მეცნიერებმა ახალი ჰორმონი აღმოაჩინეს, რომელიც ადამიანს სიმსუქნესთან ბრძოლაში ეხმარება - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
მეცნიერებმა ახალი ჰორმონი აღმოაჩინეს, რომელიც ადამიანს სიმსუქნესთან ბრძოლაში ეხმარება
მეცნიერებმა ახალი ჰორმონი აღმოაჩინეს, რომელიც ადამიანს სიმსუქნესთან ბრძოლაში ეხმარება
იდუმალი ჰორმონი ბოლო პერიოდამდე "ემალებოდა" მეცნიერებს. ახლა კი მკვლევარებმა არა მხოლოდ აღმოაჩინეს ახალი ბუნებრივი ნივთიერება, არამედ ისიც გაარკვიეს, რომ ის ადამიანებს შაქრიან დიაბეტთან და სიმსუქნესთან ბრძოლაში ეხმარება. ჰორმონის საბოლოოდ იდენტიფიცირება მოხდა დნმ-ის ანალიზის დახმარებით იშვიათი დაავადების (ახალშობილთა პროგეროიდული სინდრომის-NPS) მქონე ორ პირთან. ასეთ პაციენტთა ორგანიზმი ვერ აგროვებს ცხიმოვან ჩანართებს (დაავადებას სხვა სიმპტომებიც ახლავს).

ბეილორას სამედიცინო კოლეჯის მეცნიერებმა, ატულ ჩოპრას ხელმძღვანელობით, გაარკვიეს, რომ აღნიშნული სინდრომის მქონე პირები თავს განსაკუთრებულად ცუდად გრძნობენ, რადგანაც მათ ორგანიზმში არ გამოიყოფა აქამდე უცნობი ჰორმონი. ამ ჰორმონს
ასპროსინი ჰქვია.

ვირთაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტებით გაირკვა, რომ ჰორმონი ასპროსინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს სისხლში შაქრის დონის რეგულაციაში, განსაკუთრებით საკვების მიღებებს შორის პერიოდში. ასპროსინს გამოყოფს ცხიმოვანი ქსოვილი. ის ღვიძლისკენ მიემართება და ამცნობს ორგანოს იმის თაობაზე, რომ აუცილებელია სისხლში გლუკოზის დაუყოვნებლივ გამოყოფა - განმარტავს ჩოპრა. როგორც კი შაქრის
დონე სისხლში მაღლა იწევს, ჰორმონის გამოყოფა წყდება. 

ამ ახალ აღმოჩენას მეცნიერები შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ მიმართავენ. ამ დრომდე ჩატარებული ყველა კვლევის შედეგი დადებითი და საიმედოა. ამგვარად, ახალ ჰორმონზე სპეციალისტები დიდ იმედებს ამყარებენ!

თინათინ გოცაძე

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
13-08-2018
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნით, სიმსუქნე “XXI საუკუნის არაინფექციური ეპიდემიაა”.
13-08-2018
ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს სია, რომელშიც ჩამოთვლილია სიმსუქნის გამომწვევი ძირითადი
16-07-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ჯანდაცვის სამინისტრო ქრონიკული დაავადებების მქონე მოსახლეობის სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის
ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს სია, რომელშიც ჩამოთვლილია სიმსუქნის გამომწვევი ძირითადი
ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერების დასკვნით, მსოფლიოში დიაბეტით დაავადებული ადამიანების რიცხვის
ფინელი მეცნიერები ახალი ვაქცინის ტესტირების პირველ შედეგებს აქვეყნებენ. მათი გამოგონება ეფუძნება
ჰორმონული შენაცვლებითი თერაპია, რომელსაც ქალებს მენოპაუზის პერიოდში უნიშნავენ, საკმაოდ ბევრ გვერდით
ეფექტს
თუ გაცხიმოვნების ეპიდემია ამ ეტაპზე არსებულ დინამიკას შეინარჩუნებს, მაშინ კაცობრიობა ტოტალურ
16 აგვისტო 2018
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ფარმაცევტულ დაწესებულებებს მიმართავს, VALSARTAN-ის
17 აგვისტო 2018
ცნობილია, რომ ღამით მძიმე საკვების მიღება მავნებელია, მაგრამ ექიმები ცარიელი კუჭით დაძინებასაც არ
ჯერ კიდევ ძველი ჩინელები ამბობდნენ: “ცხოველი ადამიანის მეგობარი და ნათესავია, ის განიცდის ადამიანისთვის დამახასიათებელ გრძნობებს:
მოტეხილობის, განსაკუთრებით ხერხემლის, შეხორცება ზოგჯერ ძალიან რთული ხდება. ამგვარი ტრავმისას
2018 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ელ აგვისტომდე პერიოდში, საქართველოს ფარმაცევტული ბაზრიდან 380 868