რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
ვენური უკმარისობის მკურნალობა და თანამედროვე ქირურგიული მეთოდები
ვენური უკმარისობის მკურნალობა და თანამედროვე ქირურგიული მეთოდები
ვენური უკმარისობის მკურნალობის მეთოდებზე, ვენებზე წარმოებულ ოპერაციებსა და მათთან დაკავშირებულ საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის აკადემიური კლინიკის ხელმძღვანელი, საქართველოს ანგიოლოგებისა და სისხლძარღვთა ქირურგების ასოციაციის, ევროპის ვენური ფორუმის, ევროპის სისხლძარღვთა ქირურგების ასოციაციის, ამერიკის ვენური კოლეჯის, საქართველოს ათეროსკლეროზის ასოციაციისა და ინტერნაციონალური ვენური საზოგადოების წევრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იგორ მიქაძე.


- ბატონო იგორ, ვენების რომელი პათოლოგიებით მოგმართავენ უმეტესად პაციენტები? რომელ ასაკობრივ ჯგუფში ჭარბობს ვენური უკმარისობა და რას გულისხმობს მისი ქირურგიული მკურნალობა?
- ფლებოლოგიას სოციალური პრობლემების გადასაწყვეტად პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, ისეთი პათოლოგია, როგორიც არის ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სნეულებაა გულის იშემიური დაავადების შემდეგ. ამ დიაგნოზით ავადმყოფების მესამედი იღუპება, თანაც გარდაცვლილთა 50%-ს დიაგნოზს მხოლოდ სიკვდილის შემდეგ უსვამენ. შემთხვევათა 90%-ში კი მისი მიზეზი ქვედა კიდურების ღრმა ვენების თრომბოზია. განსაკუთრებული ადგილი უკავია მდგომარეობას, რომელსაც თრომბოფილია ეწოდება. მას თან ახლავს ჰიპერკოაგულაცია და მასთან დაკავშირებული თრომბოზები და თრომბოემბოლიები. ბევრს მიაჩნია, რომ ვენების ვარიკოზული დაავადება მხოლოდ კოსმეტიკური დეფექტია. არადა ეს პათოლოგია აზიანებს მოსახლეობის 30%-ს. მხოლოდ საქართველოში ეს დაავადება აქვს 1 500 000-ზე მეტ ადამიანს. მათი 2-3 პროცენტი (50 000-მდე ავადმყოფი) იტანჯება ტროფიკული წყლულებით, რომლებიც დიდხანს არ ხორცდება და დიდ ტანჯვას აყენებს როგორც ავადმყოფს, ასევე მის ნათესავებსაც. ვენური უკმარისობა უმეტესად ქვედა კიდურებზე ვითარდება. მას სამი ძირითადი დაავადება იწვევს: ვარიკოზი ანუ ვენების გაგანიერება, თრომბოზის შემდგომი დაავადება და ვენებისა და მათი სარქველების თანდაყოლილი მანკები. ვენური პათოლოგიის მთავარი მიზეზი ვენებში შექმნილი მაღალი წნევაა. სწორედ ამ მაღალი ვენური წნევის გამო ზიანდება სარქვლები, ვითარდება ვარიკოზი. მეორე პათოლოგია თრომბოზის შემდომი მდგომარეობითაა განპირობებული. როდესაც ვენებში ამა თუ იმ მიზეზით თრომბები ლაგდება, ანთებითი პროცესი სარქვლების დაზიანებას იწვევს. სამწუხაროდ, თრომბების დაშლისა და ალაგების შემდეგ დაზიანებული სარქვლები ვეღარ აღდგება და ვენებში წნევა ისევ მაღალი რჩება. მაღალი წნევა, თავისთავად, აზიანებს ვენების კედელს და ვენურ უკმარისობას იწვევს. ვენური უკმარისობის განვითარების ახსნას მრავალი თეორია ცდილობს. რომელიმე ერთი მიზეზის დასახელება შეუძლებელია. არსებობს უამრავი რისკფაქტორი: ორსულობა, კონტრაცეპტივების მიღება, ჭარბი წონა, ტრავმა, ფეხზე დიდხანს დგომა, გადატანილი თრომბოფლებიტი და სხვა, - თუმცა უამრავ მაგალითს მოგიყვანთ, რომ გამხდარ ადამიანსაც აქვს ვენების უკმარისობა ან კიდევ მსუქანსა და ხანგრძლივად ფეხზე მდგომს სრულიადაც არ აწუხებს ეს პრობლემა. დასასრულ, ისიც უნდა ითქვას, რომ ვენებთან დაკავშირებული პრობლემები უმთავრესად ქალებს აწუხებთ.

