რა არის დიაბეტის მართვის პროგრამა? ვის და როგორ შეუძლია ისარგებლოს ამ პროგრამით? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის დიაბეტის მართვის პროგრამა? ვის და როგორ შეუძლია ისარგებლოს ამ პროგრამით?

ვის შეუძლია ისარგებლოს დიაბეტის მართვის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით?

აღნიშნულით სარგებლობა შეუძლიათ: შაქრიანი (როგორც ინსულინმომხმარებელი, ასევე არაინსულინმომხმარებელი) და უშაქრო დიაბეტით დაავადებულ საქართველოს მოქალაქეებს.

როგორ ხდება დიაბეტის მართვის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება (არის თუ არა თანაგადახდა და როგორ)?

18 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე დიაბეტით დაავადებული ბავშვების და ასევე 18 წელს გადაცილებული საქართველოს მოქალაქე დიაბეტიანი პაციენტების, რომელთაც აღენიშნებათ მხედველობის დაქვეითება (უსინათლოები), აქვთ თანდაყოლილი ცერებრული დამბლა ან/და უშაქრო დიაბეტი, მომსახურების დაფინანსება ხორციელდება სრულად (100%-ით) სახელმწიფოს მიერ და არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან.

შაქრიანი (ინსულინმომხმარებელი) და უშაქრო დიაბეტით დაავადებული საქართველოს მოქალაქეებისთვის მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 30%-ს; არაინსულინმომხმარებელი მოსარგებლისათვის კი - 50%. თანაგადახდას არ ექვემდებარება "სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებით გათვალისწინებული მოსარგებლეებისათვის ამ პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურება.

რას მოიცავს დიაბეტის მართვის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება?

- დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა მომსახურებას, რომელიც ითვალისწინებს:

• საანალიზო-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფას;

• ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობას;

• გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრას (არანაკლებ კვარტალში ერთხელ);

• დიაბეტით გამოწვეული თვალის დაავადებების მონიტორინგს;

• პროგრამის მოსარგებლეების და მათი მშობლების სამედიცინო განათლებას;

• ფიზიკური რეაბილიტაციის უზრუნველყოფას, პაციენტის სურვილის შემთხვევაში;

• საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო ცნობის და რეცეპტის გაცემას.

-შაქრიანი (როგორც ინსულინმომხმარებელი, ასევე არაინსულინმომხმარებელი) და უშაქრო დიაბეტით დაავადებული საქართველოს

მოქალაქეებისთვის სპეციალიზებულ ამბულატორიულ დახმარებას, რომელიც მოიცავს:

• ექიმ-ენდოკრინოლოგის დანიშნულების შესაბამისად ნევროპათოლოგის, კარდიოლოგის, ოფთალმოლოგის, ანგიოლოგის და დიეტოლოგის

• კონსულტაციას და კლინიკო-ლაბორატორიულ გამოკვლევებს;

• გლუკოზის განსაზღვრას სისხლში, არანაკლებ 8 ერთეულისა ერთ პაციენტზე;

გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრას;

• კრეატინინის განსაზღვრას სისხლში;

• მიკროალბუმინურიის კვლევას;

• სისხლის საერთო ანალიზს;

• შარდის საერთო ანალიზს;

• ზიმნიცკის სინჯს;

• C- პეპტიდს;

• ჰომა - 2-ის ინდექსს;

• ე.კ.გ.

• დიაბეტით დაავადებულ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფას - ინსულინის და ინსულინის ანალოგების შესყიდვა, ასევე 18 წლამდე ასაკის პირებისათვის და 18 წლისა და უფროსი ასაკის დიაბეტიანი პაციენტებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ მხედველობის დაქვეითება (ან არიან უსინათლოები), აქვთ თანდაყოლილი ცერებრული დამბლა ან/და უშაქრო დიაბეტი - გლუკაგონის, შპრიც-კალმისტრების და შესაბამისი ნემსების შესყიდვა;

• უშაქრო დიაბეტით დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფას - ადიურეზული ჰორმონის შესყიდვა.

ვის უნდა მიმართოთ დიაბეტის მართვის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად?

დიაბეტის მართვის პროგრამის ფარგლებში, მოსარგებლემ პროგრამით განსაზღვრული მომსახურების მისაღებად რეგისტრაციისთვის უნდა მიმართოს მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებას (არის თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებს შორის).

სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარების მისაღებად, მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს სააგენტოში მისთვის სასურველი მიმწოდებელი დაწესებულებიდან ფორმა NIV-100/ა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, რის საფუძველზეც ხდება თანხმობის წერილის გაცემა წელიწადში ერთხელ.

დიაბეტის მართვის პროგრამაში მონაწილეობისათვის უნდა მიმართოთ იმ დაწესებულებას, რომელიც ახორციელებს აღნიშნულ პროგრამას:

