რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივნისი 2018
კითხვა-პასუხი
კვლავ დიაბეტზე
კვლავ დიაბეტზე
შაქრიანი დიაბეტი საქართველოშიც სერიოზული მედიკო-სოციალური პრობლემაა.
ამიტომაც, ვითვალისწინებთ მკითხველთა დიდი ნაწილის თხოვნას და კვლავ მოგითხრობთ ამ დაავადების თავისებურებებზე. გთავაზობთ იმ სასარგებლო რჩევებსა და საშუალებებს, რომლებიც დაგეხმარებათ შაქრიანი დიაბეტის გართულებათა პროფილაქტიკაში.


ცოტა რამ ისტორიიდან

შაქრიანი დიაბეტით დაავადების ისტორია ჩვ. წ. აღ-მდე III საუკუნეში იწყება. ადამიანებს ჯერ კიდევ იმ პერიოდში შეეძლოთ დაავადების სიმპტომთა გარკვევა, სამკურნალო საშუალებათა მოძიებასაც ცდილობდნედა პაციენტთა მდგომარეობის შემსუბუქებასაც, თუმცა შაქრიანი დიაბეტის გამომწვევი მიზეზები უცნობი იყო და ყველა დაავადებული ასე თუ ისე განწირულად ითვლებოდა.

  • ტერმინი “დიაბეტი” პირველად რომაელმა ექიმმა, არეთეუსმა
    შემოიღო ჩვ. წ. აღ-მდე I საუკუნეში. სიტყვა “დიაბეტი” ბერძნულად განლევას ნიშნავს, შესაბამისად, ტერმინი “შაქრიანი დიაბეტი” გულისხმობს “შაქრით განლეულს” “შაქრის დამკარგავს”, რაც აისახება კიდეც დაავადების ერთ-ერთ დამახასიათებელ სიმპტომში – შარდთაერთად შაქრის დაკარგვაში.
  • XVII საუკუნეში ექიმმა თომას ვილისმა პირველად აღმოაჩინა დიაბეტით დაავადებულთა შარდის მოტკბო გემო. შემდგომში ამ
    ფაქტს ექიმები დაავადების დიაგნოსტიკისთვის იყენებდნენ.
  • 1776 წელს ინგლისელმა ექიმმა დობსონმა (1731-1784წწ.) დაადგინა, რომ დაავადებულთა შარდის მოტკბო გემო მასში შაქრის შემცველობითაა განპირობებული; ფაქტობრივად, ამ პერიოდიდაეწოდება დაავადებას “შაქრიანი დიაბეტი”.
  • 1796 წლიდაექიმები იმაზე ალაპარაკდნენ, რომ დიაბეტით დაავადებულთათვის აუცილებელია განსაკუთრებული დიეტის დაცვა. შემუშავდა კიდეც სპეციალური დიეტა, რომელშიც ნახშირწყლების ნაწილი ჩანაცვლდა ცხიმებით. დიაბეტის სამკურნალოდ დაიწყო ფიზიკური დატვირთვების გამოყენება.
  • 1841 წელს პირველად შეიმუშავეს შარდში შაქრის განსაზღვრის მეთოდი; ამას მოჰყვა სისხლში შაქრის დონის განსაზღვრაც.
  • 1889 წელს მერინგმა და მინკოვსკიმ პანკრეასის ამოკვეთით ცხოველები დააავადეს შაქრიანი დიაბეტით.
  • 1889 წელს პაულ ლანგერჰანსმა კუჭუკანა ჯირკვლის (პანკრეასის) მიკროსკოპული დათვალიერებისას აღმოაჩინა უჯრედთა დამახასიათებელი გროვები, რომელთაც კუნძულები უწოდა, თუმცა იმ პერიოდში ორგანიზმისათვის ამ უჯრედების მნიშვნელობა მეცნიერმა ვერ ახსნა.
  • 1921 წელს მკვლევრებმა ბანტინგმა და ბესტმა შეძლეს პანკრეასის ქსოვილიდაინსულინის მიღება. მიღებული ნივთიერებით მეცნიერებმა დიაბეტით დაავადებულ ძაღლებთააღკვეთეს მთელი რიგი სიმპტომები.
  • 1922 წელს ინსულინი პირველად გამოიყენეს შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ.
  • 1960 წელს გაიშიფრა ადამიანის ინსულინის ქიმიური სტრუქტურა.
  • 1979 წელს განხორციელდა ადამიანის ინსულინის სრული სინთეზი გენური ინჟინერიის მეთოდით.

