ტიპი 1 დიაბეტი ზრდასრულ ასაკშიც შეიძლება განვითარდეს
წონის მკვეთრ კლებას, ჩვეულებრივ, ადამიანები სტრესს უკავშირებენ, ხოლო დაღლილობა, გაღიზიანებადობა და ხშირი შარდვაც უყურადღებოდ შეიძლება დატოვონ. კრიტიკულად მნიშვნელოვანია ტიპი 1 დიაბეტის მაქსიმალურად ადრეული დიაგნოსტიკა. იგი აუტოიმუნური დაავადებაა, რომლის დროსაც ინსულინის გამომუშავება აღარ ხდება. ტიპი 1 დიაბეტის დიაგნოზი საშულოდ 10-14 წლის ასაკში ისმევა.
ბრიტანელი ექსპერტები აღინიშნავენ: ტიპი 1 დიაბეტის დიაგნოზის სულ უფრო მეტი შემთხვევა მოდის 40 და 60 წელზე მეტ ასაკში.
მთელ მსოფლიოში დიაბეტით დაავადებულია 415 მილიონამდე ადამიანი. აქედან დაახლოებით 10% ტიპი 1 დიაბეტის შემთხვევაა. ყოველ წელს დაახლოებით 70 000 ახალგაზრდას ესმევა დიაგნოზი - „შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1“.
ლალი ჩხიკვაძე