მამაკაცური ჰორმონები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მამაკაცური ჰორმონები

ი.ჟორდანიას სახელობის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმი რეპროდუქტოლოგი, მედიცინის დოქტორი თამარ ხოჯაშვილი.

ქალბატონი თამარის პასუხებამდე გაგაცნობთ მკითხველის შეკითხვას:

„მოგესალმებით. ვარ ახალგაზრდა გოგო, ბოლო ხანებში ძალიან მოვიმატე წონაში, თან ხელებიც მაქვს დასიებული. ექიმის რჩევით გავიკეთე სისხლის ანალიზი მამაკაცის ჰორმონებზე და ინსულინზე. ორივე მომატებული აღმომაჩნდა. სანამ ექიმთან მივალ გთხოვთ, მიპასუხეთ რამდენიმე შეკითხვაზე: რატომ უნდა მქონდეს ქალს მომატებული მამაკაცის ჰორმონები? ეს გამოიწვევდა ხელების დასივებას? რით შეიძლება მოვიწესრიგო ეს ჰორმონები? წინასწარ დიდი მადლობა.“

- სისხლში მამაკაცური ჰორმონების - თავისუფალი ტესტოსტერონისა და DHEA-S-ის (დეჰიდროეპიანდროსტერონ-სულფატის) მომატებას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. პირველ რიგში სწორედ მიზეზი უნდა დავადგინოთ. რაღა თქმა უნდა, საყურადღებოა ინსულინის მომატებაც, რამაც, სავარაუდოდ, გამოიწვია ხელების დასიება და წონის მომატება. თქვენს მკითხველს ვურჩევ, მიაკითხოს სპეციალიზებულ სამედიცინო კლინიკას, თუნდაც ჩვენს ინსტიტუტს, რომელსაც ამ პრობლემებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და ჩაიტაროს გამოკვლევის სრული კურსი, რათა ჩამოთვლილი ცვლილებების მიზეზი გაარკვიოს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დაინიშნოს მედიკამენტები და შეირჩეს მკურნალობის ტაქტიკა. მხოლოდ იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რომლებიც წერილშია მოყვანილი, მზა რეცეპტს ვერავინ გასცემს, ვინაიდან სრულყოფილი გამოკვლევის გარეშე მკურნალობის დაწყება სარისკოა - ხსენებულ ცვლილებებს, როგორც გითხარით, სხვადასხვა მიზეზი იწვევს და მკურნალობაც, შესაბამისად, სხვადასხვაგვარია საჭირო.

  • საზოგადოდ, როდის შეიძლება მოიმატოს სისხლში მამაკაცის ჰორმონებმა - თავისუფალმა ტესტოსტერონმა და DHEA-S-მა?

- ყველა დაავადების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მაგალითისთვის შემიძლია დავასახელო თირკმელზედა ჯირკვლისა და საკვერცხის პათოლოგიები.

  • რომელი კლინიკური გამოვლინებების საფუძველზე შეიძლება იეჭვოს ექიმმა ამ ჰორმონების მომატება?

- როდესაც პაციენტი ექიმთან მიდის, ის, პირველ რიგში, დეტალურად კრებს ანამნეზს. მამაკაცური ჰორმონების მომატებისას ხშირად აღინიშნება მენსტრუაციული ციკლის დარღვევა, ჭარბთმიანობა, ხშირი გამონაყარი სახეზე, მხრებზე, სტრიები. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა გაირკვეს, ხომ არ გვაქვს საქმე თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიასთან, რომელიც ბოლო ხანს, სამწუხაროდ, საკმაოდ გახშირდა, ამიტომ პაციენტის გამოკითხვისა და გასინჯვის შემდეგ ექიმი ამ ჰორმონებისა და თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების განსაზღვრას მოითხოვს. მხოლოდ სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ ინიშნება კომპლექსური მკურნალობა სხვადასხვა პრეპარატით დიეტასთან ერთად, რომლის მიზანია ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგება და სისხლში ჰორმონების დონის ნორმალიზაცია. მეტად მნიშვნე-ლოვანია იმის დადგენაც, რომელ რგოლშია დარღვევა - ჰიპოფიზ-ჰიპოთალამუსში, თირკმელზედა ჯირკვალში თუ საკვერცხეებში.

  • როგორი პერიოდულობითა და სიხშირით უნდა ჩაიტაროს კვლევა ასეთმა პაციენტმა?

- უწინარეს ყოვლისა, აუცილებელია სრული პირველადი გამოკვლევა, რათა ჰორმონების მომატების მიზეზი დავადგინოთ. 1,5-2 თვის შემდეგ სასურველია განმეორებითი კვლევა, რათა დადგინდეს, ექვემდებარება თუ არა მედიკამენტურ ჩარევას პათოლოგია. ზოგჯერ საჭიროა წამლის დოზის ან თვით პრეპარატის შეცვლა.

  • რომელ ასაკობრივ ჯგუფში უფრო ხშირია მამაკაცური ჰორმონების მომატება?

- თავისუფალი ტესტოსტერონის და DHEA-შ-ის მომატება ყველაზე ხშირად ახალგაზრდა ქალებს შორის გვხვდება. ნამშობიარევ ქალებსა და ასაკოვან მანდილოსნებს ის უფრო იშვიათად აწუხებთ. პრობლემა, როგორც წესი, გათხოვების შემდეგ იჩენს თავს - ჩვენთან მოდიან უშვილობის გამო, რომელიც სწორედ გათხოვებამდე განვითარებული ჰორმონული დარღვევების შედეგია.

  • რას უნდა მიაქციოს ყურადღება ქალიშვილმა და როდის უნდა მიმართოს ექიმს?

- პირველ ყოვლისა, ციკლის რეგულარულობას, ასევე - თმიანობას. თავს ნურავინ დაიმშვიდებს იმით, რომ მისი ჭარბთმიანობა გენეტიკურია - შესაძლოა, გოგონას დედა ჭარბთმიანი იყოს, მაგრამ ჰორმონული დარღვევები არ ჰქონდეს, ქალიშვილს კი იგივე პრობლემა სწორედ ამ ტიპის დარღვევებმა შეუქმნას. ასე რომ, როდესაც გოგონა უჩივის ციკლის დარღვევას, ჭარბთმიანობას, ძლიერ გამონაყარს სახესა და ზურგზე, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, თანაც არა დერმატოლოგს, არამედ ენდოკრინოლოგ-გინეკოლოგს. ყურადღებით უნდა იყვნენ დედებიც, რათა შვილის ჯანმრთელობაში მომხდარი ცვლილებები არ გამოეპაროთ.

  • რამდენად შედეგიანია მკურნალობა?

- რაც უფრო ადრე მივა გოგონა ექიმთან, მით უფრო ადვილად და სწრაფად მოხდება ჰორმონული დარღვევების კორექცია.