გავიდა ორი წელი ინსულინის აღმოჩენიდადა ერთი ახალგაზრდა პორტუგალიელი ექიმი დაფიქრდა იმაზე, რომ შაქრიანი დიაბეტი უბრალოდ დაავადება კი არ არის, არამედ პაციენტთა ცხოვრების სრულიად განსხვავებული სტილი. იმისათვის, რომ ეს თავისებური სტილი ცხოვრების წესად დანერგოს, პაციენტმა ბევრი რამ უნდა იცოდეს თავისი დაავადების შესახებ. იმ პერიოდში გაჩნდა კიდეც მსოფლიოში პირველი სკოლები შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის. დღეს ასეთი სკოლა უამრავია. დაინტერესებული პაციენტები ნამდვილად არ უჩივიაინფორმაციის ნაკლებობას დაავადების შესახებ. ამ კუთხით ბევრი რამ იციან, სიახლეებსაც ეუფლებიადა ცდილობედაავადებაზე გამარჯვებით საზოგადოების სრულუფლებიაწევრებად იგრძნოთავი. მთავარია მონდომება და ყოველივე ამის გაცნობიერება!


რა ხდება შაქრიანი დიაბეტის დროს ორგანიზმში


ინსულინის დეფიციტის ასრული არარსებობის ფონზე უჯრედები არ ახდენეგლუკოზის უტილიზაციას. გლუკოზა დიდი რაოდენობით გროვდება სისხლში. ამის გამო თირკმელები იწყებემის ინტენსიურად გამოყოფას შარდთაერთად. დაავადების ერთ-ერთი პირველი სიმპტომი სწორედ შარდვის გახშირებაა, ორგანიზმი ამით ცდილობს გათავისუფლდეს შაქრის ჭარბი რაოდენობისაგან. ამას, თავის მხრივ, წყურვილის გაძლიერება და დიდი რაოდენობით სითხის მიღება მოსდევს. დროთა განმავლობაში თირკმელები ვეღარ უძლებეგაზრდილ დატვირთვას და იწყება მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დგება ორგანიზმის გაუწყლოება.

იმის გამო, რომ ორგანიზმი ვერ მოიხმარს გლუკოზას ენერგიის წყაროდ, ამ მიზნით ცხიმის ხარჯვას იწყებს. თუმცა ცხიმის გადამუშავება-გარდაქმნა ენერგიის საწარმოებლად უჯრედებისათვის ბევრად რთული პროცესია. ისიც გასათვალისწინებელია, რომ უჯრედები ცხიმის სრულად წვას ვერ ახერხებედა ორგანიზმში კეტონური სხეულები წარმოიქმნება. სწორედ კეტონური სხეულების დაგროვების შედეგად სხვადასხვა სახის გართულებები ვითარდება, მათ შორის უმძიმესი და საშიში გართულება - კეტოაციდოზია. თუ კეტოაციდოზი დროულად არ აღმოიფხვრა, ადამიანი შესაძლოა კომაში ჩავარდეს (გონება დაკარგოს) და დაიღუპოს კიდეც.


დიაბეტი და თამბაქო

მოწევა რომ მავნებელია და სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკს ზრდის, დიდი ხანია ცნობილია. ეს მავნე ჩვევა დიაბეტით დაავადებულთათვის განსაკუთრებულად საშიშია. მოწევა 7-ჯერ ზრდის მათთვის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა რისკს, 10-ჯერ მატულობს გულის შეტევათა რიცხვი და 12-ჯერ უარესდება კიდურებში სისხლის მოძრაობის (ცირკულაციის) პროცესი.

  • თუ თქვედიაბეტით ხართ დაავადებული და ეწევით, ყოველი ღერის მოწევით აჩქარებთ ნეიროპათიის (ნერვული დარღვევების), ნეფროპათიის (თირკმლის დაზიანების) და რეტინოპათიის (მხედველობის დარღვევის) განვითარებას;
  • მოწევის შედეგად მცირდება ჟანგბადის რაოდენობა ქსოვილებში, იზრდება ქოლესტერინის შემცველობა სისხლში, ამის გამო სისხლძარღვების კედლებზე ილექება “ცუდი” ცხიმები და სისხლის მოძრაობა ფერხდება. ეს ყოველივე ხელს უწყობს ინფარქტებისა და ინსულტების განვითარებას;
  • მოწევა განაპირობებს ადრენალინის ჭარბად გამოყოფას, რის გამოც სისხლძარღვები ვიწროვდება და სხვადასხვა გართულება ვითარდება: მატულობს არტერიული წნევა, თავს იჩენს არითმია, თვალის ფსკერზე ვითარდება სისხლჩაქცევები.
  • მოწევა კიდევ უფრო ზრდის შაქრის დონეს სისხლში. შესაძლოა ეს იმ მიზეზით ხდება, რომ ნიკოტინი, ბენზპირენი, კალიუმის ციანიდი და სიგარეტში შემავალი სხვა მავნე ნივთიერებები ასტიმულირებესტრესული ჰორმონების გამოყოფას და მოქმედებეინსულინრეზისტენტობის განვითარებაზე.


