რამდენ დაავადებას იწვევს უმოძრაობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რამდენ დაავადებას იწვევს უმოძრაობა

რაც მთავარია, ირღვევა საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფუნქცია და მცირდება კუნთების შეკუმშვის ძალა. ჰიპოდინამიის მასობრივი ხასიათი განაპირობა ურბანიზაციამ, შრომის მექანიზაციამ და ავტომატიზაციამ, კომუნიკაციის საშუალებათა როლის ზრდამ.

ჰიპოდინამია ფიზიკური შრომისგან ადამიანთა გათავისუფლების შედეგია, ამიტომ მას ცივილიზაციის დაავადებასაც უწოდებენ. ის განსაკუთრებულ გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ასუსტებს გულის კუნთის შეკუმშვის ძალას, აქვეითებს შრომისუნარიანობას, ამცირებს სისხლძარღვთა ტონუსს. შესამჩნევია ნეგატიური გავლენა ნივთიერებათა და ენერგიის ცვლაზეც. მცირდება ქსოვილთა სისხლით მომარაგება. ცხიმების არასრულფასოვანი დაშლის შედეგად სისხლი ერთგვარ გაცხიმოვნება-გასქელებას განიცდის და ძნელად მიედინება სისხლძარღვებში. ამის შედეგად მცირდება უჯრედების მომარაგება ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით. ჰიპოდინამიამ შესაძლოა გაცხიმოვნება და ათეროსკლეროზი გამოიწვიოს.

თუ ადამიანი სათანადოდ არ იტვირთება ფიზიკურად, სულ უფრო მეტ დროს ატარებს მჯდომარე ან მწოლიარე, მის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ემუქრება. დღეს ადამიანთა ურავლესობის აქტივობა სადარბაზოდან ავტომობილამდე გზის გავლით შემოიფარგლება. ამ და სხვა მიზეზთა გამო კუნთები ვერ ასრულებს თავის ფუნქციას (შეკუმშვა-მოდუნებას) და სუსტდება, თანდათანობით ატროფირდება (განილევა). მცირდება მათი ძალა და გამძლეობა, ირღვევა ნერვულ-რეფლექსური კავშირები, საზოგადოდ, ნერვული სისტემის ფუნქციობა (ვითარდება ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია, დეპრესია, მიოფასციური სინდრომი), ნივთიერებათა ცვლა. დროთა განმავლობაში უფრო და უფრო ღრმავდება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ცვლილებები: პროგრესულად მცირდება ძვლოვანი ქსოვილის მასა (ვითარდება ოსტეოპოროზი), ზიანდება პერიფერიული სახსრები (ოსტეოართროზი) და ხერხემალი (ოსტეოქონდროზი). ხანგრძლივი ჰიპოდინამია დასაბამს აძლევს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს (გულის იშემიურ პათოლოგიას, არტერიულ ჰიპერტენზიას), სუნთქვისა და საჭმლის მონელების დარღვევებს - ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებას, ნაწლავთა ფუნქციურ დარღვევებს. იხილეთ აგრეთვე სტატია "ჰიპოდინამია - ჭარბი წონის ერთ-ერთი მიზეზი"