-სისხლძარღვთა სისტემის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ დაავადებად მიიჩნევა. ის აზიანებს და ცვლის სისხლძარღვის კედლის სტრუქტურას, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი კარგავს ელასტიკურობას და ხელშემწყობი ფაქტორის დართვის შემთხვევაში შესაძლოა გასკდეს კიდეც, რასაც სისხლის მიმოქცევის მოშლა მოჰყვება. ანევრიზმა ნებისმიერ სისხლძარღვში შეიძლება ჩამოყალიბდეს. ადგილმდებარეობისა და ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ მის რამდენიმე კლინიკურ ფორმას. ყველაზე გავრცელებულია აორტის ანევრიზმა. მისი 25% გულმკერდის აორტის ანევრიზმების წილად მოდის, ხოლო 75% - აორტის მუცლის ნაწილის ანევრიზმების წილად. ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშია მსხვილი სისხლძარღვებისა და აორტის ანევრიზმები. გარდა იმისა, რომ არსებობს ანევრიზმის გახეთქვის საფრთხე, სახიფათოა თავად სისხლძარღვის დეფორმაციაც, რადგან გადიდებული უბანი შესაძლოა მიაწვეს ირგვლივ მდებარე ნერვებს და შესაბამისი უბნების დისფუნქცია გამოიწვიოს.

ანევრიზმა საშიში დაავადებაა, თუმცა მრავალ ქვეყანაში მას დღემდე არ ექცევა სათანადო ყურადღება. აშშ-ში ანევრიზმით ყოველწლიურად თითქმის იმდენივე ადამიანი კვდება, რამდენიც შიდსით - 24 ათასამდე. ანევრიზმის უეცარმა გახეთქვამ შეიწირა ალბერტ აინშტაინი, შარლ დე გოლი და მრავალი სხვა ცნობილი ადამიანი. ანევრიზმის მიზეზების, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესახებ სისხლძარღვთა ქირურგი ზაალ ავალიანი გვესაუბრება.

"მკურნალი.გე"-ს მკითხველმა ხალხური საშუალებებით ვენების მკურნალობის რეცეპტები გაგვიზიარა, რომელიც საკუთარ თავზე გამოსცადა.
გაგაცნობთ სისხლძარღვების გასაწმენდ რამდენიმე მეთოდს
ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობა, ცალკეული ორგანოების სრულყოფილი ფუნქციობა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული სისხლძარღვთა მდგომარეობაზე. ბევრი მძიმე და სახიფათო დაავადება სწორედ სისხლძარღვთა პათოლოგიებიდან ან მათი ასაკობრივი ცვლილებებიდან იღებს სათავეს. ადამიანის ორგანიზმის სისხლძარღვოვანი სისტემა კაპილარების, არტერიებისა და ვენებისგან შედგება. როგორ განვამტკიცოთ სისხლძარღვები, როგორ შევუნარჩუნოთ მათ ჯანმრთელობა და ახალგაზრდობა? პასუხი მარტივია - რაციონალური კვებით, ფიზიკური აქტივობითა და ჯანსაღი ცხოვრებით!

რა არის მეზენტერიული იშემია?

ნაწლავებს სისხლით ამარაგებს აორტის სხვადასხვა დონიდან გამომავალი მეზენტერიული არტერიები. მათი შევიწროება ან დაცობა შესაძლოა ნაწლავთა იშემიის მიზეზად იქცეს. მეზენტერიული იშემია ხშირად ემართებათ ხანდაზმულებსა და მოხუცებს. მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ მის ორ ფორმას: მწვავეს, როცა ერთბაშად წარმოიშობა მკაფიო სიმპტომები, და ქრონიკულს, როცა ისინი თანდათანობით ყალიბდება და პერიოდულად იჩენს თავს.

სისხლძარღვებისთვის მეტად სასარგებლოა ხილი და ბოსტნეული. ისინი აძლიერებენ ვენურ სისტემას. E ვიტამინი სისხლძარღვთა ელასტიკურობას ზრდის.
ადამიანის სისხლძარღვთაგან განსაკუთრებული შრომის უნარითა და ამტანობით გამოირჩევიან ვენები. ისინი სიმძიმის ძალის საპირისპიროდ ყოველწლიურად სამი ათას ლიტრ სისხლს გადადენიან სისხლძარღვებში, რაშიც მათ არტერიებიც ეხმარებიან. ყოველ ვენას თავისი თანამოსახელე არტერია მიჰყვება გვერდით. გულის შეკუმშვისას არტერიები ფართოვდებიან, აწვებიან გვერდით მდებარე ვენებს, რის შედეგადაც ვენური სარქვლები მონაცვლეობით იხურება და იღება და სისხლს ზევით - კვლავ გულისკენ გზავნის. ეს მექანიზმი გამართულად მუშაობს მაშინ, როდესაც ადამიანი ბევრს მოძრაობს. ვენური სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა ვარიკოზი, რომლის დროსაც მნიშვნელოვნად ფერხდება სისხლის მიმოქცევა. ვარიკოზი რომ არ დაგემუქროთ, ვენებს უნდა გაუფრთხილდეთ. ვეცდებით, ამაში დაგეხმაროთ.

ნაჩვენებია მე-1 გვერ 5 - დან