მიმწოდებელი დაწესებულების მისამართი
შპს სამედიცინო ცენტრი გრინ მედი თბილისი, ქავთარაძის ქ.N16
შპს სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი 23-ე პოლიკლინიკა თბილისი.ხიზანიშვილის ქ.N28
ააიპ დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრი თბილისი, ჩაჩავას N1
შპს აკ. ვ. ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრი ”ენმედიცი” თბილისი, წინანდლის ქ. N9
შპს მედელიტი თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზ.N34, მე–3რიგი, 1 სად.
შპს თბილისის ენდოკრინოლოგიური ცენტრი MG თბილისი, წინანდლის ქ.N9
შპს MEDGE თბილისი, ქავთარაძის ქ.N27
შპს დიაბეტის კვლევის ეროვნული ცენტრი თბილისი, ლუბლიანას 5/ჩაჩავას 1
შპს თქვენი კლინიკა თბილისი, ქავთარაძის ქ. N16
შპს მედინვესტი თბილისი.ფალიაშვილის 44/5
შპს  საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი თბილისი, ჯავახიშვილის N43 (წინამძღვრიშვილის ქ.N57
შპს MEDHOUSE თბილისი, გლდანი.მე–3 ,,ა"მ/რ, მ.აბაშიძის N7
სს ვერე-XXI თბილისი, ქიაჩელის ქ.N18
ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამელიების) ფილიალი საქართველოში თბილისი, თემქა 11მ/რ, მე-2 კვ: ანაპის 414: დივიზიის ქ.11
შპს ჩვენი კლინიკა + ონკოლოგიური დისპანსერი თბილისი, თევდორე მღვდლის ქ.N13
შპს მედიკორი თბილისი, ქავთარაძის 16
თამილა სეხნიაშვილი სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი დადა თბილისი, მუხიანი, 1მ/რ,კორპ.N2
სს კ. ერისთავის სახ. ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი თბილისი, კ.ჩაჩავას ქ. N5
შპს ალტრა ვიტა თბილისი, ვაზისუბნის ქ. N12
შპს სამედიცინო ამბულატორია „ფონიჭალა“ თბილისი. ისანი–სამგორის რ–ნი, სოფ.ფონიჭალა
შპს ქალთა კონსულტაცია N6 თბილისი, გლდანი, ო.ხიზანიშვილის N93
შპს პულსი-2 თბილისი, ბ/ხმელნიცკის N6
შპს კლინიკა ნიუმედი თბილისი, მარიჯანის ქ.N4
შპს თბილისის N2 საოჯახო მედიცინის ცენტრი თბილისი, ერისთავის N3
შპს ულტრამედი თბილისი, თემქის დას. სავაჭრო ცენტრი
შპს დიაკორი თბილისი, გლდანი, მე-7 მ/რ კორპ.2, ბინა 9
შპს კლინიკა უნიმედი თბილისი, რუსთავის გზატკეცილი 28
შპს  ქ.თბილისის N 16 შერეული  პოლიკლინიკა თბილისი, ლილოს დას.ფრანგულიანის ქ.N19
შპს ნიკა+2009 – (კლინიკა მედლაბი) თბილისი, ნინოშვილის N60
შპს დასტაქარი XXI თბილისი, ვარკეთილი 3, მე-4 მკრ. კორპ 408. ბინა 3
შპს მედალფა თბილისის კლინიკა თბილისი, ალ.ყაზბეგის N16
შპს კლინიკა კონტექსი თბილისი, მარიჯანის ქ. N4
შპს აკ. ვ. ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრი ”ენმედიცი” თბილისი, წინანდლის ქ. N9
ააიპ დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაცია თბილისი, ქავთარაძის N27
შპს აკად. ზ. ცხაკაიას სახ. დასავლეთ  საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. N83ა
შპს მედX მარნეული, 26 მაისი ქუჩა
შპს კლინიკა რუსთავი რუსთავი, მე–7 მ/რ
შპს უნიმედი აჭარა - ქობულეთის რეგიონული საავადმყოფო ქობულეთი, აბაშიძის ქ. N18
შპს "ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკა" თელავი, ალადაშვილის 6
შპს ჯეო ჰოსპიტალს(საგარეჯო) საგარეჯო, კახეთის გზატკეცილი N13
შპს სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრი "სანო" გარდაბანი, აღმაშენებლის ქ,N2
შპს  ოჯახის ექიმი რუსთავი, თოდრიას ქ. N17
სს "სამედიცინო კორპორაცია ევექსი" -  ხობის ჰოსპიტალი ხობი, ჭყონდიდელის ქ. N2
შპს ქუთაისის ბავშვთა და მზრდილთა N4 სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრი ქუთაისი, კ.მესხის ქ.5
შპს ქუთაისის N2 პოლიკლინიკა ქუთაისი, ჯავახიშვილის N3
სს "სამედიცინო კორპორაცია ევექსი" - ტყიბულის ჰოსპიტალი ტყიბული,  თაბუკაშვილია ქ. N10
სს "სამედიცინო კორპორაცია ევექსი" - ხონის ჰოსპიტალი ხონი, სოლომონ მეორის ქ. N21
სს "სამედიცინო კორპორაცია ევექსი" - თერჯოლის ჰოსპიტალი თერჯოლა, რუსთაველის ქ. N69
სს წმ.ნიკოლოზის სახ.ქირ. და ონკოლოგიის ცენტრი ქუთაისი, პ.იაშვილის 9
შპს ავერსის კლინიკა(რუსთავი) რუსთავი, მესხიშვილის 3ა
სს "სამედიცინო კორპორაცია ევექსი" - ჩხოროწყუს ჰოსპიტალი ჩხოროწყუ, აღმაშენებლის ქ. N19
სს "სამედიცინო კორპორაცია ევექსი" - მარტვილის ჰოსპიტალი მარტვილი, მშვიდობის ქ. N111
სს "სამედიცინო კორპორაცია ევექსი" - ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი ზუგდიდი, გამსახურდიას 206
სს "სამედიცინო კორპორაცია ევექსი" - ფოთის ამბულატორიული ცენტრი ფოთი, კ.გამსახურდიას ქ. N6
შპს მულტიპროფილური ჰოსპიტალი მედიქალ სიტი ქუთაისი, ფოთის ქ. N40
სს საზღვაო ჰოსპიტალი ბათუმი, მელიქიშვილის ქ. N102ბ
სს საზღვაო ჰოსპიტალი ბათუმი, მელიქიშვილის ქ. N102ბ
შპს ჯეო ჰოსპიტალს(გურჯაანი) გურჯაანი, მარჯანიშვილის ქ. N35