- როგორ მკურნალობენ ვენურ უკმარისობას?
- არსებობს ვენური უკმარისობის მკურნალობის თერაპიული და ქირურგიული მეთოდები. კონსერვატიული ანუ თერაპიული მკურნალობა ტარდება ქრონიკული ვენური უკმარისობის შვიდივე სტადიაში (ჩ0-დან ჩ6-ის ჩათვლით) ისეთ პაციენტებთან, რომელთაც აქვთ სიმძიმისა და დაღლილობის შეგრძნება, ფეხების წვა, ვენური სტაზის (შეგუბების) ან ჰიპერტენზიისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები, მათ შორის - კანის ტროფიკის მოშლა. როდესაც დარღვეულია დიდი საჩინო და მცირე საჩინო ვენების სარქვლოვანი აპარატი, ყველაზე ეფექტურია ქირურგიული მკურნალობა, რადგან თერაპიის მიზნით დანიშნული
You must have Flash Player installed in order to see this player.
ვენოტონური საშუალებები ძირითად პრობლემას რადიკალურად ვერ აგვარებს. თერაპიული საშუალებები მხოლოდ ვენურ სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, ვენები კი ისევ გაგანიერებული რჩება, ამიტომ ვენური უკმარისობისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მოგვიანებით ხელახლა იჩენს თავს, დაავადება ისევ მწვავდება. მკურნალობის ერთადერთი რადიკალური გზაა უფუნქციო გაგანიერებული ვენების ლიკვიდაცია. არსებობს ვენების ლიკვიდაციის რამდენიმე მაღალეფექტური მეთოდი. ქირურგიული მეთოდებიდან ყველაზე მეტად მიღებულია:

  • სხვადასხვა ტიპის ქირურგიული ფლებექტომია: ამბულატორიული ფლებექტომია, ორგანოშემანარჩუნებელი, ე. წ. ჩHIVA ოპერაციები, კომბინირებული ფლებექტომია და სხვა;
  • ვენების სკლეროთერაპია ანუ ვენების გაქრობა ინტრავენური სკლეროზანტის (სპეციალური პრეპარატის) შეყვანით, უოპერაციოდ - ამ მეთოდით ვარიკოზული ვენების მკურნალობა ათიდან 7 შემთხვევაშია შესაძლებელი;
  • ვენის ლაზერული ან რადიოტალღური აბლაცია. ეს მეთოდი მსოფლიოში 15 წელიწადზე მეტია გამოიყენება, ხოლო საქართველოში მისი გამოყენების 5-7-წლიანი გამოცდილება არსებობს.

ყველა დასახელებული მეთოდი გულისხმობს დაზიანებული ვენის ლიკვიდაციას. ქირურგიული მკურნალობის შემთხვევაში ვენა იკვანძება და იჭრება, სკლეროთერაპიის დროს ვენაში შეყვანილი მედიკამენტი იწვევს ვენის შიდა გარსის ქიმიურ დესტრუქციას (დაშლას), რის შემდეგაც ვენა ნაწიბურდება. ლაზერული მკურნალობის დროს მაღალენერგიული ლაზერული სხივი წვავს ვენის შიდა გარსს, დამწვარ ადგილას თრომბი ყალიბდება და შემდეგ ეს ვენაც დანაწიბურებას განიცდის. ფლებოლოგია, ისევე როგორც სხვა სამედიცინო სპეციალობები, მოითხოვს დიდ ყურადღებას პაციენტის მიმართ. ავადმყოფები მიღებაზე ისე მოდიან, რომ წაკითხული და ნანახი აქვთ უამრავი რეკლამა, ხშირად ერთგვარად ორიენტირებულნიც კი არიან მკურნალობის რომელიმე მიმართულებაზე. არადა, ჭარბი სარეკლამო ინფორმაცია საზიანოა. ფლებოლოგის ამოცანაა, სწორად მიუდგეს ავადმყოფს, შეარჩიოს მკურნალობის ოპტიმალური მეთოდი და დაარწმუნოს პაციენტი მის აუცილებლობაში, გააცნოს მოსალოდნელი შედეგები და გართულებები.



