D ვიტამინის დეფიციტი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების რისკს ზრდის - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
კითხვა-პასუხი
D ვიტამინის დეფიციტი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების რისკს ზრდის
D ვიტამინის დეფიციტი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების რისკს ზრდის
კლინიკური დაკვირვებებით ცნობილია, რომ D ვიტამინის დეფიციტი სიმსივნური პათოლოგიის, გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და აუტოიმუნურ დაავადებათა განვითარების ერთ-ერთი ფაქტორია. ახალმა კვლევამ დასახელებულ სიას შაქრიანი დიაბეტიც შემატა.

სან-დიეგოს კალიფორნიის სამედიცინო სკოლის თანამშრომლებმა ათწლიანი კვლევა ჩაატარეს. აკვირდებოდნენ 900 ხანდაზმული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას დინამიკაში (კლინიკაში რეგულარული გასინჯვა-გამოკვლევის პროცესში). თავდაპირველად საკვლევი პირები შედარებით ჯანმრთელი პაციენტები იყვნენ, დიაბეტის ნიშნებისა და დიაბეტისწინა (პრედიაბეტური) მდგომარეობის გარეშე. მათთან მკვლევარები საზღვრავდნენ D ვიტამინისა და გლუკოზის დონეს სისხლში, ასევე, აფასებდნენ გლუკოზისადმი ტოლერანტობასაც. დროთა განმავლობაში 47 პაციენტს განუვითარდა შაქრიანი დიაბეტი, 337–ს კი გამოუვლინდა
დიაბეტისწინა მდგომარეობა. შაქრიანი დიაბეტისადმი მიდრეკილება შეჭიდული იყო D ვიტამინის დეფიციტთან.

მკვლევართა მონაცემებით, პირებს, რომლებსაც აღენიშნებოდათ D ვიტამინის 30 ნანოგრამზე ნაკლები დონე (ერთ მილილიტრზე გადაანგარიშებით) დიაბეტით დაავადების რისკი 5-ჯერ ჰქონდათ მომატებული, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებსაც D ვიტამინის 50 ნგ/მლ და უფრო მაღალი დონის შემცველობა ჰქონდათ.

სპეციალისტთა
განცხადებით, "საჭიროა დამატებითი კვლევები იმისათვის, რომ პასუხი გაეცეს კითხვას _ შეუძლია კი 25-ჰიდროქსივიტამინ D –ს მაღალ დონეს შეაფერხოს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარება?". მეცნიერთა აზრით, დადებითი პასუხის სავარაუდოდ საფუძველი ამ ეტაპზევე არსებობს!

თინათინ გოცაძე

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
ზოგს ყურძენი არ უყვარს, ზოგიც მას კურკებისა და კანის გარეშე მიირთმევს, არა და ბუნების ეს სიმდიდრე მეტად
22-10-2018
კაკაო დიდი ხანია სუპერპროდუქტების სიაშია. არსებობს მონაცემები, რომ მას დიაბეტის საწინააღმდეგო თვისებები
03-10-2018
ძილის დეფიციტი რომ სხვადასხვა დაავადების განვითარების მიზეზია ყველამ იცის. მედიკოსებმა გამოყვეს 4
27-09-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
გაცხიმოვნების პრობლემას მთელი მსოფლიო ებრძვის. ჭარბი წონა არა მხოლოდ გარეგნობას აუშნოებს, დაავადებათა
კაკაო დიდი ხანია სუპერპროდუქტების სიაშია. არსებობს მონაცემები, რომ მას დიაბეტის საწინააღმდეგო თვისებები
ჯანდაცვის სამინისტრო ქრონიკული დაავადებების მქონე მოსახლეობის სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის
ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს სია, რომელშიც ჩამოთვლილია სიმსუქნის გამომწვევი ძირითადი
ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერების დასკვნით, მსოფლიოში დიაბეტით დაავადებული ადამიანების რიცხვის
ფინელი მეცნიერები ახალი ვაქცინის ტესტირების პირველ შედეგებს აქვეყნებენ. მათი გამოგონება ეფუძნება
22 ოქტომბერი 2018
ზოგს ყურძენი არ უყვარს, ზოგიც მას კურკებისა და კანის გარეშე მიირთმევს, არა და ბუნების ეს სიმდიდრე მეტად
22 ოქტომბერი 2018
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა ადამიანის ორგანიზმისათვის მავნე პროდუქტთა სია გამოაქვეყნეს.
მოგეხსენებათ, საკვებ რაციონში ცხიმების მარაგის შემცირება–გაზრდით შესაძლებელია სხეულის მასის
რაციონი არა მარტო ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტვინის ეფქტური მუშაობისთვისაც!
ვარ 35 წლის. ყოველ დილით მტკივა თავი. ვსვამ ციტრამონს, რომელიც მშველის. იქნებ ამიხსნათ, რისი