ჭარბთმიანობის განვითარების მიზეზები და მკურნალობის მეთოდები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჭარბთმიანობის განვითარების მიზეზები და მკურნალობის მეთოდები

ამდენად, ეფექტური მკურნალობისთვის მნიშვნელოვანია მისი გამომწვევი მიზეზების დროული გამოვლენა. ჭარბთმიანობის განვითარების მიზეზებსა და მკურნალობის გზებზე გვესაუბრება ექიმი-ენდოკრინოლოგი მაია ნიშნიანიძე.

- ქალბატონო მაია, რა შეიძლება გახდეს გოგონების ჭარბთმიანობის მიზეზი?

- ყველა ეპოქასა და ცივილიზაციას სილამაზის სხვადასხვა კრიტერიუმი ჰქონდა, მაგრამ ქალის სხეულზე თმა ესტეთიკურად არასდროს ითვლებოდა. ქალები ჭარბთმიანობას ყმაწვილქალობიდანვე ებრძვიან.

ჭარბთმიანობა (ანუ ჰირსუტიზმი) არის მდგომარეობა, როდესაც ქალის სხეულზე, კერძოდ კი, სახის, გულმკერდისა და ზურგის არეში, მამაკაცის ტიპის გათმიანება იწყება, ანუ უხეში, პიგმენტირებული თმა ჩნდება.

ჭარბთმიანობა შეიძლება ეთნიკურიც იყოს. მაგალითად, ის დამახასიათებელია ხმელთაშუა აუზის, შუა და სამხრეთ აზიის ქალთა პოპულაციისთვის. სხვა შემთხვევაში მას იწვევს ქალის ორგანიზმში მამაკაცის სასქესო ჰორმონების სიჭარბე. ეს უკანასკნელი გენეტიკური და არაგენეტიკური დაავადებებით ან ჰორმონული მედიკამენტების ხანგრძლივი მიღებით შეიძლება იყოს გამოწვეული.

ჭარბთმიანობის გამომწვევ უხშირეს დაავადებათა სიას მიეკუთვნება:

  • საკვერცხეების პოლიცისტოზი (მრავლობითი ცისტების არსებობა საკვერცხეებში);
  • კუშინგის სინდრომი (სხვადასხვა მიზეზის გამო თირკმელზედა ჯირკვლის მიერ ჰორმონ კორტიზოლის ჭარბი წარმოქმნა);
  • თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია (გადიდება, რასაც თან ახლავს ასევე ჰორმონ კორტიზოლის ჭარბი პროდუქცია);
  • საკვერცხის ან თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე.

- რომელ ასაკში შეიძლება გამოვლინდეს ეს პრობლემა?

- ჭარბთმიანობა ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, თუმცა, უხშირესად, სქესობრივი მომწიფების პერიოდში იჩენს ხოლმე თავს. აღნიშნულ პერიოდში გოგონას საკვერცხეები ქალისა და მამაკაცის სასქესო ჰორმონების გამოთავისუფლებას იწყებს, ამის გამო იღლიისა და ბოქვენის არის გათმიანება ჩნდება. ეს ნორმალური პროცესია, მაგრამ თუკი ქალისა და მამაკაცის ჰორმონებს შორის პროპორცია დაირღვა, თმიანი საფარველი ქალისათვის უჩვეულო ადგილებშიც - სახეზე, გულმკერდსა და ზურგზეც ჩნდება.

- რა არის მისი ნიშნები?

- ზემოთ აღნიშნულ მდგომარეობებს, ჭარბთმიანობასთან ერთად, სხვა ნიშნებიც ახლავს ხოლმე, ესენია:

  • არარეგულარული მენსტრუალური ციკლი;
  • სიმსუქნე ან მამაკაცის სასქესო ჰორმონების მატების სხვა გამოვლინებები: ბოხი ხმა, აკნე, გამელოტება, მკერდის შემცირებული ზომა და კლიტორის (გარეთა სასქესო ორგანოს ნაწილი) გადიდება.

ამრიგად, სამედიცინო თვალსაზრისით, ჭარბთმიანობა საყურადღებო მდგომარეობაა. მისი გამომწვევი დაავადებები უშვილობის მიზეზიც შეიძლება გახდეს. ესეც რომ არა, ის ადამიანისათვის ემოციურადაც დამთრგუნველია. მართალია, ზოგიერთ შემთხვევაში ჭარბთმიანობა გამოკვეთილი მიზეზის გარეშეც შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ექიმთან მიმართვა და დაავადების გამორიცხვა აუცილებელია, განსაკუთრებით - სხვა თანმხლები ნიშნების არსებობისას.

- რომელი გამოკვლევები უნდა ჩატარდეს?

- ჭარბთმიანობის მიზეზის დასადგენად, ჩვეულებრივ, ტარდება:

  • სისხლის ჰორმონული ანალიზი სისხლში ანდროგენების დონის განსასაზღვრად;
  • გინეკოლოგიური და თირკმელზედა ჯირკვლების ულტრასონოგრაფიული კვლევა, რათა გაირკვეს, ხომ არ არის სტრუქტურული ცვლილებები აღნიშნულ ორგანოებში. საჭიროების შემთხვევაში ტარდება უფრო ღრმა ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული გამოკვლევები.

- როგორია მკურნალობა და პროგნოზი?

- ჰირსუტიზმის მკურნალობა სისტემურ და ადგილობრივ თერაპიას მოიცავს, სისტემური მკურნალობა ტარდება როგორც ჰორმონული, ასევე არაჰორმონული პრეპარატებით. ჭარბი თმის მოსაცილებელ ადგილობრივ მეთოდებს დროებითი ეფექტი აქვს, ამიტომ მათი გამოყენება რაციონალური და ეფექტურია ენდოკრინული დისბალანსის აღმოფხვრის შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლივობა საშუალოდ 6-12 თვეა, ეფექტი კი მისი დაწყებიდან დაახლოებით 3-4 თვეში შეინიშნება.

პრობლემა უმეტესად სავსებით კომპენსირდება. მან შეიძლება თავი ხელახლა მაშინ იჩინოს, თუ ჰიპერანდროგენის გამომწვევი ფაქტორები - სტრესი, წონის მატება და სხვა - ისევ იარსებებს.