შაქრიანი დიაბეტის საწინააღმდეგო ვაქცინა
მრავალწლიან ფართომასშტაბურ სამეცნიერო კვლევას, რომელიც 1994 წლიდან ფინეთის სხვადასხვა უნივერსიტეტში მიმდინარეობდა.
კვლევის პროცესში მეცნიერებმა გამოკვეთეს და საფუძვლიანად შეისწავლეს გარკვეული კანონზომიერებები, რომლებსაც შეუძლიათ შაქრიანი დიაბეტის განვითარების პროვოცირება. ახალ ვაქცინას შეუძლია ორგანიზმის დაცვა იმ ინფექციებისგან, რომლებიც მომავალში შაქრიანი დიაბეტის პროვოცირებას ახდენს, შესაბამისად, ეს ვაქცინა ეწინააღმდეგება შაქრიანი დიაბეტის აღმოცენებას.
შაქრიანი დიაბეტის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვამდე ჯერ კიდევ უამრავი კვლევაა ჩასატარებელი. ამას კიდევ წლები დასჭირდება. თუმცა, მედიკოსები ოპტიმისტურად შეჰყურებენ ამ აღმოჩენას და იმედოვნებენ, რომ პრეპარატის საბოლოო ლინცენზირება 8-10 წელიწადში მაინც მოხდება.
თინათინ გოცაძე