ფრთაგაშლილი პეპლის მოყვანილობის ორგანო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფრთაგაშლილი პეპლის მოყვანილობის ორგანო

1. მონაწილეობს ქსოვილებში მიმდინარე ჟანგვა-აღდგენით პროცესებში;

2. ხელს უწყობს ორგანიზმის ტემპერატურული რეჟიმის შენარჩუნებას;

3. დაზიანებული ქსოვილების აღდგენას;

4. უჯრედების ნორმალურ ზრდასა და განვითარებას;

5. არეგულირეს გულის მუშაობას;

6. მათზეა დამოკიდებული გრძნობათა ორგანოების აქტიური ფუნქციობა;

7. არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას.

8. მონაწილეობს დღის განმავლობაში დახარჯული ენერგეტიკული რესურსის შევსებაში.

კალციუმი და მისი დეფიციტი

გიფიქრიათ ოდესმე, რატომ არის, რომ მაშინაც კი, როდესაც საკვები მდიდარია კალციუმით, ადამიანი მის დეფიციტს განიცდის? დადგენილია, რომ საკვების მეშვეობით მიღებული კალციუმის ასათვისებლად ფარისებრი ჯირკვალი სპეციალურ ჰორმონ კალციტონინს წარმოქმნის. თუ ორგანიზმში იოდის ნაკლებობაა, კალციუმი სისხლძარღვთა კედლებზე ილექება და ქსოვილებში ნაკლებად ხვდება. ამიტომ ორგანიზმის იოდით შევსება მხოლოდ ამ ელემენტის დეფიციტს კი არ აღმოფხვრის, არამედ კალციუმის რაციონალურ ათვისებასაც უწყობს ხელს.

ნერვული სისტემა

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ნერვულ სისტემაზე ერთგვარად სედაციურად, დამამშვიდებლად მოქმედებს. ნერვული დაძაბულობისას, გაღიზიანებისა და უძილობისას ორგანიზმი გამუდმებით “კონფლიქტურ” სიტუაციაშია და თითქოს ბრძოლისთვის ემზადება. ამ პირობებში იმატებს იოდის მოთხოვნილება, რომელიც აუცილებელია ნერვული დაძაბულობის მოსახსნელად, ორგანიზმის მოსადუნებლად და განწყობის ასაწევად, რაც ორგანოთა ყველა დანარჩენი სისტემის ნორმალური ფუნქციობისთვისაც აუცილებელია.

ვირუსები და მიკრობები

ფარისებრი ჯირკვალი ორგანიზმს მრავალი მიკროორგანიზმისგან იცავს. მასში მოკლე ხანში სხვა ორგანოებზე გაცილებით მეტი სისხლი გაედინება, მაგალითად, წუთში დაახლოებით 300 მლ. ამრიგად, პრაქტიკულად მთელი სისხლი, რომელიც ორგანიზმში ცირკულირებს, 17 წუთის განმავლობაში გაივლის ფარისებრ ჯირკვალს, აქ კი იოდის ზემოქმედებით იხოცება ყველა არამდგრადი მიკრობი, რომელიც სისხლში დაზიანებული კანიდან, ცხვირისა და ყელის ლორწოვანი გარსიდან ხვდება. შედარებით დგრადი მიკრობები ჯირკვალში ყოველი გავლისას უფრო და უფრო სუსტდებიან, ვიდრე არ დაიხოცებიან.