რჩევები

  • დიაბეტით დაავადებულთა საკვები რაციონი განსაკუთრებულად უნდა იყოს დაბალანსებული მინერალებით, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, რადგანაც ყველა ეს ნივთიერება, გლუკოზის მსგავსად, გამოიყოფა შარდთაერთად დიდი რაოდენობით ორგანიზმიდან;
  • B6 ვიტამინის ნაკლებობა აჩქარებს დიაბეტით დაავადებულებთანეიროპათიის განვითარებას, ამიტომაც ყურადღება მიაქციეთ ამ და საერთოდ B ჯგუფის ვიტამინების ბალანსს ორგანიზმში;
  • E ვიტამინი, როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი, საუკეთესო საშუალებაა გულის დაავადებათა პროფილაქტიკისთვის. ის აფერხებს დიაბეტური რეტინოპათიის პროგრესირებას.
  • ფურისულას ზეთი იცავს ნერვებსა და არტერიებს დაზიანებისაგან. დიაბეტით დაავადებულებმა დღეში 300-500 მგ ზეთი უნდა მიიღონ;
  • ფიჭვის ქერქის ექსტრაქტი (გამონაწვლილი) აუმჯობესებს მცირე ზომის სისხლძარღვების მდგომარეობასა და მიკოცირკულაციას. დღეში სამჯერ ამ ექსტრაქტის 50 მგ-ის მოცულობით მიღება დიაბეტიანებს იცავს რეტინოპათიისა (ბადურას დაზიანება, მხედველობის დაქვეითება) და ანგიოპათიების (სისხლძარღვებთადაკავშირებული პრობლემები) განვითარებისაგან.
  • დარიჩინი ამცირებს გლუკოზის დონეს სისხლში. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მისი მიღება ყოველდღიურად დიაბეტიანებისათვის მეტად სასარგებლოა. ამისათვის ერთი ჩაის კოვზი დარიჩინი ფორთოხლის წვენთააშვრიის ნაყენთაერთად უნდა მიიღოთ. ამით თქვენს ორგანიზმში საგრძნობლად გაიზრდება გლუკოზის მეტაბოლიზმი და თავსაც უკეთ იგრძნობთ.
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
შაქრიანი დიაბეტი თირკმელებს საკმაოდ ხშირად აზიანებს. პირველი ტიპი დიაბეტის მქონე ყოველ მესამე პაციენტს და
05-04-2018
თირკმლის გავრცელებულ დაავადებებზე გვესაუბრება კლინიკა “ვივამედის” დეპარტამენტის ხელმძ­ღვანელი,
05-04-2018
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 3 თვის განმავლობაში თურქეთიდან საქართველოში კარტოფილის შემოტანა
19-03-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ჰორმონული შენაცვლებითი თერაპია, რომელსაც ქალებს მენოპაუზის პერიოდში უნიშნავენ, საკმაოდ ბევრ გვერდით
ეფექტს
თუ გაცხიმოვნების ეპიდემია ამ ეტაპზე არსებულ დინამიკას შეინარჩუნებს, მაშინ კაცობრიობა ტოტალურ
სიმსუქნე და საზოგადოდ, გაცხიმოვნება მსოფლიო პრობლემაა. ჭარბი წონა მხოლოდ გარეგნობას როდი ცვლის, ის
იდუმალი ჰორმონი ბოლო პერიოდამდე "ემალებოდა" მეცნიერებს. ახლა კი მკვლევარებმა არა მხოლოდ აღმოაჩინეს
კლინიკური დაკვირვებებით ცნობილია, რომ D ვიტამინის დეფიციტი სიმსივნური პათოლოგიის, გულ-სისხლძარღვთა
რა ხდება ჩვენს ორგანიზმში კლიმაქსის პერიოდში, რა უნდა ვიცოდეთ აღნიშნულ პროცესზე
22 ივნისი 2018
წლის ცხელი სეზონი განწყობასა და გარეგნობას ცვლის. ზაფხული არა მარტო სასიამოვნო მომენტების მომტანია, შეიძლება
25 ივნისი 2018
კომფორტული წნევა ყველასთვის ინდივიდუალურია. ერთისთვის იდეალურია სტანდარტული 120/80, მეორესთვის
კალიფორნიის სააპელაციო სასამართლომ უკურნებელი სენით დაავადებულთა მიმართ ევთანაზიის გამოყენება დაუშვა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მოსახლეობას წითელას აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
ამერიკელი სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ კვების დროის შეღუდვა ზედმეტი წონის დაკლებისა და არტერიული წნევის