ისევ შაქრიანი დიაბეტის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ისევ შაქრიანი დიაბეტის შესახებ

  • გაძლიერებული წყურვილის შეგრძნება;
  • გახშირებული შარდვა;
  • წონის აუხსნელი დაქვეითება;
  • ხელ-ფეხის დაბუჟება;
  • კანის, პირის ღრუსა და შარდის ბუშტის ხშირი ინფექციები.

დიაბეტის განვითარების ალბათობა იზრდება, როცა:

  • ადამიანი გადაცილებულია 45 წელს;
  • აქვს ჭარბი წონა;
  • მისდევს ცხოვრების ჰიპოდინამიურ წესს;
  • აქვს დამძიმებული მემკვიდრეობითი ანამნეზი (ჰყავს დიაბეტით დაავადებული ძმა და მშობლები);
  • გააჩინა დიდი მასის ნაყოფი ან ორსულობისას სისხლში მომატებული ჰქონდა შაქრის დონე.

როგორ ადგენენ შაქრიან დიაბეტს?

დიაბეტს ადგენენ უზმოზე სისხლში შაქრის დონის განსაზღვრით. სისხლში შაქრის ნორმალური შემცველობა 110 მგ/%-ამდეა. თუ ანალიზმა 125 მგ/% ან მეტი აჩვენა, დიაგნოზი უკვე სარწმუნოა, თუმცა მის დასადასტურებლად გლუკოზის დონე სისხლში კიდევ 2-ჯერ უნდა განისაზღვროს სხვადასხვა დღეს. 110-დან 125მგ/%-მდე მაჩვენებელი მიუთითებს, რომ დიაბეტის განვითარების ალბათობა მაღალია და ერთი წლის შემდეგ ანალიზი უნდა გამეორდეს.

რა მნიშვნელობა აქვს შაქრიანი დიაბეტის დროულ დადგენას?

ხშირად დიაბეტს დაწყებიდან 5 წლის შემდეგ აღმოაჩენენ. ისეც ხდება, რომ მიუხედავად გლუკოზის მაღალი დონისა, ინსულინის ინექციებისა და ცხოვრების სტილის შეცვლის შიშით ავადმყოფი ექიმთან მისვლას დიდხანს არიდებს თავს, მაგრამ როდესაც იგი, ბოლოს და ბოლოს, გადაწყვეტს ამას, შესაძლოა უკვე დაზიანებული იყოს თვალები, თირკმელი, გული, ნერვული სისტემა და სხვა. დიაბეტი ჯერჯერობით არ იკურნება, თუმცა კვლევა ამ მიმართულებით მიმდინარეობს. დიაბეტის გართულებების ალბათობა საგრძნობლად შემცირდება, თუ:

  • დროულად დაიწყებთ მკურნალობას;
  • მკაცრად დაიცავთ ექიმის მითითებებს;
  • მიიღებთ მის მიერ დანიშნულ მედიკამენტებს;
  • იქნებით ფიზიკურად აქტიური;
  • დაიცავთ დიეტას და გააკონტროლებთ საკუთარ წონას.