თარიღი : 11-05-2016
lidia bitsadze
სად მივმარტოტ romeli klinika aketebs?misamarti miutitet მადლობტ
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ჟურნალმა "ოჯახის მკურნალმა" საქველმოქმედო პროექტის #ქველმოქმედებამარტივია ფარგლებში ნოემბრისა და დეკემბრის ნომრების რეალიზაციიდან შემოსული თანხის ნაწილი 5 022 ლარი დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდს გადასცა.
სერიალმა "ექიმმა ჰაუსმა" სატელევიზიო სივრცეში გამოჩენისთანავე მოახერხა ექიმების, მომავალი ექიმების, პაციენტების, სამედიცინო საკითხებით დაინტერესებული ადამიანების და ზოგადად, ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა
ზამთრის მზე, ულტრაიისფერი გამოსხივების თვალსაზრისით, ზაფხულისაზე არანაკლებ საშიშია. ზამთარში ზოგჯერ ის უფრო ინტენსიურიცაა. ამასთან, წელიწადის ამ დროს სხეული ტანსაცმლითაა დაფარული, ხოლო თვალები მზის ზემოქმედების ქვეშ მთელი დატვირთვით ხვდება.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ახალი მიდგომით, ლაზერის საშუალებით შესაძლებელი გახდა თრომბების მოშორება. ეს მეთოდი თამამად შეიძლება გამოვიყენოთ თრომბის გამწოვ ტრადიციულ მედიკამენტებთან ერთად.
აშშ-ის, გერმანიისა და ბელგიის სპეციალისტების გუნდმა მღრღნელებზე კვლევები ჩაატარა.
ვარიკოზით გამოწვეული “ვარსკვლავები”, გაგანიერებული ვენები და შეშუპებები - ეს მხოლოდ ესთეტიკური პრობლემა არ არის. მით უფრო, თუ სხვა სიმპტომებიც შეიმჩნევა - სიმძიმისა და მოჭერის შეგრძნება, ძლიერი დაღლილობა სამუშაო დღის შემდეგ. ეს ყველაფერი ვენების ვარიკოზული გაგანიერების დასაწყისზე მიუთითებს - ქრონიკულ დაავადებაზე, რომელიც დროთა განავლობაში შეიძლება კიდევ უფრო გართულდეს.

ქვედა კიდურების ვენების დაავადება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა, რომელიც განსაკუთრებით ცხელი სეზონის დროს იჩენს ხოლმე თავს. ამ პრობლემაზე გვესაუბრება “ამტელ ჰოსპიტალ - პირველი კლინიკური საავადმყოფოს” სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი ზაურ ნონიკაშვილი.

- ქრონიკული ვენური დაავადება ფართოდ გავრცელებული პრობლემაა. ის მოზრდილი მოსახლეობის 10-55%-ს აღენიშნება და უფრო ხშირია ქალებში. დაგვიანებული ჩარევისას სერიოზულად რთულდება და მკურნალობაც სოლიდურ ხარჯებს უკავშირდება. ქვდ-ის შორს წასული შემთხვევები შრომისუნარიანობის დროებითი თუ მყარი შეზღუდვის გამომწვევი ერთ-ერთი უხშირესი პათოლოგიაცაა.

ათეროსკლეროსი აზიანებს არტერიებს, იწვევს რა, მათი ელასტიურობის დაქვეითებას. ითვლება, რომ ეს ხდება მაღალი წნევის, ქოლესტერინის დონის მომატებისა და სიგარეტის მოხმარების გამო.
ზაფხული მძიმე გამოცდაა ორგანიზმისთვის. ამ დროს ბევრი, უმთავრესად - ქალები, ფეხების შეშუპებას და ტკივილს უჩივის. საღამო ხანს შესამჩნევად სივდება კოჭების არე, ყრუ ტკივილი აღმოცენდება წვივის კუნთებსა და თითებში...

რისი ბრალია ეს - ამინდის, გა­უწყლოების, მოუხერხებელი ფე­ხ­საცმლის?

21 ოქტომბერი 2016
ფინჯანი ყავის დალევის შემდეგ, იშვიათად თუ დავფიქრებულვართ, როგორ მოქმედებს ის სხვადასხვა ორგანოსა და სისტემაზე.
13 სექტემბერი 2016
1. საფეხურებზე სიარული.

კიბეზე ასვლისას ადამიანი წუთში 11 კალორიას წვავს.
ცნობილია, რომ სტრესმა შეიძლება წონის მატება გამოიწვიოს. მიზეზი მხოლოდ ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელ გაძლიერებულ მადაში არ არის. იცვლება თავად სხეულის მუშაობის მექანიზმი.
ხახვი ნებისმიერი ქვეყნის სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოხმარებადი პროდუქტია და მრავალი დაავადების სამკურნალო, ეფექტურ ბუნებრივ წამალსაც წარმოადგენს.
გაგიგონიათ ალბათ, შიშს დიდი თვალები აქვსო. რატომ? იმიტომ, რომ არ არსებობს ორგანული დაავადება, რომელზეც შიში მანკიერად არ მოქმედებს.