დიაბეტი - პრობლემა თუ ცხოვრების წესი? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დიაბეტი - პრობლემა თუ ცხოვრების წესი?

თუმცა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 2010 წლის მონაცემებით, საქართველოში 200 ათასამდე დიაბეტით მცხოვრები პირია. მათი 90% კი დიაბეტი ტიპი 2-ის მქონეა. ჩვენს ქვეყანაში დიაბეტიანი პაციენტებისთვის ერთადერთ დახმარებას დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამა წარმოადგენს, რომელიც სპეციფიკურ ჯგუფებს მხოლოდ გარკვეულ საკითხებში აფინანსებს. სახელმწიფო პროგრამის მიღმა რჩება მოსახლეობის ძირითად მასა, მათი მკურნალობა, მედიკამენტები და სისხლში გლუკოზის დონის საკონტროლებელი ტექნიკური საშუალებები (გლუკომეტრები და მათი ატრიბუტები). სწორედ პაციენტების ცნობიერების დონის ამაღლება წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაცია Welfare Foundation-ისა და დიაბეტის მსოფლიო ფონდის ერთობლივი პროექტის “დიაბეტის პრევენცია და მკურნალობის გაუმჯობესება” მიზანს. იგი უკვე წელიწადნახევარია ხორციელდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (თბილისი, შიდა ქართლი, სამეგრელო, აჭარა) და მოიცავს დაახლოებით 62 ათასამდე ადამიანს. პროექტის ფარგლებში სპეციალური ტრენინგი ჩაუტარდა 6 ათასამდე პაციენტსა და მათ ოჯახის წევრებს, რომელთა მიზანიც დიაბეტის შესახებ ცნობიერებისა და ინფორმირებულობის დონის მომატება იყო. აგრეთვე, მოხდა 200-მდე ოჯახის ექიმის გადამზადება დიაბეტის თემატიკასთან დაკავშირებით, რათა პირველადი ჯანდაცვის დონეზე მოხდეს დიაბეტის პრევენცია, მისი ადრეული დიაგნოსტიკა და სათანადო მართვა. პროექტის ფარგლებში კიდევ ბევრი აქტივობის განხორციელება ხდება. მათ შორის უნდა აღინიშნოს ე.წ. ნავიგატორის მომზადება. ნავიგატორი წარმოადგენს გზამკვლევს, იგივე საინფორმაციო ცნობარს პაციენტებისთვის. აქ წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია დიაბეტის, მისი სიმპტომების, მართვის საფუძვლების შესახებ. აგრეთვე, პაციენტებს ამავე ცნობარის ფარგლებში შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ინფორმაცია იმ სამედიცინო დაწესებულებების, ლაბორატორიების შესახებ, რომლებიც სთავაზობენ მაღალხარისხიან დიაბეტოლოგიურ მომსახურებას. ნავიგატორის მიზანია, შეამციროს პაციენტის დაბნეულობა, რომელიც განსაკუთრებით დიაგნოსტიკიდან პირველ ხანებში აქვთ, და ნათლად დაანახოს მათ, რომ დიაბეტი ეს ცხოვრების მცირედით განსხვავებული წესია და არა განაჩენი. გზამკვლევი ხელმისაწვდომი იქნება ყველა დიაბეტით დაავადებული ადამიანისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, აბსოლუტურად უფასოდ. მისი გავრცელება იგეგმება, როგორც ელექტრონული ფორმით, ინტერნეტ-სივრცეში, ისე ბეჭდური ფორმით - რეგიონებისთვის. სამედიცინო სერვისის მიმწოდებელ ორგანიზაციებს (სამედიცინო დაწესებულებებს, ლაბორატორიებს, ფარმაცევტულ და სამედიცინო სახარჯი მასალების დისტრიბუტორ კომპანიებს, სადაზღვევო კომპანიებს) აქვთ შესაძლებლობა მიაწოდონ ინფორმაცია თავიანთი კომპანიის დიაბეტოლოგიური სერვისების შესახებ. ინფორმაციის განთავსება ნავიგატორში, მათი მხრიდან, არ უკავშირდება არავითარ მატერიალურ დანახარჯებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაეკონტაქტეთ პროექტის

“დიაბეტის პრევენცია და მკურნალობის გაუმჯობესება” მენეჯერს ანა ჟულინას ტელ.: 599408845;

ელ-ფოსტა: zhulina.anna@gmail.com