რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
მსოფლიო პრობლემა იოდდეფიციტი
მსოფლიო პრობლემა იოდდეფიციტი

ეკოლოგიური მდგომარეობა, რადიაციული გამოსხივება და ჩერნობილის კატასტროფის შედეგები, იოდით ღარიბი მაღალმთიანი რეგიონები - ეს ის ფაქტორებია, რომლებიც ყველაზე ხშირად იწვევს მძიმე პათოლოგიას - ენდემურ ჩიყვს. სადღეისოდ ტერმინი "ენდემური ჩიყვი" "იოდდეფიციტური დაავადებით" შეიცვალა, თუმცა საქმეს ტერმინების ცვლა არ შველის. იოდდეფიციტის პრობლემას ვერც ცალკეული ადამიანები თუ ორგანიზაციები მოაგვარებენ, თუ სახელმწიფომ არ იკისრა მისი აღმოფხვრა. რამდენიმე წლის წინ საქართველოში მოქმედებდა იოდდეფიციტის საწინააღმდეგო სპეციალური პროგრამა, რომელმაც მდგომარეობა საგრძნობლად გააუმჯობესა, თუმცა მიზეზთა გამო ამ პროგრამამ მოქმედება შეწყვიტა. რა არის იოდდეფიციტი, რას იწვევს ის, რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში და რა გველის მომავალში - ამ და სხვა კითხვებზე გვიპასუხებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ენდოკრინოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, კლინიკა "მედელიტის" ენდოკრინოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი დავით ვირსალაძე.

- ბატონო დავით, რა იწვევს ბუნებაში იოდის უკმარისობას?
- იოდი - ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი ეს მიკროელემენტი - საუკუნეების განმავლობაში მდინარეებმა ნიადაგიდან გამორეცხეს და ზღვებში ჩაიტანეს. აქედან გამომდინარე, მისი ერთადერთი წყარო ზღვები და ოკეანეები, ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები გახლავთ. ზღვებისა და ოკეანეების მიმდებარე ნიადაგებში, ჰაერში, მცენარეებსა და საკვებში იოდი ახლაც მოიპოვება და აქედან ხვდება ის ადამიანის ორგანიზმში. წყალმცენარეების გარდა იოდს არც ერთი ცოცხალი ორგანიზმი არ წარმოქმნის. ძუძუმწოვრებისთვის ამ ქიმიურ ელემენტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს - ის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის შემადგენლობაში შედის, ეს ჯირკვალი კი ადამიანისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. მისი ფუნქციობის გარეშე მდგომარეობა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ხდება. ამიტომ აუცილებელია, ადამიანმა გარემოდან ყოველდღიურად მიიღოს გარკვეული რაოდენობის იოდი. იოდის დეფიციტი უმთავრესად მოსახლეობის იმ ნაწილში შეინიშნება, რომელიც მაღალმთიან რეგიონებში ცხოვრობს. იოდდეფიციტი მხოლოდ საქართველოში არ გვხვდება, ეს მსოფლიო პრობლემაა.


- საქართველოში რომელი რეგიონებია ასეთი?
- მთათუშეთი, სვანეთი, მაღალმთიანი აჭარა, ზემო იმერეთი და კახეთის მთიანეთი. იქაური მოსახლეობისთვის ეს მდგომარეობა ფიზიოლოგიურია. იოდდეფიციტის დროს ორგანიზმში ირთვება მარეგულირებელი მექანიზმები და იოდის ნაკლებობის კომპენსაციისთვის ფარისებრი ჯირკვალი დიდდება. ამ მდგომარეობას იოდდეფიციტურ ჩიყვს უწოდებენ. ეს დაავადება არ გახლავთ, მხოლოდ ფარისებრი ჯირკვლის გადიდებაა იოდდეფიციტის გამო, თუმცა გარკვეული ხნის შემდეგ ამას შეიძლება მოჰყვეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა და მისი დაავადება. უფრო მეტიც: თუ მშობლებს აქვთ ჩიყვი ფუნქციის დარღვევის გარეშე, მათ შეიძლება გაუჩნდეთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის მქონე ბავშვი.


- როგორ და რა ნიშნებით ვლინდება იოდდეფიციტური დაავადება?
- იოდდეფიციტის დროს, პირველ რიგში, ფარისებრი ჯირკვალი დიდდება. სიმართლე გითხრათ, ჯერ კიდევ გაუგებარია, რით აკომპენსირებს მდგომარეობას ფარისებრი ჯირკვლის გადიდება, როცა ჰორმონის კომპონენტი ორგანიზმს არ მიეწოდება. თუმცა ადამიანს სხვა დამცავი მექანიზმებიც აქვს. მაგალითად, იზრდება ამ დროს ორგანიზმში მოხვედრილი იოდის მარგი ქმედების კოეფიციენტი, მას ორგანიზმი რამდენჯერმე იყენებს. უფრო გასაგებად რომ ავხსნათ, გეტყვით, რომ არაენდემურ კერებში, სადაც იოდი საკმარისადაა და ნორმალური რაოდენობის ჰორმონი გამოიყოფა, იოდი იშლება და ორგანიზმიდან იდევნება, იოდდეფიციტურ კერებში კი იოდი ორგანიზმმა შეიძლება რამდენჯერმე გამოიყენოს. რამდენიმე ხანს ამ გზით ხერხდება მდგომარეობის კომპენსირება. თუმცა ფარისებრი ჯირკვლის ადენოჰიპოფიზით  ჰიპერსტიმულირება,  გარდა ფარისებრი ჯირკვლის გადიდებისა, სხვა