ჩიყვი

იოდის დეფიციტის დროს ფარისებრი ჯირკვალი დიდდება, რადგან მისი უჯრედები, თიროციტები, ორგანიზმში მოხვედრილი იოდის ყველა მოლეკულის ათვისებას ცდილობენ და გაძლიერებული დატვირთვით მუშაობენ. მიუხედავად ამისა, საჭირო რაოდენობის ჰორმონების სინთეზს მაინც ვერ ახერხებენ და ვითარდება ენდემური ჩიყვის სახელით ცნობილი პათოლოგია. ჩიყვი უძველესი დაავადებაა. სწავლულები ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე აღწერდნენ კისრის გამობურცვით მიმდინარე დაავადებას და მის მკურნალობას ცდილობდნენ. ძველ ჩინეთში ამისთვის იყენებდნენ ზღვის კომბოსტოს და ცხოველთა ფარისებრ ჯირკვლებს. ზღვის წყალმცენარეებს წითელ ღვინოსთან ერთად აძლევდნენ ავადმყოფს. საინტერესოა, რომ ეს პრობლემა მხოლოდ ექიმებს არ აღელვებდათ - ნაპოლეონი არმიისთვის ჯარისკაცების შერჩევისას მათ აუცილებლად უმოწმებდა კისერს. თავად იოდი როგორც ელემენტი 1811 წელს აღმოაჩინა ფრანგმა ფარმაცევტმა კურტუამ და “იისფერი” უწოდა ხოლო 1854 წელს მეორე ფრანგმა მეცნიერმა შატენმა აღმოაჩინა უშუალო კავშირი ამ ელემენტის დეფიციტსა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს შორის, რაც წყალში, საკვებსა და ჰარში მისი ნაკლებობით ახსნა. საკუთრივ ფარისებრი ჯირკვალი შვეიცარიელმა ექიმმა ჰალერმა აღწერა მე-18 საუკუნეში, ხოლო 1896 წელს ბაუმანმა ამ ორგანოში იოდის საკმაოდ დიდი შემცველობა აღმოაჩინა და მანვე დაადგინა, რომ ეს სპეციფიკური მიკროელემენტი ამ ორგანოში კონცენტრირდებოდა. რაც შეეხება ენდემურ ჩიყვს, მის შესახებ პირველი ცნობები მე-20 საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა, ხოლო 1921 წლიდან დაიწყო იოდით ღარიბ რეგიონებში იოდის დამატებით გამოყენება საკვებთან ერთად ენდემური ჩიყვის პროფილაქტიკის მიზნით.


იოდის მოთხოვნილება

სადღეისოდ დადგენილია იოდის დღეღამური ნორმა, რომელიც სხვადასხვა ასაკში სჭირდება ორგანიზმს ნორმალური ზრდა-განვითარებისა და ფუნქციობისთვის:

  • ახალშობილებისთვის - 50 მკგ;
  • 2-დან 6 წლამდე - 90 მკგ;
  • 7-დან 12 წლამდე - 120 მკგ;
  • მოზრდილებისთვის - 150 მკგ;
  • ორსული და მეძუძური ქალებისთვის - 200 მკგ.

ელემენტარული გათვლებით, ეს ნიშნავს, რომ მთელი სიცოცხლის განმავლობაში ადამიანი იღებს დაახლოებით 3-5 გრამ იოდს, რაც დაახლოებით 1 ჩაის კოვზის ტოლია. იოდის მოთხოვნილების 90%-ს საკვების მეშვეობით ვიკმაყოფილებთ, დანარჩენს კი წყლისა და ჰაერის მეშვეობით. პროფილაქტიკის მიზნით დღეში:

  • ბავშვებმა - 50-100 მკგ;
  • მოზარდებმა - 100-200 მკგ;
  • მოზრდილებმა - 150-200 მკგ;
  • ხოლო ორსულებმა 200 მკგ იოდი უნდა მიიღონ.

სტატისტიკა

უკანასკნელ ხანს საგრძნობლად იმატა სპეციალისტთა ინტერესმა ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მიმართ, რამდენადაც ენდემურ კერებში ეს დაავადებები უკვე ზრდასრული მოსახლეობის 38-40%-ს და ბავშვების 53-54%-ს აქვს. საქართველო იმ იოდდეფიციტურ რეგიონთაგანია, სადაც საკმაოდ მაღალია ენდემური ჩიყვით ავადობის მაჩვენებელი. ქალებსა და მამაკაცებს შორის ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების გავრცელების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ქალები მამაკაცებზე ორჯერ ხშირად ავადობენ.

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა მიზეზები

  • იოდის დეფიციტი - მისი უკმარისობა საკვებში, ჰაერსა და წყალში;
  • ცუდი ეკოლოგია;
  • რადიაციული გამოსხივება;
  • სოციალური ფაქტორები - ნერვულ-ფსიქიკური მოშლილობები, სტრესული სიტუაციები;
  • კვების ხასიათის ცვლილებები, რაციონში ისეთი საკვების შემცირება, რომელიც აუცილებელია ფარისებრ ჯირკვალში ჰორმონთა ნორმალური სინთეზისთვის (ასეთია ცილოვანი პროდუქტები, ზღვის ნობათი და სხვ.);
  • ჭარბი ულტრაიისფერი გამოსხივება და ხშირი გარუჯვა;
  • ზოგიერთი მედიკამენტის, მათ შორის - ანტიბაქტერიული პრეპარატების, კარდიოლოგიაში, გინეკოლოგიასა და ფსიქიატრიაში მიღებული პრეპარატების, არასწორი გამოყენება;
  • პირის ღრუსა და ცხვირ-ხახის ქრონიკული ინფექციები, აგრეთვე ღვიძლისა და სასქესო ორგანოთა ზოგიერთი დაავადება.