You must have Flash Player installed in order to see this player.
საშიშროებასაც ქმნის. კერძოდ, შეიძლება გაჩნდეს კვანძები, გაიზარდოს მათი რაოდენობა და უფრო მეტიც - კვანძებმა გადაგვარება განიცადოს. თუ პროფილაქტიკური ღონისძიებები დროულად არ ჩატარდა, გამორიცხული არ არის, ადრე თუ გვიან ჰიპოთირეოზიც განვითარდეს. იოდის ნაკლებობა არ იწვევს დაავადებებს, მაგრამ თუ მის ფონზე ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია დაქვეითებულია, ანუ ჰიპოთირეოზია განვითარებული, ირღვევა ორგანიზმის ნორმალური ენერგეტიკული ცვლა, ჟანგვა-აღდგენითი რეაქციები, მოსალოდნელია გულ-სისხლძარღვთა და ძვალსახსროვანი სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, რეპროდუქციული სისტემის დაზიანება, იმპოტენცია, უნაყოფობა. ბავშვებში იოდდეფიციტის უკიდურესი გამოვლინება კრეტინიზმია, ირთგუნება ზრდა, გონებრივი განვითარება. მოზრდილებს შესაძლოა განუვითარდეთ მიქსედემა, ლორწოვანის შეშუპება... საერთოდ კი,  ჰიპოთირეოზის წამყვანი ნიშნებია ბრადიკარდია, ძილიანობა, ზოგადი სისუსტე და სხვა.



კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ცურვა განსაკუთრებით სასარგებლო და მნიშვნელოვანია მათთვის, ვისთვისაც სპორტის ძალისმიერი სახეობები უკუნაჩვენებია.
ექიმების რჩევით, კონდენციონერების გამოყენება მინიმუმამდე უნდა შევზღუდოთ. საქმე ეხება საშიშ ბაქტერიას - ლეგიონელას.
კომპანიის წამყვანი თანამშრომელი სამსახურში არ გამოცხადდა, თანაც არავისთვის დაურეკავს, რომ გაეფრთხილებინა კომპანიის ხელმძღვანელი.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ადრენალინი გამომუშავდება სტრესის დროს. ზოგი ფიქრობს, რომ ადრენალინის გამოყოფა იწვევს შიშსა და შფოთს, თუმცა ეს ასე არაა. ადრენალინი არ მოქმედებს ფსიქიკაზე. ის იწვევს ფიზიოლოგიურ რეაქციებს:
სტენფორდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის სპეციალისტებმა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის უნიკალური მოწყობილობა შექმნეს. ”ახალი სამაჯურის მომხმარებლები აღარ მოისურვებენ გლუკომეტრთან ურთიერთობას”, – აცხადებენ ავტორები.
მეცნიერები ბროკოლს სუპერპროდუქტად თვლიან. იგი აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, აძლიერებს ძვლის ქსოვილს, აუმჯობესებს საკვების მონელებასა და სიმსივნის ზრდასაც კი აფერხებს. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ბროკოლი ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დროსაც შესანიშნავი საშუალებაა.
სელაპის ქონის ომეგა-3 მჟავების მიღების დროს, რქოვანაში ნერვული ბოჭკოების სიგრძე 29%-ით გაიზარდა. ეს დიაბეტური ნეიროპათიის მკურნალობაში გარღვევა იქნება. ცნობილია, რომ დიაბეტური ნეიროპათიისას, ნერვული ქსოვილის დაზიანებას აქვს ადგილი.
წონის სწრაფი მატება, ხშირად, მიუხედავად სწორი კვებისა და ფიზიკური აქტივობისა, ჰორმონული დარღვევითაა განპირობებული. წონაზე მოქმედი ჰორმონების "მეგობრული ხუთეული" ასე გამოიყურება:
ბრიტანელი ენდოკრინოლოგი, პროფესორი ეშლი გროსმანი აცხადებს, რომ ოთახის ხშირად განიავება არა მხოლოდ ორგანიზმის ზოგადი ჯანმრთელობისთვისაა სასარგებლო, არამედ ადამიანს იცავს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-სა და სიმსუქნის განვითარებისგან.
20 ივლისი 2017
დილით უზმოზე, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე, სასარგებლოა 1 ჭიქა წყლის მიღება. ეს პროცედურა მოამზადებს კუჭ-ნაწლავს შემდგომი დატვირთვისთვის, დააქვეითებს მადას, ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს და შლაკებს. დღის განმავლობაში სასურველია დალიოთ არანაკლებ 2 ლიტრი წყალი.
29 ივნისი 2017
კანადელი მეცნიერების განმარტებით, სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა ასაკოვან ადამიანებთან ნეიროდეგენერაციული პროცესების განვითარებას აფერხებს.
ადამიანთა უმრავლესობას, გამოსასვლელ დღეებში სადილობამდე უყვარს ლოგინში კოტრიალი, რის შემდეგაც თავს დამძიმებულად და მოდუნებულად გრძნობს.
ამერიკელი მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ლუდი და არაქისი ვარჯიშის შემდეგ ადამიანს აღდგენაში ეხმარება. ინტენსიურმა ფიზიკურმა დატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობისთვის საშიში გაუწყლოება. ლუდისა და არაქისის მიღება ხელს უწყობს სითხის მარაგის შევსებას.
ამერიკელი ფსიქოლოგების განცხადებით, ინტერნეტის გავრცელებამ განსაკუთრებულად გაზარდა აზარტული თამაშების მიმართ მიდრეკილი ადამიანებს რიცხვი. საგანგაშოა ის, რომ ამ ადამიანებს უფრო მეტად აქვთ გამოხატული ემოციური დარღვევები